ადერკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადერკი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 3/ ახ. წ. 158[1]
ძვ. წ. 2ახ. წ. 55[2][3]
ახ. წ. 144[4]
ძვ. წ. 1ახ. წ. 30[5][6]
ძვ. წ. 27ახ. წ. 30[7]
ახ. წ. 158[8]
დაბ. ადგილი: სომხეთი
გარდ. ადგილი: იბერიის სამეფო
შვილები: ქართამი და ბარტომი
დინასტია: არშაკუნიანები
მამა: ქართამ კოლხი

ადერკი[9][10][11][12][13][14][15]/ როკი[16]/ ადეროკი[17]/ ანდრიკი[18] (ლათ. Pharasmanes I) — იბერიის მეათე მეფე ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთას“[19], ვახუშტის ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“[20] და „საქართველოს ძველი ისტორიის“[21], ასევე კირილ თუმანოვის „იბერიის ადრეული მეფეების ქრონოლოგიის“[22] მიხედვით და მეთერთმეტე მეფე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან) [23], თეიმურაზ ბატონიშვილის „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსას“ [24] და ს. რ. გორგაძის „საქართველოს ისტორიის“[25] [26] მიხედვით. სიძე ედესის მეფე ავგაროზისა. ადერკის მეფობის შემდეგ ქართლში დაიწყო ორმეფობის ხანა.

მეფობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილი
ვიკიციტატა
„ადერკი იქმნა მეფედ ყოველსა ზედა ივერიასა წელსა დასაბამითგან სოფლისა ბერძნულითა რიცხვითა 5508-სა ქართულსა ქვარონიკონსა მეათერთმეტისა მოქცევისასა 284-სა ქრისტეს შობისა პირველსა წელსა... გარდაიცვალა მეფე ადერკი წელთა ქრისტესით 43 ორმეოცდამესამესა.“
ვახუშტი ბატონიშვილი
ვიკიციტატა
„მეფე ადერკი (2 ქრ. წინ და 55 წ. ქრ. შემდეგ)... ...არამედ თვით გამეფდა 30 წლისა და იმეფა 57 წელი მშვიდობით და ნებიერად; შემდგომად მოკვდა დასაბამითგან 4004, ქართულსა 339, ქრისტეს შემდეგ 55.“

მეცნიერთა მოსაზრებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირილ თუმანოვი
ვიკიციტატა
„Pharasmanes I/Aderk (A.D. 1-58). Bilingual, Graeco-‘Armazic’ inscription and ‘Armazic’ inscription on two stelae from Grave 4 of the Necropolis of the Vitaxae of Gogarene at Armazi; Mts'khet'a inscription of 75 (see Mithridates I); L 33-43 (Adcrk); BL I 40 (Rok); Tacitus, Ann. 6.32-5; 11.8; 12.44-51; 13.37; 14.26; Cassius Dio 58.26; cf. Josephus, Ant. 18.97. — Son of Pharuabnzus IPs daughter by K'art'am (son of Souromaces I’s daughter by a grandson [jisculi, here, obviously, in the sense of ‘descendant’) of Phar- nabazus Ps daughter); born posthumously, his father having been killed at the same time as Pharnabazus II: L 32. lie became King of Iberia at 30, having defeated in a single combat. Artaxias II (q.v.); Our Lord was born in his first regnal year; and he reigned for 57 years: L 35. During his reign, Lhe Iranian Monarchy became consolidated, and the Iberians and the Ar¬menians obeyed it:5H L 43. — This, though the wording seems to imply a reference to the rise of the Arsacids, can only refer to the resumption of Iran’s aggressive foreign policy in Armenia under Vologases I (51-77). — (As Phar- asmancs), having become reconciled with his brother Mithridates, he helped him to become King of Armenia under Homan suzerainty in 35: Tacitus 6.32-6. In 51, being at an advanced age and having long reigned in Iberia, Pharasmanes helped his son (by his earlier wife) Radainistus, whom he feared, to dislodge Mithridates from the Armenian throne and to become King in¬stead: Tac. 12.44-5. But, sometime before 58, he had Radamistus executed: Tac. 13.37. — The last certain mention of Pharasmanes seems to be in 58 (see Mithridates I). So far, then, the traditional regnal years from Pharnaba¬zus I to Pharasmanes I have been vindicated[27].“
სერგი გორგაძე
ვიკიციტატა
„...მიზანი, რომელიც აღნიშნულ წერილებში დავისახეთ, იყო შემდეგი: მასალების კრიტიკულ-შედარებითი შესწავლით გვსურდა გვეჩვენებია ის გზა, რომლითაც შესაძლო ხდება „ქართლის ცხოვრებისა“ და „ქართლის მოქცევის“ თხზულებათა შეთანხმება ერთმანეთთან, უცხოეთის მწერალთა ცნობებთან ჩვენს შესახებ დამსოფლიო ისტორიის ფაქტებთან, რადგან ყველაფრის უმალ ჩვენს ისტორიოგრაფიას სწორედ ამგვარი შეთანხმება სჭირდება: სადაც ამგვარი შეტანხმება არ ხერხდება, იქ ჩვენი პირველწყაროების ცნობანი ფრიად სეაჭვო მასალად უნდა ჩაითვალონ და, როგორც ასეთნი, კრიტიკულის მეთოდით დაწერილი ისტორიიდან ჯერჯერობით მაინც უსათუოდ უნდა გამოირიცხონ.“
პავლე ინგოროყვა

