შინაარსზე გადასვლა

ტიმონი (სამოცდაათთაგანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიმონი
დაიბადა I საუკუნე
გარდაიცვალა I საუკუნე
კორინთი
ხსენების დღე 28 ივლისი
მოღვაწეობა დიაკვანი

ტიმონი[1][2] (ძვ. ბერძნ. Τίμων) — ქრისტეს 70 მოციქულთაგანი, შვიდი წმინდა დიაკვნიდან ერთ-ერთი. მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 30 დეკემბერი (12 იანვარი), 28 ივლისი (10 აგვისტო) (პროხორე, ნიკანორისა და პარმენსთან ერთად) და 4 (17) იანვარი (სამოცდაათ მოციქულთა კრება), კათოლიკურში19 აპრილი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.

  1. სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენ დიაკონნი (I) — orthodoxy.ge
  2. გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 878, ISBN 978-99940-69-47-7.