სტეფანოზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტეფანოზ I
Mtskheta. Jvari monastery wall writing. STEPHANOZ.JPG
ქართლის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 600
მმართ. დასასრული: 619
წინამორბედი: გუარამ კურაპალატი
მემკვიდრე: ადარნასე I
გარდ. თარიღი: 619
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გუარამ კურაპალატი

სტეფანოზ Iქართლის მთავარი (600619). ქართლის მეფე კურაპალატის გუარამ კურაპალატის ძე. ატარებდა პატრიკიოზის ბიზანტიურ ტიტულს. შემდეგ განუდგა ბიზანტიას და სპარსეთის ორიენტაციის გზას დაადგა.

სტეფანოზ I-ის „იბერიულ–სასანიდური“ მონეტა.

ისტორიკოს ჯუანშერის ცნობით, ბიზანტიელთა და სპარსთა შიშით მეფის ტიტულის ტარება ვერ გაბედა. სტეფანოზ I თავის ძმასთან — დემეტრესთან ერთად იყო მცხეთის ჯვრის ეკლესიის ერთ-ერთი აღმშენებელი. მისი რელიეფური გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე.

დაჯდა ძე გუარამ კურაპალატისა სტეფანოზ. არამედ ამან ვერ იკადრა წოდებად მეფობის სახელითა სპარსთა და ბერძენთა რიდითა; გარნა ერისთავთ-მთავრად ხადოდენ. ხოლო იყო ესე სტეფანოზ ურწმუნო და უშიში ღვთისა. ამის-ზე მოკუდა კათალიკოსი სამოელ და ამან დასუა ბართლომე. კუალად იქმნა შფოთი საბერძნეთს, რამეთუ ფოკა მჴედარმან შეიპყრა მავრიკ კეისარი და წინაშე თუალთა მისთა მოუსრნა ძენი მისნი, მერმე მოკლა მავრიკცა და იქმნა თჳთ კეისარი. მაშინ ქასრემ იწყო ძიებად სისხლთა სიმამრისა თჳსისათა და ესე სტეფანოზ მთავარი განდგა ბერძენთაგან და მიერთო სპარსთა; ხოლო ქასრემ იწყო ძიებად სისხლთა სიმამრისა მოწვა საბერძნეთი და იერუსალიმიდამ წარმოიღო ძელი ცხოვრებისა და შეიქცა სპარსეთადვე. შემდგომად აღდგა ერეკლე და შეიპყრა ფოკა კეისარი და დაწვა იგი ცეცხლითა და თჳთ გაკეისრდა. შეიკრიბნა სპანი ურიცხუნი და წარმოვიდა ძიებად ჯუარისა ცხოველისად და პირველად მოვიდა ქართლს. ხოლო სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან და განამაგრნა ციხე-ქალაქნი და ბრძოდა ტფილისით-გამო (რამეთუ იყო მჴნე, ახოვანი, ძლიერი და მინდობილი თავისა თჳსისა და მოსწყუედდა ბერძენთა დღეთა მრავალთა). შემდგომად ბრძოლასა შინა ჩამოაგდეს და მოკლეს სტეფანოზ ქრისტესა 619, ქართულსა 371; არამედ ციხის-თავმან არა მოსცა ციხე კალისა; აგინაცა კეისარსა ერეკლეს ესრეთ: "რომელსა გასხენ წუერნი ვაცისა და კისერი ვაც-ბოტისა". მსმენელი კეისარი იტყოდა: "არა არს თქმული ესე ცუდ"; მოაღებინა წიგნი დანიელისა და ჰპოვა მას შინა: "გამოვიდეს ვაცი დასავლეთისა და შემუსროს რქა აღმოსავლეთის ვერძისა". განიხარა წინასწარმეტყუელებისათჳს და წარვიდა სპარსეთად; ხოლო ტფილისს დაუტევა ერისთავი თჳსი ჯიბღუ და მთავრად ქართლისა ადარნასე, ძე ბაკურ მეფისა, რათა ბრძოდნენ ციხესა; გარნა მათ მცირესა ხანსა წარუხუნეს ციხე კალისა და გამოიყვანეს ციხისთავი, განუტენეს პირი დრაჰკნითა წინასწარმეტყუელებისათჳს კეისარისა; შემდგომად განჴადეს ტყავი კადრებისათჳს კეისრისა უშუერთა და მისწიეს კეისარსა ტყავი მისი. მაშინ კუალად წარუხუნეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღჳს პირნი და ეგრისის წყალსიქითი, ხოლო შვილნი სტეფანოზ მთავრისანი დაშთნენ კლარჯეთს და მუნ იზრდებოდნენ და სხუა ყოველი ივერია დაიპყრა ადარნასემ, ძემან ბაკურ მეფისმან.[1]

იგი განაგებდა ქართლის სახელმწიფოს უდიდეს ნაწილს, რომელიც თავისუფალი იყო სპარსელთა პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენისაგან. მის დროს მოიჭრა ორი სახის მონეტა, რომლებიც სასანური დრაქმების მინაბაძს წარმოადგენენ. პირველი სახის მონეტაზე გამოსახულია ჰორმიზდ IV-ის პორტრეტი ფალაური წარწერით, მონეტის კედელზე ოთხი ქართული ასოა ჩასმული „სფნზ“ – სტეფანოზ. მონეტის ზურგზე, კი იქ სადაც სასანურ მონეტებზე გამოსახული იყო ცეცხლი, დგას ჯვარი. აღნიშნული მონეტა დაცულია ბერლინის მუზუმში. მეორე სახის მონეტა ათზე მეტია ჩვენამდე მოღწეული. მასზე აღარ გვხვდება ფალაური წარწერები, მონეტის შუბლზე გამოსახულია თავად სტეფანოზი, რაც მიუთითებს მის ფაქტობრივ დამოუკიდებლობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 567, თბ., 1985 წელი.
  • მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
  • აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977
წინამორბედი:
ტიტული შემდეგი:
წინამორბედი:
გუარამ კურაპალატი
ქართლის მთავარი
600619
შემდეგი:
ადარნასე I
  1. ვახუშტის „საქართველოს ისტორია“