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგაროზ მეფე იღებს ხელთუქმნელ ხატს თადეოზისგან. სინას მთა, ენკაუსტიკა, X საუკუნე.

„მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით იგი ყოფილა "ძე ქართამისი, ასულის წული ბარტომ მეფისა". ბარტომ მეფეს არ ჰყოლია ძე, ამიტომ ეგრისიდან მოუყვანია ქუჯი ერისთავის ძისწული ქართამი, მისთვის მიუცია ცოლად თავისი ასული და უშვილებია. ორივე, ქართამი და ბარტომიც, სამეფო ტახტის სხვა პრეტენდენტთან, მირვანთან ბრძოლაში დაღუპულა. ფეხმძიმედ დარჩენილ ქართამის ცოლს სომხეთისთვის შეუფარებია თავი და იქ გასჩენია ადერკი. ადერკი აღიზარდა სომხეთში, "იყო კაცი ასაკით შუენიერი, ტანით დიდი და გოლიათი, მრავალ–გზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი და სახელოვან ქმნილ იყო იგი". ადერკიმ ითხოვა ჯარი სომეხთა მეფისაგან და გამოემართა ქართლისკენ, თავისი დედის ძმის, არშაკის წინააღმდეგ, რომელიც ქართლში გამეფებულიყო. არშაკს ქართლის ერისტავები და სპარსელები დაეხმარნენ და მოწინააღმდეგეებმა თრიალეთში დაიბანაკეს. აქ გამართულა ადერკის და არშაკს შორის პირისპირ ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის ბოლოსაც ადერკიმ ისრით მოკლა არშაკი. გამეფდა ადერკი, ცოლად სომეხთა მეფის (თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ედესის მეფე ავგაროზის) ასული შეირთო და, როგორც მემატიანე აღნიშნავს "ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმეოც და ჩვიდმეტ წელ მეფობდა". "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, ამ ადერკის დროს "იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა". შესაბამისად, მისივე მეფობის დროს დებს მემატიანე ელიოზ მცხეთელის მიერ მცხეთაში ქრისტეს კვართის მოტანას და ეგრისსა და აფხაზეთში ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის მიერ ქრისტიანობის ქადაგებას. ადერკი მეფე გასწყრომია მეგრელებს წარმართული რჯულის დატოვებისთვის, გაუგზავნია თავისი ერისთავი და იძუელებით ისევ წარმართობაზე მიუქცევია. წყარო მოგვითხრობს ასევე ადერკის სამშენებლო საქმიანობაზე: მას გაუმაგრებია ქართლის ყველა ქალაქი და ციხე, მაგრამ განსაკუთრებით მცხეთის ზღუდეები, მტკვრის ორივე მხარეს. ქართლში ორმეფობის გაჩენას "მეფეთა ცხოვრება" ადერკის ორ ძეს უკავშირებს: "და ვიდრე ადერკის მეპობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი" – მცხეთა, შიდა ქართლი და მტკვრის ჩრდილოეთით ქვეყანა მისცა ბარტომს, ხოლო არმაზი, მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლი და კლარჯეთი – ქართამს.

