კლარჯეთის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |

ხაზი 52: | ხაზი 52: | ||
| align="center" |[[ადარნასე ბაგრატიონი|ადარნასე]]
742–779
ნერსეს ძე
ერისთავთ ერისთავი. განაგებს სამფლობელოს მამისას; ძმებს (ფილიპე და სტეფანოს) უმკვიდრებს ერისთაობას და ექვემდებარება ბერძნებს († 779). ნერსე II-ის ასულისგან ეყოლა [[აშოტ I დიდი|აშოტ]], გურგენ და ლატავრა, ცოლი ჯვანშერისა. |
| align="center" |[[ადარნასე ბაგრატიონი|ადარნასე]]
742–779
ნერსეს ძე
ერისთავთ ერისთავი. განაგებს სამფლობელოს მამისას; ძმებს (ფილიპე და სტეფანოს) უმკვიდრებს ერისთაობას და ექვემდებარება ბერძნებს († 779). ნერსე II-ის ასულისგან ეყოლა [[აშოტ I დიდი|აშოტ]], გურგენ და ლატავრა, ცოლი ჯვანშერისა. |

| align="center" |გურგენ |
| align="center" |გურგენ

ადარნასეს ძე
ერისთავი |

| align="center" rowspan="3"|[[ფაილი:Ashot I relief (2).jpg|80 px|frameless|ცენტრი]] |
| align="center" rowspan="3"|[[ფაილი:Ashot I relief (2).jpg|80 px|frameless|ცენტრი]] |

| align="center" rowspan="3"|'''[[აშოტ I დიდი]]'''
787–809
[[ადარნასე ბაგრატიონი|ადარნასეს]] ძე
იბერიის ერისთავი
809–813
იბერიის მეფე |
| align="center" rowspan="3"|'''[[აშოტ I დიდი]]'''
787–809
[[ადარნასე ბაგრატიონი|ადარნასეს]] ძე
იბერიის ერისთავი
809–813
იბერიის მეფე
813–826
ტაო-კლარჯეთის კუროპალატი |

08:27, 5 ივლისი 2019-ის ვერსია
კლარჯეთის საერისთავო — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. ფარნავაზ I-ის ეპოქაში ქართლის ანუ იბერიის სამეფო 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,[1] მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა შავშეთსა და ამიერ-ტაოსაც მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა აზონის დამარცხება და არიან-ქართლის ინკორპორაცია მოახდინა.[2] „ქართლის ცხოვრება“ მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:
„ | (ფარნავაზმა) ...გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. | “ |
—[3] |
საერისთავოს უძველესი ცენტრი იყო ციხე თუხარისი, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს დაუარსებია.[4]
I საუკუნეში, კლარჯეთის საერისთავოს იმჟამინდელმა ერისთავმა, დაიმსახურა მეფე ადერკის წყრომა. მიზეზი ის იყო, რომ ერისთავი მის სამფლობელოში ჩასულ ანდრია პირველწოდებულს, შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეხვდა.[5]
III საუკუნის შუა ხანებში კლარჯეთის ერისთავი, „ქვემო ივერიის“ ანუ დასავლეთ საქართველოს სხვა ოთხ ერისთავთან ერთად, მეფე ამაზასპის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.[6]
V საუკუნეში, სავარაუდოდ 456[7] წელს, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიისაგან დაიბრუნა დაახ. 370 წელს წართმეული კლარჯეთი და მის გამგებლად თავისი ძუძუმტე, არტავაზი დანიშნა. სააღმშენებლო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, მეფემ ადმინისტრაციული ცვლილებაც მოახდინა და ერისთავის რეზიდენციად ახლადაშენებული არტანუჯი დაადგინა.
ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა ახიზის და ააშენა არტანუჯის ციხეები. მანვე ააშენა ოპიზის მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.[8]
კლარჯეთის საერისთავომ არსებობა იბერიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს არსებობის პერიოდშიც განაგრძო. სტეფანოზ I-დან აშოტამდე მას უშუალოდ ბაგრატიონები განაგებდნენ.[9] აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი ქართველთა სამეფოს მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით 1011 წელს ბაგრატ მესამემ დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.[10]
1191 წელს, ზაქარია ასპანისძის თამარ მეფის მიერ, შავშეთის, კლარჯეთისა (არტანუჯის) და ტაოს ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, ფანასკეთის (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე ფანასკეთში იყო.[11]
იბერიის მეფე-მთავრები[12] | ||
სურათი | სახელი | |

