ლუკას სახარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუკას სახარება (ბერძნ. Εὐαγγέλιον κατὰ Λουκάν) – ახალი აღთქმის მესამე წიგნი, ერთ–ერთი ოთხი კანონიკური სახარებიდან. მის წინ ტრადიციულად დგას მათეს სახარება და მარკოზის სახარება და მის შემდეგ მოდის იოანეს სახარება.

სახარების მიზანი, მახასიათებლები და შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწყალე სამარიტელი

სახარების მთავარი თემა - იესო ქრისტე, ძე ღვთისას ცხოვრება და ქადაგებანი. სახარება დაიწერა ქრისტიანთათვის და მიმართულია თეოფილეს და წმ. პავლეს მიერ დაფუძნებული ახალი ქრისტიანული საზოგადოების მიმართ.

სახარების მიზანს ავტორი აღნიშნავს პირველივე სტრიქონებში: "მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო,... რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია." სახარების რიგი თავისებურებები გამომდინარეობს მისი დანიშნულებიდან, რომელიც მიმართული იყო ყოფილ წარმართთა მიმართ. ავტორი ცდილობს დეტალურად აღწეროს ებრაული ტრადიციები, ასევე ცდილობს თავი აარიდოს სიტყვა "წარმართის" უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას, რათა არ მოხდეს არასწორი გაგების შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა. მაგალითად, ფრაზა ქრისტეს მთაზე ქადაგება , რომელიც "მათეს სახარებაში" ჟღერს "ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?" (მათე 5:47 ), ლუკასთან ასეთი ფორმა აქვს მიცემული: " და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან."(ლუკა 6:33 ).

ლუკა აღწერს ძირითადად ქრისტეს ცხოვრების ისტორიულ მხარეს, სხვადასხვა ამბავს მოგვითხრობს დიდი მონდომებითა და დეტალურად, გვიამბობს დიდი რაოდენობით ქრისტეს იგავებს, შესაბამისად სიმბოლოების რაოდენობისთ ლუკას სახარება ახალი აღთქმის ყველაზე გრძელი წიგნია. თხრობა იწყება, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე ადრეული მოვლენების აღწერით, კერძოდ, იოანე ნათლისმცემლის მამის ზაქარიას შესახებ ცნობებით და თავად იოანეს მომავალი დაბადებიდან. სხვა დანარჩენი სახარებები იწყება ქრისტეს დაბადებიდან (მათე), ან უკვე იოანე ნათლისმცემლის ქადაგებიდან (მარკოზი და იოანე).

სხვა სახარებებში გამოტოვებული ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხოლოდ ლუკას სახარებაში ვხვდებით ინფორმაციას იოანე ნათლისმცლის მშობლების შესახებ, მის დაბადებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და ქალწულ მარიამის ელისაბედთან, იოანეს დედასთან სტუმრობაზე.

მხოლოდ აქ ვხვდებით ინფორმაციას ახალდაბადებული ჩვილისადმი მწყემსთა თაყვანისცემის შესახებ, ასევე 12 წლის იესოს ტაძარში ყოფნის შესახებ.

აგრეთვე, მხოლოდ აქ ვხვდებით ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველურ გალობას, ახალი აღთქმის პირველ სამადლობელ საგალობელ ჰიმნს: „ადიდებს სული ჩემი უფალსა". ამავე სახარებას უნდა ვუმადლოდეთ წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ანგელოზებრივ საგალობელს "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი", რომელიც უძველესი დროიდან შევიდა ღვთისმსახურების საგალობელთა სიაში.