მითრიდატე (სომხეთის მეფე)

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქცევაჲ ქართლისაჲ[32]
ვიკიციტატა
„და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ.“
მეფეთა ცხოვრება[33]
ვიკიციტატა
„და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქართლი და ეგრისი, და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თჳსი ცოლად, და დაჯდა მცხეთას, და მეფობდა კეთილად. ოცდაათისა წლისა მეფე იქმნა და ორმეოცდაათჩჳდმეტ წელ მეფობდა.

ხოლო პირველსავე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ბეთლემს ჰურიასტანისასა, და მოვიდეს მისა მოგუნი ძღუნისა შეწირვად. და შემდგომად მოგუთა შესლვისა იერუსალემს მოვიდა ჰამბავი მცხეთას, ვითარმედ სპარსთა იერუსალემი წარმოტყუენესო. და ჰურიანი, რომელნი მცხეთას იყვნეს, იქმნა მათ შორის გლოვაჲ და ტირილი. და შემდგომად მეორესა წელსა, სხუაჲ მოვიდა ჰამბავი, ვითარმედ: „სპარსნი იგი არა ტყუენვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ აქუნდა ძღუენი ყრმისა ვისმე შობილისათჳს“. და განიხარეს ჰურიათა მცხეთელთა.

შემდგომად ამისა ვითარ გარდაჴდეს წელნი ოცდაათნი, მოვიდეს მოციქულნი ჰურიათაჲსანი იერუსალემით ჰურიათა თანა მცხეთელთა, ვითარმედ: „იგი, რომლისათჳს მოვიდეს მოგუნი და შეწირეს ძღუენი, აღზრდილ არს და იტყჳს იგი თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა. და აწ წარმოგჳვლენიან ჩუენ მოციქულნი ყოველთა ჰურიათა თანა, რაჲთა მოვიდენ მეცნიერნი შჯულისანი და განვიკითხოთ და განვბჭოთ მის ზედა. და აწ თქუენგანცა შჯულისა მეცნიერნი წარმოვიდენ“.

და წარვიდეს მცხეთით ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და მუნ დახუდეს ჯუარცუმასა უფლისასა.

და მოიღო მუნით კუართი უფლისაჲ ელიოზ მცხეთელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად „მოქცევასა შინა ქართლისასა“.

და ამან მეფემანვე ადერკი უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა ქართლისათა სიმაგრე და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი წყლისა იმიერ და ამიერ.

და ამისვე ადერკისა მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა მოციქულთაგანნი ანდრია და სჳმეონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდაჲ სჳმეონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსსა, საზღვარსა ბერძენთასა, ხოლო ანდრია მოაქცინა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.

ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევებაჲ, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი, და დამალნეს ჯუარნი და ხატნი. და შერისხნა მეფე ერისთავთა კლარჯეთისათა, რომელ მშჳდობით განუტევეს ანდრია მოციქული.

და ამისვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობაჲ სპარსეთისაჲ, რამეთუ, რაჲთგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამამდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერისთავნი სპარსეთსა. მაშინ შეკრბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანის, სპარსთა მეფისა.

და ვიდრე ადერკის მეფობადმდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაჲზომცა მრავალ იყვნიან შვილნი მეფეთანი. და ამას ადერკის ესხნეს ორ ძე, რომელთა განუყო ქალაქი მცხეთაჲ და ქუეყანაჲ მტკუარსა, შიდაქართლი, მცხეთაჲ, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოჳთ, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა და ეგრისისა, ესე მისცა ბარტომს, ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი მტკუარსა სამხრით, ქართლი ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, და კლარჯეთი, მისცა ქართამს, ძესა თჳსსა.“
ივერიის ისტორია (თეიმურაზ ბატონიშვილი)[34]
ვიკიციტატა
„დაიპყრა ყოველი ივერია მეფემან ადერკი და იწყო მართებად მათდა სიმშვიდით და კეთილად ყოვლითა წარმატებითა, განმტკიცნა ზღუდენი და სიმაგრენი ქალაქისა მცხეთისანი და სიმაგრეტა აღუმატა ნაპირთა ზედა მდინარეთა და მთათა სამეუფოსა მის ქალაქისასა. შეიყვარეს ყოველთა ქართლოსიანთა ფრიად და მორჩილებდეს მას ერთგულებით და მოიყვანა მეფემან ადერკი ასული ედესისა მეფისა ავგაროზისა და ქმნა ქორწილი ჩინებული, იშვებდა და იხარებდა და იყო ყოველი ივერია განცხრომით მშვიდობასა და წარმატებასა შინა.

