შინაარსზე გადასვლა

ვარახიელ მთავარანგელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარახიელ მთავარანგელოზი

ვარაქიელ მთავარანგელოზი. ბართლომე რომანი, მე-17 საუკუნე
ხსენების დღე 8 ნოემბერი

ვარახიელ მთავარანგელოზი ან ვარაქიელი[1] ან ბარაქიელი[2] (ებრ. ברכיאל [berkiel] — „მადლი ღვთისა“, ბერძ. Βαραχιήλ) — ქრისტიანულ რელიგიაში ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველი მთავარანგელოზი. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
  1. ↑ მთავარანგელოზი ვარაქიელი — orthodoxy.ge
  2. ↑ გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007. — გვ. 587, ISBN 978-99940-69-47-7.