მხოლოდ აქ ვხვდებით ისეთ სასწაულებს, როგორიცაა

  • "უწმიდური სულით შეპყრობილის განკურნება" (4:33)
  • "ნაინელი ქვრივის ვაჟის გაცოცხლება" (7.11)
  • "წყალმანკით დაავადებულის განკურნება" (14.1)
  • "სნეული დედაკაცის განკურნება შაბათს" (13.11)
  • "ათი კეთროვანის განკურნება" (17:12)
  • "ყურმოჭრილის განკურნება" (22:50)

ვრცელია ლუკას სახარება ქრისტეს იგავებით, რომლებიც არ გვხვდება სხვა სახარებებში. მაგ:

  • მოწყალე სამარიტელის იგავი ( 10:30 )
  • უძღები შვილის იგავი ( 15:11 )
  • დაკარგული დრაჰმის იგავი ( 15:8 )
  • მეზვერე და ფარისეველის იგავი (18:10) , რომელიც შეიცავს ტექსტს "მეზვერეს ლოცვა"
  • მდიდარი და ლაზარეს იგავი ( 16:19 )
  • იგავი ტალანტებზე ( 19:12 )
  • იგავი ორი მოვალეზე ( 7:41 )
  • იგავი უსარგებლო ლეღვის ხეზე ( 13:6 )
  • იგავი ომში მიმავალ მეფეზე(14:28)
  • იგავი მოღალატე მმართველზე(16:1)
  • უსამართლო მოსამართლეზე ( 18:2 )

და სხვ.

სახარების შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავი 1

  • წიგნის მიძღვნა
  • წინასწარუწყება იოანე ნათლისმცემელზე
  • ხარება
  • „ადიდებს სული ჩემი უფალსა!“
  • იოანეს შობა

თავი 2

  • იესოს შობა
  • მირქმა
  • თორმეტი წლის იესო ტაძარში

თავი 3

  • იოანე ქადაგებს და ნათლავს
  • იესოს ნათლისღება
  • იესოს წარმოშობა

თავი 4

  • იესოს გამოცდა
  • ქადაგება გალილეაში. იესოს უარყოფა ნაზარეთში
  • იესო კაპერნაუმსა და გალილეაში

თავი 5

  • პირველ მოწაფეთა მოწოდება
  • კეთროვნის და უძლურის განკურნება
  • ლევის მოწოდება. „არა მართალთა, არამედ ცოდვილთა“
  • ახალი ღვინო და საკერებელი

თავი 6

  • ძე კაცისა შაბათის უფალიც არის
  • თორმეტი მოციქულის არჩევა
  • ნეტართათვის. სიყვარული და სამსჯავრო

თავი 7

  • ასისთავის მონის განკურნება. ქვრივის ვაჟის გაცოცხლება
  • პასუხი იოანე ნათლისმცემელს
  • ცოდვილი დედაკაცი იესოსთან

თავი 8

  • იესო ახარებს ქალაქებში
  • იგავი მთესველზე
  • დაუკვირდით, როგორ ისმენთ
  • ლეგიონი სულების განდევნა ეშმაკეულისგან. ღორების კოლტი
  • იაიროსის ასულის გაცოცხლება. სისხლმდინარი ქალის განკურნება

თავი 9

  • თორმეტი მოციქულის გაგზავნა
  • იესოს მოქმედებამ გააოგნა ჰეროდე
  • ხუთი ათასი კაცის გაძღება
  • იესო წინასწარ იუწყება თავის სიკვდილზე
  • ფერისცვალება
  • ავი სულით შეპყრობილის განკურნება
  • იესოს მიმდევრებზე

თავი 10

  • სამოცდაათი მოწაფის მივლინება
  • იესო ადიდებს მამას
  • იგავი გულმოწყალე სამარიელიზე
  • მარიამი და მართა

თავი 11

  • „მამაო ჩვენო“
  • ბელზებულის ძალით, თუ ღვთის თითით. დაგვილი სახლი
  • ნეტარ არიან მსმენელნი და დამცველნი
  • ნათელი და ბნელი
  • ვაი ფარისევლებს

თავი 12

  • დაფარული გაცხადდება
  • იგავი უგუნურ მდიდარზე
  • ეძიეთ ციური სასუფეველი
  • ერთგული მნე
  • ოჯახის გაყოფა და მომავალი განკითხვა

თავი 13

  • იგავი ლეღვის ხეზე
  • დედაკაცის განკურნება შაბათს
  • იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
  • როცა ვიწრო კარი დაიკეტება
  • „იერუსალიმო, იერუსალიმო!“