გუარამ I 575–600 ბაგრატ ბივრიტიანის ვაჟი იბერიის მეფე კურაპალატი | ||
სტეფანოზ I 600–619 გუარამ I კუროპალატის ძე იბერიის მთავარი | ||
ადარნასე I 619–639 ბაკურ III-ის ძე იბერიის მთავარი |
გუარამ II 619–678 სტეფანოზ I-ის ძე კუროპალატი, მფლობელი კლარჯეთ-ჯავახეთისა, ექვემბდებარება არჩილ II-ს († 678) | |
სტეფანოზ II 639–663 ადარნასე I-ის ძე იბერიის მთავარი | ||
მირი 663–668 სტეფანოზის ძე იბერიის მეფე | ||
არჩილი 668–718 სტეფანოზის ძე იბერიის მეფე | ||
ვარაზ-ბაკური 678–705 გუარამ II-ის ძე ანტიპატრიკი ანუ ანტიპატი-პატრიკი კეისრის მიერ. მეფე არჩილ უმკვიდრებს მას გარდაბანს, რომლის მცხოვრებნი მას მოჰყავს ქართველთ სარწმუნოებაზე († 705). ვარაზ-ბაკურის და იყო ცოლი არჩილ II-ისა. | ||
ნერსე 705–742 ვარაზ-ბაკურის ძე იჭერს მამის სამფლობელოს. ექვემდებარება ბერძნებს († 742) | ||
იოანე 718–786 ჯუანშერი 718–787 არჩილის ძენი იბერიის მთავარნი | ||
ადარნასე 742–779 ნერსეს ძე ერისთავთ ერისთავი. განაგებს სამფლობელოს მამისას; ძმებს (ფილიპე და სტეფანოს) უმკვიდრებს ერისთაობას და ექვემდებარება ბერძნებს († 779). ნერსე II-ის ასულისგან ეყოლა აშოტ, გურგენ და ლატავრა, ცოლი ჯვანშერისა. | ||
გურგენ ადარნასეს ძე ერისთავი | ||
აშოტ I დიდი 787–809 ადარნასეს ძე იბერიის ერისთავი 809–813 იბერიის მეფე 813–826 ტაო-კლარჯეთის კუროპალატი |
არტანუჯის ერისთავები | |||||||||

სახელი | მმართველობის წლები | ტიტული | |||||||
აშოტ II კეკელა, ადარნასე I კლარჯის ძე | IX – 867 | არტანუჯის ერისთავი. მამა გურგენ II კურაპალატისა და სუმბატ II არტანუჯელი ანთიპატრიკისა. | |||||||
სუმბატ I მამფალი არტანუჯელი, ანთიპატოს-პატრიკი. ადარნასე I კლარჯის ძე | 867 – 889 | არტანუჯის ერისთავი. მამა დავით I მამფალისა და ბაგრატ I მამფალი არტანუჯელისა. | |||||||
ბაგრატ I მამფალი არტანუჯელი, მაგისტროსი, სუმბატის I მამფალის ძე | 889 – 20 აპრილი, 909 | არტანუჯის ერისთავი. მამა ადარნასე III კლარჯისა, მონაზვნობაში ბასილისა († 945), გურგენ III ერისთავისა († 923), აშოტ IV კისკასისა († 939 წლის ივნისში, უძეოდ) და დავით III ერისთავისა († 922). † 20 აპრილი, 909, აღვსების დღეს. | |||||||
დავით I მამფალი, სუმბატ I მამფალის უფროსი ძე | 889 – 20 თებერვალი, 943 | არტანუჯის ერისთავი. მამა სუმბატ III არტანუჯელი ერისთავთ ერისთავისა († 988). † 20 თებერვალი, 943, მონაზვნობაში. | |||||||
გურგენ III, ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე | 900 – 923 | არტანუჯის ერისთავი († 923). მამა გურგენ V-ისა († 968.) | |||||||
აშოტ IV კისკასი, ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე | 923 - 932 | არტანუჯის ერისთავი. მამა ერთადერთი ქალიშვილისა (ცოლი გურგენ IV დიდისა.) † ივნისი, 939 უძეოდ. | |||||||
სუმბატ III არტანუჯელი, ერისთავთ ერისთავი, დავითის I მამფალის ძე | 943 – 988 | არტანუჯის ერისთავი. მამა ბაგრატ II არტანუჯელისა († 988) და დავით IV-ისა († 993.) | |||||||
დავით IV, სუმბატ III ერისთავთ ერისთავის ძე | 988 – 993 | არტანუჯის ერისთავი | |||||||
სუმბატ IV კლარჯი, არტანუჯელი. ბაგრატ II არტანუჯელის ძე, დავითის ძმისწული | 993 – 1011 | არტანუჯის ერისთავი. მამა ბაგრატ IV-სა. † 1011 წელს, თმოგვის ციხეში. | |||||||
ბაგრატ IV, სუმბატ IV კლარჯის ძე | 1011 | არტანუჯის ერისთავი. (კონსტანტინეპოლს წავიდა). | |||||||
გურგენ VI კლარჯი, ბაგრატ II არტანუჯელის ძე | 1011 – 1012 | არტანუჯის ერისთავი. მამა დემეტრესი (კონსტანტინეპოლს წავიდა). † 1012 წელს, თმოგვის ციხეში. | |||||||
ბაგრატ V ერისთავი, გურგენ II-ის ძე | 1011 – 1014 | გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III. |
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
- ↑ ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, თავი მესამე
- ↑ დ. მუსხელიშვილი, სტ „თუხარისი“, ქსე, ტ.5, გვ. 30
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
- ↑ ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
- ↑ მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. ISBN 99940-11-30-8
- ↑ ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117
- ↑ ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ.10, გვ. 217
- ↑ ვახუშტის „საქართველოს ისტორია“. გვერდი: 317, 318, 319.