ვაყა
სოფელი | |
---|---|
ვაყა | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | გომი |
კოორდინატები | 42°02′34″ ჩ. გ. 43°42′31″ ა. გ. / 42.04278° ჩ. გ. 43.70861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 670 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1160[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვაყა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 670 მეტრი, ხაშურიდან 16 კმ. სოფლის განაპირას მდებარეობს ვაყის დედაღვთისას კომპლექსი, ნასოფლარ სომანეთზე დგას სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია. სოფელშია ასევე ღვთისმშობლის ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1423 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1160 კაცი, საიდანაც 568 მამაკაცია, ხოლო 592 ქალი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[3][4] | 1 423 |
2014[1] | 1 160 |
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIX საუკუნს ბოლოს სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 100 კომლს, რომელთაგან 3/4 სომხები იყვნენ, ხოლო დანარჩენი ქართველები. მოქმედებდა ორი სასწავლებელი, სმაინისტრო სასწავლებელი, რომელშიც უმეტესად სომხები სწავლობდნენ და ადგილობრივი მღვდლის მიერ გასნილი სასწავლებელი ქართველებისთვის.[5]
საბჭოთა პერიოდში სოფლის ბატონს სასახლე ჩამოართვეს და შიგ 7 წლიანი სკოლა გახსნეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საშუალო სკოლად გადააკეთეს. სკოლა ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ახალი შენობის აშენებამდე. ვაყის საჯარო სკოლის დღევანდელი შენობა აშენებულია 1986 წელს, არის სამსართულიანი, აქვს სტანდარტული სპორტული, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მინიფეხბურთისა და კალათბურთის გარე მოედნები, ინფორმატიკის კაბინეტი (15 კომპიუტერით), ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიის, ისტორიისა და მუსიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და მხატვრული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, ბუფეტი.
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით სკოლაში გახსნილია სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლობს 12 მოსწავლე. მოქმედებს ინტერნეტი, ფუნქციონირებს ჭიდაობის დარბაზი.
ვაყის საჯარო სკოლაში დღეს სწავლობს 292 მოსწავლე, მოღვაწეობს 30 მასწავლებელი.[6]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 196.
- ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 67
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ გაზეთი „ცნობის ფურცელი“, N 564, 21 ივნისი, 1898, გვ. 1
- ↑ http://school3.ge.iatp.net.