ურბანი (სამოცდაათთაგანი)
იერსახე
ურბანი | |
---|---|
სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი. | |
გარდაიცვალა | I საუკუნე |
ხსენების დღე | 13 ოქტომბერი, 13 ივლისი და 4 იანვარი |
ურბანი — სამოცდაათ მოციქულთაგანი, პავლე მოციქულის თანამგზავრი და მაკედონიის ეპისკოპოსი. ამპლია და ურბანი მოციქულ პავლესთან ერთად წავიდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რათა ექადაგათ. მათი საეპისკოპოსო ქალაქები იყო შავ ზღვასთან და დუნაის დელტაში. ანდრია პირველწოდებულის კურთხევით გახდა ეპისკოპოსი. სახარების ქადაგებისა და წარმართული ტაძრების დანგრევის გამო მოწამეობრივად აღესრულა ებრაელებისა და ბერძენი წარმართების მიერ.