სტაქოსი (სამოცდაათთაგანი)
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა სტაქოსი)
| სტაქოსი Στάχυς | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | უცნობია |
| გარდაიცვალა |
54 ბიზანტიონი |
| ხსენების დღე | 31 ოქტომბერი |
| მოღვაწეობა | მღვდელმსახური |
სტაქე,[1] სტაქოსი[2] (ბერძ. Στάχυς) — ქრისტეს 70 მოციქულთაგანი და ბიზანტიის ეპისკოპოსი (38-54 წწ.). მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი) და 4 (17) იანვარი (სამოცდაათ მოციქულთა კრება), კათოლიკურში — 31 ოქტომბერი.
70 მოციქულთაგანი. იყო პავლე მოციქულის თანამოღვაწე. იხსენიება რომაელთა მიმართ ეპისტოლეში:
„კითხუა არქუთ... სტაქეს საყვარელსა ჩემსა.“ | |
(რომ. 16,9) |
მოციქულთა მოსახსენებელში, რომელიც ერთვის გიორგი მთაწმინდელის „დიდი სვინაქსარის“ ქართულ თარგმანს, სტაქეს შესახებ აღნიშნულია: „...მასცა (სტაქეს) ჰრომაელთა მიმართ მოიჴსენიებს და ანდრია მოციქულმან პონტის ზღვაჲ რაჲ განვლო, არგუროპოლის თრაკიისასა ეპისკოპოსად ბიზანტიისა დაიდგინა ესე“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007. — გვ. 856, ISBN 978-99940-69-47-7.
- ↑ წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე - სამოცდაათთაგანნი (I) — orthodoxy.ge
| წინამორბედი: ანდრია პირველწოდებული |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 38 – 54 |
შემდეგი: ონისიმე |
| ||||||||||