ხოლო პირველსა წელსა მეფობისა ამისსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბეთლემს ურიასტანისასა...

წინაითვე მოსწავებისათვის სრულიად ივერიის მოქცევისათვის კერპთ-მსახურებისაგან ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა საქართველოსა საეკლესიოსა მოთხრობათაგან, თუ რომლისა სახითა მოტანილ იქმნა ივერიად ქალაქსა მცხეთას კვართი იგი, რომელიცა ემოსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესსა, რომელსა ზედაცა ურიათა განიგდეს წილი ჯვარცმის მისისა ჟამსა...

შეასრულა რა სიტყვაჲ ესე ქალწულმან სიდონია, მპყრობელი მკერდსა ზედა თჳსსა კვართისა უფლისასა დაეცა ქვეყანასა ზედა და მოკვდა და სული თჳსი ხელთა ღუთისათა შევედრა. იხილარა ესე ძმამან მისმან ელიოზ მოიცვა იგი შიშისა ზარმან და საკვირველებამან, იგლოვდა დასა მას თჳსსა მწუხარებითა დიდითა და ტყებიტა; მაშინ ენება ელიოზს, რათა გამოუღოს კვართი იგი უფლისა გულისაგან დისთჳსისა და მიჰყო რაჲ ჴელი ვერა შეუძლო გამოღებად მკვლავთაგან კვდრისა მის და მწე ექმნენ მას მოყვასნი მისნი და ვერცა მათ უძლეს გამოღებად...

მაშინ შეკრბენ მუნ უმრავლესნი ერნი და განმგენი ქალაქისანი და აცნობეს საკვირველებაჲ ესე მეფესა ადერკის. მოვიდა თჳთ მეფე და დიდებულნი კარისა მისისანი, იხილეს რა საკვირველებაჲ ესე და საკვირველი იგი კვართი ქრისტესი ფრიად ჰსთნდა მეფესა, რათა აქვნდეს თჳთ, მრავლისა გულისმოდგინებითა იღვაწეს და ვერ შეუძლეს, ვერცა კვართი იგი აღებად გულისაგან სიდონიასა და ვერცაღა მისი უძლეს შეძვრად ადგილისა მისგან...

შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი...

თუმცაღა წმინდათა საღმრთოთა მოციქულთა ჰქადაგეს და მოაქცივნეს მრავალნი და მას ჟამსა არცა მეფემან ადერკიმ უქმნა წინა-აღმდეგი რაჲმე...

ხოლო იყო ადერკი მეფე სიმხნითა და გონიერებითა თჳსითა და ეშინოდათ გარემოთა თჳსთა ყოველთა მისგან, აქუნდა უკვე მეფესა ადერკის რომაელთა თანა ფრიადი შეკრულება და ამათ ჟამთა შორის იყო უკვე შფოთი მრავალთა ძლით აღრეულებათა პართიანელთა და სომეხთა შორის; ხოლო ივერიელნი სარგებლობდნენ ამით უმეტეს წარმატებასა შინა...

ხოლო ჰყვეს მეფესა ადერკის ძენი ორნი ბარტომ და ქართამ; ხოლო ქართამს ყვნეს ძენი ფარსმან და მიტრიდატ, ხოლო ესე ფარსმან და მიტრიდატ იყვნეს ფრიად მხნენი, გოლიათნი და ყოვლითა სამამაცოთა ზნეთა და სამოქალაქოთაცა განსწავლულნი. მიტრიდატ უკვე პაპამან თჳსმან ადერკი მეფემან მისცნა კეისარსა ტიბერიოსს და აღზარდა მან და სათნო უჩნდა თვალთა მისთა იგი ფრიად. და ვინაჲთგან სათანადო იყო ჟამსა მას აღრეულებათაგამო სხვათა და სხვათა პართიელთა და სომეხთა შორის; ამისთვის სათნო იჩინა და შერაცხა იგი ერთგულად ტიბერიოსმან და მოსცა მას მეფობა სომეხთა და განაძლიერა იგი პირისპირ პართიანელთა და სპარსთა, რამეთუ მაშინ ეპყრათ სომხითი პართიანელთა და არა მორჩილებდეს რომაელთა.

