სამხრეთი ევროპა
სამხრეთი ევროპა — ევროპის კონტინენტის გეოგრაფიულად სამხრეთი რეგიონი.
სამხრეთ ევროპის განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლებით, ასევე ის შეიძლება განისაზღვროს თავისი ბუნებრივი თავისებურებითაც, როგორებიცაა მისი გეოგრაფია, კლიმატი და ფლორა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიული დაყოფით, სამხრეთ ევროპა ესაა, ევროპის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი. ეს განმარტება პირობითია და არანაირად არ ზღუდავს მას. სამხრეთ ევროპა, გეოგრაფიულად, აერთიანებს ქვეყანათა 4 დიდ ჯგუფს. ესენია:
- 1. სამხრეთ-დასავლეთი ევროპა
პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები:
- ანდორა
- საფრანგეთი (მისი სამხრეთი ნაწილი, ე.წ. ლაჟვარდოვანი ნაპირი)
- გიბრალტარი
- მონაკო
- პორტუგალია
- ესპანეთი
- 2. სამხრეთ-ცენტრალური ევროპა
აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები:
- იტალია (ზოგჯერ განიხილავენ ჩრდილოეთ იტალიის გარეშედ)[1]
- სან-მარინო
- ვატიკანი
- 3. სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა
ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები:
- ალბანეთი
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბულგარეთი
- ხორვატია
- საბერძნეთი
- ჩრდ. მაკედონია
- მონტენეგრო
- რუმინეთი
- სერბეთი
- სლოვენია
- თურქეთი (მისი ევროპული ნაწილი — აღმოსავლეთი თრაკია)[2][3][4]
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები:
დაქვემდებარებადი კუნძულები
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი ევროპისათვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთს, იტალიას, ალბანეთს, საბერძნეთს, თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ სანაპირო რეგიონებს, ასევე ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს. აღნიშნული რეგიონისათვის დამახასიათებელია მსგავსი მცენარეები და ლანდშაფტები, მათ შორის მშრალი გორაკები, მცირე ვაკეები, ფიჭვნარი და ზეთისხილი.
ცივი კლიმატი გვხვდება სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად ესპანეთსა და იტალიის მთის ზონებში. ამასთანავე, ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპირო ატლანტიკურ კლიმატს განიცდის.
ფლორა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არმენ ტახტაჯიანის მიერ შედგენილი ფლორისტიკული დარაიონების ნიხედვით, სამხრეთ ევროპაში გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის დამახასიათებელი ფლორა. ხმელთაშუა ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი გვხვდება ევროპის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, ძირითადად სამხრეთ პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, იტალიაში, ხორვატიის სანაპიროზე, ბოსნიის, მონტენეგროს, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთი მაკედონიის, საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (2010 წლ.) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (1 კმ²-ზე) |
დედაქალაქი |
---|---|---|---|---|
ალბანეთი | 28,748 | 2,821,977 | 111.1 | ტირანა |
ანდორა | 468 | 84,082 | 179.8 | ანდორა-ლა-ველა |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 51,129 | 4,613,414 | 90.2 | სარაევო |
ბულგარეთი | 110,994 | 7,364,570 | 77 | სოფია |
ხორვატია | 56,594 | 4,489,409 | 81 | ზაგრები |
გიბრალტარი (გაერთიანებული სამეფო) | 6.8 | 29,431 | 4,328 | გიბრალტარი |
საბერძნეთი | 131,990 | 11,295,002 | 85.3 | ათენი |
იტალია | 301,338 | 60,418,711 | 200.5 | რომი |
ჩრდილოეთი მაკედონია | 25,713 | 2,114,550 | 82.2 | სკოპიე |
მალტა | 316 | 412,966 | 1,306.8 | ვალეტა |
მონტენეგრო | 13,812 | 672,181 | 50 | პოდგორიცა |
პორტუგალია | 92,090 | 11,317,192 | 114 | ლისაბონი |
სან-მარინო | 61 | 31,716 | 501 | სან-მარინო (ქალაქი) |
სერბეთი | 77,474 | 7,120,666 | 102.46 | ბელგრადი |
სლოვაკეთი | 20,273 | 2,054,199 | 99.6 | ლიუბლიანა |
ესპანეთი | 504,030 | 46,030,109 | 93 | მადრიდი |
თურქეთი (აღმოსავლეთი თრაკია) | 23,764 | 10,620,739 | 446.9 | ანკარა |
ვატიკანი | 0.44 | 826 | 1877 | ვატიკანი |
ჯამში | 1,338,694 | 164,127,170 | 122.60 |
უდიდესი ურბანული დასახლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიგითობა | ურბანული დასახლება | ქვეყანა | მოსახლეობა[5] | სიმჭიდროვე (1 კმ²-ზე) |
---|---|---|---|---|
1 | სტამბოლი (ევროპული ნაწილი) | თურქეთი | 8,963,431 | 2,620 |
2 | მადრიდი | ესპანეთი | 6,171,000 | 4,600 |
3 | მილანი | იტალია | 5,257,000 | 2,800 |
4 | ბარსელონა | ესპანეთი | 4,693,000 | 4,300 |
5 | რომი | იტალია | 3,906,000 | 3,400 |
6 | ნეპალი | იტალია | 3,706,000 | 3,600 |
7 | ათენი | საბერძნეთი | 3,484,000 | 5,000 |
8 | ლისაბონი | პორტუგალია | 2,666,000 | 2,800 |
9 | ბელგრადი | სერბეთი | 1,700,000 | 3,300 |
10 | ვალენსია | ესპანეთი | 1,561,000 | 5,700 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ In strict geographic terms Central Europe include Germany, Switzerland, Northern Italy, Austria,Poland, the Czech Republic,Slovakia, Hungary...
- ↑ Article in Britannica
- ↑ BBC
- ↑ Library of Congress. Cataloging Policy and Support Office, Library of Congress Subject Headings
- ↑ United Nations: World Urbanization Prospects. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-10. ციტირების თარიღი: 2017-06-07.
|