იოსებ დამწინდველი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
იოსებ დამწინდველი — მარიამ ღვთისმშობელის მეუღლე და იესო ქრისტეს მიწიერი მამა.
ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წარმოშობით წმინდა იოსები იყო დავითის ტომიდან. კვიპრისელი ეპისკოპოსი ეპიფანე (403) წერს: „იოსებ დამწინდველი 80 წლამდე წმინდად ცხოვრობდა. მას ჰყავდა მეუღლე სალომეა, ოთხი ძე (იაკობი, იოსები, სვიმონი და იუდა) და ორი ქალიშვილი (მარია და სალომეა). მეუღლის გარდაცვალების შემდგომ რამდენიმე წელი ქვრივად ცხოვრობდა ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული მარიამის ცოლად შერთვამდე“.[1]
„ | ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი? | “ |
—(მათ.13:55-56) |
წმიდა ნაწილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის დაწინდვის მომენტში იოსები 80 წელზე მეტი ხნისა იყო. სავარაუდოა რომ მართალი იოსები იესო ქრისტეს ამქვეყნად ცხოვრების პერიოდში გარდაიცვალა.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ნაწყვეტი სვიმონ კანანელის ცხოვრებიდან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 2009-10-31.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: