შინაარსზე გადასვლა

სვიმეონი (სამოცდაათთაგანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვიმეონი
დაიბადა I საუკუნე
გალილეა
გარდაიცვალა 107[1] ან 108
იერუსალიმი
ხსენების დღე 17 იანვარი და 27 აპრილი
მოღვაწეობა პრესვიტერი და მღვდელმსახური[1]

მოციქული სვიმეონი (ებრ. שמעון הקלפוס; გ. 107) — ქრისტეს 70 მოციქულთაგანი. იყო წმინდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის კლეოპას ძე. მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 27 აპრილი (10 მაისი) და 4 (17) იანვარი (სამოცდაათ მოციქულთა კრება), კათოლიკურში18 თებერვალი.

მას ხშირად ურევენ უფლის ძმა სვიმონში, ასევე სვიმონ კანანელში და სვიმონ ნიგერში.

ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი უკვე მოწიფული იყო, როდესაც იხილა იესო ქრისტეს სასწაულები, ირწმუნა იგი და გახდა ერთ-ერთი მოციქული. მისი მოძღვრის — იაკობ მოციქულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, რომელიც იერუსალიის პირველი ეპისკოპოსი იყო, სვიმეონი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. ტრაიანე იმპერატორის დროს რომის ქალაქის თავს, ატიკას მოახსენეს, რომ სვიმეონი ბიბლიური დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლებს) და ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. წარმართებმა შეიპყრეს 100 წელს მიტანებული წმინდა ეპისკოპოსი და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.

სვიმონ მოციქულის მოსახსენებელი თარგმნილია ქართულად (ქუთ. 7, XIII ს., 386-389).

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
  • გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007.  გვ. 837, ISBN 978-99940-69-47-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Národní autority České republiky