თუხარისის საერისთავო
იერსახე
თუხარისის საერისთავო — ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, იმიერტაოში. უცნობია თუხარისის საერისთავოს როგორც წარმოშობის, ასევე გაუქმების ზუსტი დრო. თუხარისის ერისთავი მოიხსენიება „მატიანე ქართლისაში“:
„... ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთაუფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისსა, თჳნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა.“
|
მემატიანის ეს ცნობა 1045–1047 წლების ამბებს ეხება და თუხარისის საერისთავოს წყაროებში მოხსენიების ერთადერთი ფაქტია.
თუხარისის ერისთავად შეიძლება მივიჩნიოთ დავით აღმაშენებლის თანამედროვე ბეშქენ ჯაყელი, რომელიც 1118 სელჩუკებთან ბრძოლაში დაიღუპა.
XIV საუკუნის დასაწყისში თუხარელნი მოხსენიებული არიან „სამცხის თავადთა ნუსხაში“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ XIV საუკუნის დასაწყისში თუხარისის საერისთავო აღარ არსებობდა, თუხარისი ფეოდალური მამული იყო და მისი მფლობელები თუხარელებად იწოდებოდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბახტაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 144.
- ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში თბ., 2003