წარმოავლინა რა მიტრიდატ ძალითა დიდითა ტიბერიოსმან მოუმცნაცა მეფესა ადერკის, რათა იგიცა მწე ეყოს მიტრტიდატს შვილისშვილსა თჳსსა. ხოლო ადერკიმ წარუვლინა მხედრობითა მრავლითა ძის ძეჲვე ფარსმან, მიუღეს პართაგან სომხითი და იქმნა მიტრიდატ მეფე სომეხთა ზედა (ამას უხმობდეს რომაელნი მიტრიდატ ივერსა)...

ხოლო განაწესა ამან და დასდვა, რათა იქმნებოდენ შემდგომად მისთა ორნი მეფენი, მსგავსად ძველთა მათ ჩვეულებათა ლაკედემონიელთასა და ზოგად ორთავე ძეთა თჳსთა მისცა მეფობაჲ ქართამს და ბარტომს; ხოლო განჰყოფდა ქალაქსა მცხეთასა საშუალ მდინარე მტკვარი, გამოღმით მცხეთა და გაღმით არმაზი. დაადგინა პალატსა შინა მცხეთისასა ქართამ და პალატსა შინა არმაზისასა ბარტომ...

გარდაიცვალა მეფე ადერკი წელთა ქრისტესით 43 ორმეოცდამესამესა, იგლოვეს იგი ყოველმან ივერიამან და დაფლეს სამარხოსა მეფეთასა ბომონსა არმაზ კერპისა მთისასა დიდისა დიდებითა.“
საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)[35]
ვიკიციტატა
„და დაიპყრა ადერკიმ ყოველი საქართველო და შეირთო ასული სომეხთა მეფისა. ხოლო ამის მეფობისა პირველსა წელსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოვიდა ამბავი, ვითარ შევიდნენ სპარსნი იერუსალიმს მოტყვენვად და შეწუხდნენ ურიანი მცხეთელნი; არამედ კვალად მოვიდა ამბავი არა მოტყვენვად, არამედ ყრმისა ახალშობილისა თაყვანისცემად. შემდგომად მეოცდაათესა წელსა მოითხოვეს მცხეთელთა ურიათა იერუსალიმითგან განკითხვისა და ჯვარ-ცმისათვის იესო ქრისტესა. ხოლო წარვიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი ურიანი და ამათ მოიღეს კვართი უფლისა მცხეთას. და კვალად ოცდამეთვრამეტესა წელსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია მოციქული და სვიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა. ხოლო სვიმონ მოკვდა მუნდა დაფლეს ნიკოფსიას. ჰსცნა რა ადერკიმ, შერისხნა მეგრელთა და მათ დამალნეს ხატნი და ჯვარნი; კვალად შერისხნა ერისთავსა კლარჯეთისასა მშვიდობით განტევებისათვის ანდრიასსა. კვალად ამასვე ჟამსა იწყო მეფობად სპარსეთს ჟღალან (რამეთუ ოდით შესრულ იყო ალექსანდრე დიდი, არღარა იყო მეფობა სპარსთა), და მორჩილებდნენ სომეხნი და ქართველნი. ხოლო ადერკის ესხნეს ორნი ძენი ბარტომ და ქართამ; ამათ განუყო სამეფო: ბარტომს მისცა მცხეთა და ჩრდილო-კერძი ჰერეთით ვიდრე ეგრისით ზღვადმდე; ხოლო ქართამს არმაზი და სამხრეთით კერძი ბერდუჯითგან ვიდრე ზღვადმდე პონტიისა. რამეთუ ამის მეფობამდე რაოდენი ჰყვნენ ძენი მეფეთა, იყვის მეფე ერთი; ხოლო ამან გაყო ესრეთ, რამედ თვით გამეფდა 30 წლისა და იმეფა 57 წელი მშვიდობით და ნებიერად; შემდგომად მოკვდა დასაბამითგან 4004, ქართულსა 339, ქრისტეს შემდეგ 55.“
წინამორბედი:
არშაკ II
ქართლის მეფე
ძვ. წ. 3/ ახ. წ. 158 [36]
შემდეგი:
ბარტამ და ქართამ
წინამორბედი:
არშაკ II
საქართველოს მეფე
ძვ. წ. 2ახ. წ. 55 [37][38]
შემდეგი:
ბარტომ II და ქართამ
წინამორბედი:
არშაკ III
ივერიის მეფე
ახ. წ. 144 [39]
შემდეგი:
ქართამ I და ბარტომ II
წინამორბედი:
არიკ
არმაზ-მცხეთის მეფე
ძვ. წ. 1ახ. წ. 30 [40][41]
შემდეგი:
ქართამ, მითრიდატ ანუ მიჰრდატ
წინამორბედი:
არსუკ (არსოკ) II
არშაკ II
იბერიის მეფე
ძვ. წ. 27ახ. წ. 30 [42]
ახ. წ. 158 [43]
შემდეგი:
ფარსმან I[44]
მირდატ I[45]

