კალმახის საერისთავო
კალმახის საერისთავო — ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, მდებარეობდა ტაოში. საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა კალმახის ციხე, საიდანაც მომდინარეობს სახელწოდებაც. მისი არსებობა დასტურდება „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით XI საუკუნის 40–50-იან წლებში. უცნობია მისი შექმნის დრო. სავარაუდოდ, საერისთავო არსებობდა 1057–1058 წლამდე, ვიდრე ის ბაგრატ IV-მ მამულებით არ გადასცა კალმახის ერისთავ სულას (ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის სანაცვლოდ). ამის შემდეგ სულა იწოდა კალმახელად და ეს გვარსახელი დაუმკვიდრდა მის შთამომავლებს.
XIII საუკუნის განმავლობაში კალმახის საერისთავო გაუქმებული ჩანს. XIV საუკუნის I ნახევარში გიორგი ბრწყინვალემ კალმახი, როგორც ზღვისპირა რეგიონი, საერისთავოდ აქცია. შემდგომში კალმახის საერისთავო კვლავ გაუქმებულა. XVI საუკუნის დასაწყისში შედგენილი მცხეთის სამწყსოს მამულების ნუსხაში კალმახის ერისთავთა ყოფილი მიწები სხვა მესხურ მიწებთან ერთად სამცხეთო მამულებს შორის მოიხსენიება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბახტაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 501.
- ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003
- ხიდურელი ზ., სამეფო დომენის საკითხისათვის XI–XV სს. საქართველოში, „საისტორიო კრებული“, 1977, ტ. 7