თავი 14

  • განკურნება შაბათს
  • უპოვართა მოწვევა ნადიმზე
  • მოწვეულთა უარი
  • საკუთარი ჯვრის ტარება

თავი 15

  • დაკარგულ ცხვარზე
  • დაკარგულ დრაქმაზე
  • ძე შეცთომილი

თავი 16

  • ორგული მნე
  • მდიდარი და ლაზარე

თავი 17

  • ცდუნება, მიტევება, რწმენა და მორჩილება
  • მადლიერი სამარიელი და ცხრა უმადური
  • იმ დღეს, როცა ძე კაცისა გამოჩნდება

თავი 18

  • უსამართლო მსაჯული
  • იგავე მებაჟესა და ფარისეველზე
  • „გამოუშვით ბავშვები ჩემთან“
  • მთავრის შეკითხვა
  • უწყება იესოს სიკვდილზე
  • ბრმის განკურნება

თავი 19

  • მებაჟე ზაქე
  • იგავი ათ მნაზე
  • ზეიმით შესვლა იერუსალიმში და იესოს განდიდება
  • იესოს გოდება იერუსალიმზე
  • მოვაჭრეთა გამორეკვა

თავი 20

  • შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
  • იგავი ავ მიწისმუშაკებზე
  • მიეცით კეისრისა კეისარს
  • სადუკეველების შეკითხვა ქორწინებაზე
  • მწიგნობრებმა ვეღარ გაბედეს შეკითხვა

თავი 21

  • ქვრივის ორი ლეპტა
  • ტაძრის დანგრევაზე
  • გაფრთხილდით
  • უკანასკნელი სწავლება ტაძარში

თავი 22

  • იუდას გეგმა გაცემაზე
  • ბოლო სერობა. პური და ღვინო
  • ვინ არის დიდი
  • წინასწარუწყება პეტრეს უარყოფაზე
  • ორი მახვილი
  • ბრძოლა გეთსიმანიაში
  • იესოს გაცემა და წაყვანა მღვდელმთავრის სახლში
  • იესო სინედრიონის წინაშე

თავი 23

  • იესო პილატეს წინაშე
  • იუდეველების მოთხოვნა
  • გოლგოთას გზაზე
  • იესო ჯვარზე
  • გარდამოხსნა. დაკრძალვა

თავი 24

  • დედაკაცები და პეტრე ცარიელ სამარხთან
  • ემაუსის გზაზე
  • იესო ეცხადება თერთმეტს
  • ამაღლება

ავტორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთრივ ტექსტში ავტორის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ძველი საეკლესიო გადმოცემის თანახმად, სახარების ავტორი არის ლუკა მახარებელი, მოციქულ პავლეს მოწაფე. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ლუკას სახარების ავტორმა შექმნა, აგრეთვე, მოციქულთა საქმენი. ამას დამაჯერებლად ამტკიცებს მსგავსი ლიტერატურული სტილი და ენობრივი თავისებურებანი.

ლუკას ავტორობას ადასტურებენ ძველი ქრისტიანი მწერლები. მაგალითად, ევსები კესარიელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე და სხვ. ადრეული ქრისტიანობის ხანიდან ქრისტიანული ტრადიცია თვლის, რომ ლუკა შედიოდა ქრისტეს 70 მოციქულს შორის. ადრეულ ეკლესიაში სახარების ნამდვილობა და ლუკას ავტორობა ეჭვს არ იწვევდა და სხვა ალტერნატივები არც განიხილებოდა.

შექმნის დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნის დროის დადგენა საკმაოდ შეუძლებელია. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ის შეიქმნა მათესა და მარკოზის სახარებების შემდეგ იოანეს სახარებამდე. შესაძლოა, წიგნის პირველი ფრაზა: "რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა"... — მიგვანიშნებს უკვე შექმნილ მატესა და მარკოზის სახარებებზე. ტრადიცია წიგნის შექმნას მიაწერს I ს. მე–60 წელს. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ლუკას სახარება შეიქმნა უფრო გვიან 70—80 წ.წ. ან 80—100 წ.წ. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგრამ მას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ.

