თუხარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თუხარისი VIII-X საუკუნეების მესხეთის მხარის რუკაზე

თუხარისი — ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, უძველესი ქართული პროვინციების ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე (ლოკალიზაცია უცნობია).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუხარისის სახელწოდება ქართლის ცხოვრების მიხედვით იშიფრება შემდეგ ნაირად - თუ ხარ ის (ციხე).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. ქართული ტრადიციის თანახმად, თუხარისი საქართველოს უძველესი ციხექალაქთაგანია; დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ეთნარქმა — ოძრხოსმა. IV საუკუნეში თუხარისსა და კლარჯეთს ბიზანტია დაეუფლა. V საუკუნის II ნახევარში თუხარისი კვლავ ქართლის სამეფოს დაუბრუნდა.

ვიკიციტატა
„რა შევკრბეთ, მიგცე ციხე თუხარისი და საზღვარნი ქართლისანი.“
ვიკიციტატა
„და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვიდან ვიდრე არსიანათმდე, და ხევნი რომელ მოსდგმანან ღადოთა.“
ვიკიციტატა
„და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყვარდა ციხე, და თქუა ჭეშმარიტად თუხარ შენ ციხე.“

შემდგომში იგი "ქართველთა საკურაპალატოში" (ტაო-კლარჯეთის სამთავროში) შედიოდა. IX-XI საუკუნეებში თუხარისი იყო ჯაყელთა საგვარეულოს ცენტრი და ერისთავთა რეზიდენცია. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა მიწაწყალთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.

ლოკალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუხარისის ციხის ზუსტი ლოკალიზაცია დღემდე დაუდგენელია.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ის შავშეთში, ტბეთის თავზე მდებარეობდა.

ტბეთის პირისპირ, ჩრდილოთ კერძ, მდინარის გაღმა, არს ციხე თუხარისი, რომელი აღაშენა — პირველ ოძრაჴოს, ძემან მცხეთოსისამან, შემდგომად კვ მეფემან მირდატ აღაშენა ეკლესია ციხესა შინა, მერმე ყრუსაგან მოოხრებული, აღაშენა მტბევარ ეპისკოპოზმან. არამედ მოიგო სახელი სიმაგრით სიმტკიცისათვის: „თუ ხარ შენ ციხე, და არა სხვა“.
ივ. ჯავახიშვილის რუკა

ივანე ჯავახიშვილის რუკაზე ის ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა არტანუჯსა და იშხანს შორის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]