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
Heraldic Royal Crown (Common).svg
აზო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მამა
Prince crown.svg
მცხეთის
მამასახლისის
სამარას ძმა
 
დედა
Achaemenid Falcon.svg
დარიოს III-ის
ქალიშვილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ეგრისის
ერისთავი
ქუჯი
 
უმცროსი
და
დეიდა
 
დედაHeraldic Royal Crown (Common).svg
ფარნავაზ I
 
უფროსი
და
 
სარმატიის
მთავარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წულიბარდაველის
ქალი
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
საურმაგ I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშეს IHeraldic Royal Crown (Common).svg
მირიან I
 
 
 
ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ I
 
ასულიHeraldic Royal Crown (Common).svg
ფარნაჯომი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
არტაგ I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბარტომ I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქართამი
 
ასული
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიან II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბარტომიHeraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ II
 
 
 
 
 
ავგაროზ
მეფის

ასული
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ადერკი
Heraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ III
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ქართამ I
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბარტომ II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მითრიდატე
ივერი
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმან I
Heraldic Royal Crown (Common).svg
კაოსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რადამისტიHeraldic Royal Crown (Common).svg
აზორკ
Heraldic Royal Crown (Common).svg
არმაზელ
 
 
 
 
სპარსეთის
მეფე
ფიროზი
Heraldic Royal Crown (Common).svg
ამაზასპ I
Heraldic Royal Crown (Common).svg
დეროკი
სომხეთის
მეფე
არტავაზდი
 
 
 
 
 
 
 
 
ასული
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მითრიდატე I
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმან II
 
ასული
Heraldic Royal Crown (Common).svg
ღადამი
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ადამ I
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმან III
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ამაზასპ II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიანი
27-ე მეფე
 
ნანა
დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სალომე
 
რევი
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბაქარი
28-ე მეფე
 
ასული
 
ფეროზი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ასული
 
ბაკური
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
თრდატი
31-ე მეფე
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
29-ე მეფე
 
 
 
 
ძე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფარსმანი
 
ბაკური
 
ასული
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ვარაზ-ბაქარი
30-ე მეფე
 
 
 
 
ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თრდატი
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
33-ე მეფე
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმანი
32-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
არჩილი
34-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატ
35-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ვახტანგი
36-ე მეფე

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მამულია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1975 წელი.
  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I.
  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000, გვ. 19

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  2. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  3. საქართველოს ძველი ისტორია
  4. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  5. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  6. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  7. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  8. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  9. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  10. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  11. საქართველოს ძველი ისტორია
  12. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  13. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  14. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  15. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  16. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  17. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  18. სომხური წყაროს მიხედვით M. Brosset - Histoire de la Géorgie additions გვ. 12-13
  19. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  20. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  21. საქართველოს ძველი ისტორია
  22. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  23. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  24. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  25. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  26. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  27. Cyril Tumanoff, «Chronology of the early kings of Iberia», Traditio, Vol. 25, page 11, (1969)
  28. ს. გორგაძე, „მეფე ადერკი და, ეგრეთ წოდებული ორ-მეფობა ძველ ივერიაში“, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II გვ. 43-68
  29. პ. ინგოროყვა, ძველ–ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB
  30. გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3
  31. გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ., 1979
  32. მოქცევაჲ ქართლისაჲ
  33. მეფეთა ცხოვრება
  34. ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა
  35. ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.
  36. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  37. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  38. საქართველოს ძველი ისტორია
  39. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  40. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  41. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  42. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  43. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  44. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  45. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“