ღვთაებრივი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკა მახარებელი ხაზს უსვამს სახარების უნიკალურობას და მის გახსნილობას ყველა ადამიანისათვის. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ადამიანებსა და მათ მიმართ ღვთაებრივ სიყვარულზე. ის არა მხოლოდ ზუსტი ლიტერატურული ენით აღწერს ყველაზე განსხვავებულ ადამიანთა ხასიათებს, არამედ განსაკუთრებული სახით ხაზს უსვამს ქრისტეს მზრუნველობას უბრალო ადამიანების მიმართ. ძნელი არ არის იმის გარჩევა, რომ მათეს სახარებაში, მაგალითად, ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია ზეციურ სასუფეველზე, ლუკას სახარებაში უფრო მეტია იგავები კონკრეტულად ადამიანებზე და მათ ამქვეყნიურ ურთიერთობებზე. სახარების ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მონანიეთა შემწყნარებლობაზე.

სახარების ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახარება, როგორც მთელი ახალი აღთქმა (მათეს სახარების გარდა), დაწერილია კოინე ენაზე, I საუკუნის ბერძნულ სალაპარაკო ენაზე. მრავალი მკვლევარის თანახმად, ლუკას სახარების ენა თავისი ლიტერატურურლი ხარისხით საუკეთესოა ახალ აღთქმაში. როგორც ჩანს ლუკა თავისი დროის ერთ–ერთი საუკეთესო მწერალი იყო.

სახარების პირველ თავში მოყვანილია ზაქარიას და ქალწულ მარიამის ორი სამადლობელი ჰიმნი, რომლებიც თავიანთი სრულყოფილებით, ენისა და სტილის თვალსაზრისით, მკვეთრად გამოირჩევა სახარების დანარჩენი ტექსტისაგან. სავარაუდოდ, ეს საგალობლები არსებობდა ზეპირი გადმოცემის სახით და მახარებელმა ლუკამ უცვლელად შეიტანა ისინი სახარებაში.

მანუსკრიპტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახარების მოძიებული ხელნაწერებიდან უძველესია III საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული ხელნაწერი და წარმოადგენს ხუთი პაპირუსის ფრაგმენტებისაგან შემდგარ ტექსტს. ბერძნულ სახარებას სრული სახით შეიცავს სინას და ვატიკანის კოდექსები (IV ს.)

ლუკას სახარება ისტორიასა და კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკას სახარებაში აღწერილ მოვლენებს, ხელოვნების ეძღვნება მრავალი საუცხოო ნამუშევარი. შუა საუკუნეების პოპულარული პიროვნებების ფერწერული ტილოები, ფრესკები და ქანდაკებები. მაგ: ღვთისმშობლ მარიამის სტუმრობა ელისაბედტან( პონტორმო, ჯოტო, პიერო დი კოზიმო, მ. დენი), მწყემსთა თაყვანისცემა (ელ გრეკო, კარავაჯო, ჯორჯონე, მურილიო, პუსენი და სხვები) , ქრისტე გამოჩენა ემმაუსში (კარავაჯო), და სხვ.

ხშირად დიდი მხატვრები მიმართავდნენ ლუკას სახარების იგავებს სიუჟეტისთვის — "უძღები შვილის დაბრუნება", ( ამ თემაზე შექმნილია რემბრანდტის ცნობილი ტილო), მოწყალე სამარიტელი (რემბრანდტი, კორნელისენი) და სხვ.

შექმნილია სახარების მოვლენათა ვრცელი იკონოგრაფია, სახარების ისტორიული პერსონაჟები, აგრეთვე, თავად ავტორი ლუკა მახარებელი.

შქმნილია მელოდიები. მაგალითად, ცნობილი საგალობლების შესახებ მელოდიები დაწერილი აქვთ იოჰან სებასტიან ბახს, კლაუდიო მონტევერდის, ანტონიო ვივალდის, იოჰან კუნაუს, სერგეი რახმანინოვს და სხვა კომპოზიტორებს.

1979 წელს ლუკას სახარების მიხედვით შეიქმნა მხატვრული ფილმი იესო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]