განხილვა:იესო ქრისტე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ისრაელის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.


იოანე და მარკოზი გასასწორებელია. ბმულები არასწორია.--linguistus 22:46, 19 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

არსებობს ვიკიციტატა - ვიკიპედიის სხვა დობილი პროექტები არ უნდა აურიოთ ერთმანეთში. სხვა პროექტების შექმნით ვიკიპედიის განტვირთვა ხდება, რაც გასათვალისწინებელია.--ცანგალა () 10:42, 15 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მართალია, ციტატები გადმოვიტანე აქ და სასურველია ვიკიციტატებში გადაიტანოთ. ალ–ო. 13:42, 15 ივნისი 2007 (UTC)

”ციტატა”: უფალი იესო ქრისტე , ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
ღვთის სიტყვა - ”ციტატა”: პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

”ციტატა”: ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადჟამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?

ყველას მოგესალმებით, კეთილი სურვილებით. მე ახალი წევრი ვარ ამ პროექტის და დიდ მადლობას გიხდით ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი მნიშვნელოვანი საქმისათვის გაწეული სამსახურის გამო. შეიძლება ჩემს მიერ განხორციელებული ცვლილებები თავიდან იყოს გადასალაგებელი,საჭიროებდეს შესწორებას, რასაც იმედია გამიგებთ. ასევე მაინტერესებს არის თუ არა საშუალება გარკვეულ საკითხებზე გასაუბრების, თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ალექსანდრე 14:13, 15 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

აღნიშნულ შენიშვნას ვიზიარებ და ვეთანხმები. ვეცდები სტატია შევავსო ენციკლოპედიური ინფორმაციით, ხოლო ციტატიდან ინფორმაციას გამოვიყენებ იმდენად, რამდენადაც ეს არის ინფორმაციის წყარო. ამასთანავე, რაც შეეხება ”ღვთის სიტყვას”, ვთვლი, რომ არა ციტატის სახით, თუმცა ეს უნდა იყოს აქ, ვინაიდან ეს არის იესო ქრისტეს სახელი, ისევე, როგორც მესია, მაცხოვარი და სხვ., რომელიც მას წარმოაჩენს და ასახავს მისი არსების განსხვავებას ადამიანური ბუნებისაგან და თავად სიტყვა ”ქრისტეს” ანიჭებს სწორედ ღვთიურ ბუნებას. რაც შეეხება იმის განმარტებას, თუ რას ნიშნავს ”ღვთის სიტყვა”, ამას სხვა შესაბამის სტატიაში მოვათავსებ. --ალექსანდრე 15:31, 15 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რას ფიქრობთ "იესო ქრისტეზე" გადატანაზე? --გიგა 18:19, 19 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

რა ვერ გავიგე... იესო ქრისტიანობის ”დამფუძვნებელი”აო ეს სწორია. თითქოს აზრი გასაგებია, მაგრამ ცოტა არ იყოს ბუნდოვანი, გავრცობა არ აწყენდა --Misho 16:38, 5 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
  • მაინტერესებს მაქვს თუ არა უფლება სტატიაშივე შევქმნა ქვეთავი სათაურით ”ქრისტეს სასწაულები” და მათ ნაწილზე ვისაუბრო? ეს ხომ არ შეეწინააღმდეგება ენციკლოპედიის წესებს? --მიშა () 16:59, 26 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]


დაბადების თარიღი[წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 4 საუკუნეში დაიბადა, სხავაირად რომ ვთქვათ ქრისტე ქრისტეს შობამდე 4 წლით ადრე დაიბადა? ანუ, წელთაღრიცხვაში პატარა შეცდომებია? ამას წყარო ხომ უნდა? მთლად დამაჯერებელი არაა ჩემთვის. — დათო პასუხი 16:47, 11 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

Sanders, E. P. The historical figure of Jesus. Penguin, 1993.--გიორგი (გ) 17:03, 11 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. დარწმუნებული ვარ ქრისტეს დაბადების თარიღი დღეს ისტორიკოსებში საკამათო თემა იქნება. სტატიის დასაწყისში წერია ძვ. წ. 8–2–დან ა. წ. 29–36–მდე. ეს უკვე ორი მოსაზრება. მესამე კი, ყველაზე გავრცელებული - 1 წელი, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა. ჩემი აზრით, ინფოდაფაში ასე ერთპიროვნულად ძვ. წ. 4-ის ჩაწერა არაა გამართლებული. ალბათ უნდა გაკეთდეს ცალკე ქვეთავი ქრისტეს დაბადეის თარიღის შესახებ, სადაც ყველა არსებული ვარაუდი იქნება ჩამოწერილი. — დათო პასუხი 17:17, 11 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ერთ რამეში გეთანხმები - თავი გასაკეთებელია, ხოლო თარიღს რაც შეეხება, ინგლისურში ამ თემაზე 107 არქივია და მემგონი საკმაოდ მართობული იქნება.--გიორგი (გ) 17:55, 11 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

| დაბ_სახელი = იესო ქრისტე

ეს რამდენად მართებულია? ქრისტეს რამდენიმე თარმანი აქვს. არამეულიდან "სუფთა"–ს ნიშნავს (ანუ უცოდვილს), ბერძნულიდან კი ეს ეპითეტი მესიას ან "რჩეულს" ნიშნავს. ასე რომ გასარკვევია, არის თუ არა ქრისტე მისი დაბადების სახელი--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 19:36, 11 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არსებობს ვიკიგვერდი მესია და უფლის ეპითეტი რათქმაუნდა ყველა ვთანხმდებით, რომ მესიაა, მაგრამ გვერდი Messiah რომ არსებობს ასევე? ეპითეტი მესია მემგონი ამოსაღებია და სექციაშია მოსახსენიებელი აღნიშნული ეპითეტი, ჩემის აზრით. Lasha-george განხილვაწვლილი 15:49, 28 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინტეგრირებული ინფოდაფა[წყაროს რედაქტირება]

ვიკიმონაცემებზე ინტეგრირებული ინფოდაფის გამოყენება წმინდანების შემთხვევაში არის უაზრობა. მიზეზი შეგიძლიათ ამ სტატიაშივე იხილოთ, თუ რას წერს ეს ინფოდაფა ავტომატურად. გიო ოქრო 07:36, 13 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

რადგანაც შექმნეს ინტეგრირებული ინფოდაფა (მე არ შემიქმნია) ალბათ გამოყენებაც დასაშვებია — მაშინ რისთვის შეიქმნა?--ცანგალა 15:09, 13 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუმცა სად გამოიყენებ ამასაც დაფიქრება უნდა. აქ ნამდვილად არ ვარგა, ჩემი აზრით. გიო ოქრო 15:28, 13 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
იოანე ზედაზნელი (აღადგინე კიდევაც სტატია), დავით გარეჯელი — არაფერი არ გითქვამს. შეიქმნა ინტეგრირებული ინფოდაფა ე. ი. გამოყენებაც შეიძლება. როგორ ვეძიო სად შეიძლება და სად არ შეიძლება. მაშინ თითოეულ ინტეგრირებული ინფოდაფის ჩასმაზე განხილვის გვერდი განვსხნათ.--ცანგალა 15:55, 13 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე ამ სტატიის ზომაზე უფრო მეფიქრება, აუცილებლად უნდა განივრცოს--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 15:05, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]