ანანია (სამოცდაათთაგანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოციქულ ანანიას ეკლესია დამასკოში

მოციქული ანანია (ბერძ. Σαπφείρα) — ქრისტეს მოციქული, ქალაქ დამასკოს ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა — 14 ოქტომბერი [ძვ. სტ. 1 ოქტომბერი]. ღვთის ბრძანებით, სწორედ მან მონათლა ქრისტიანთა მდევნელი სავლე, მომავალი პავლე მოციქული. განსაცდელების მიუხედავად, ანანია გაბედულად და აშკარად ქადაგებდა ქრისტიანობას იუდეველებსა და წარმართებს შორის. დამასკოდან იგი ელეფთეროპოლში გადავიდა სახარების სწავლებით და იქ მრავალი სნეული განკურნა. ქალაქის თავი, ლუკიანე შეეცადა, წმინდანი კერპების-თვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ჯალათებმა მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს. ანანიამ თავისი მკვლელებისათვის ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მოგვიანებით მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.