არმენ ტახტაჯიანი
არმენ ლეონის ძე ტახტაჯიანი (დ. 28 მაისი [ძვ. სტ. 10 ივნისი], 1910, შუშა — გ. 13 ნოემბერი, 2009, სანქტ-პეტერბურგი) — საბჭოთა ბოტანიკოსი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1972), სომხეთის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1971). სკკპ-ის წევრი 1946 წლიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1932 წელს დაამთავრა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი (თბილისი). მისი უმთავრესი ნაშრომები ეხება მცენარეების სისტემატიკის, ევოლუციური მორფოლოგიის და ფილოგენიის, ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობის, ფიტოგეოგრაფიის, პალეობოტანიკის საკითხების შესწავლას. ტახტაჯიანმა დაამუშავა უმაღლესი მცენარეების სისტემა და ყვავილოვანი მცენარეების დაწვრილებითი სისტემა, შემოგვთავაზა ორგანული სამყაროს სისტემის ვარიანტი. შექმნა მცენარეთა მორფოლოგებისა და სისტემატიკოსების სკოლა. მისი რედაქციით და მონაწილეობით გამოვიდა „სომხეთის ფლორა“ (ტ. 1-6, 1954-1973) „მცენარეთა სამყარო“ (ტ. 1-6, 1974-1982) და სხვა. საკავშირო ბოტანიკის საზოგადოების (1973 წლიდან), ბიოლოგიის მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის ბოტანიკის განყოფილებისა (1975 წლიდან) და მცენარეთა ტაქსონომიის საერთაშორისო ასოციაციის (1975 წლიდან) პრეზიდენტი. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წევრი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. კომაროვის სახელობის პრემია (1969), სსრკ სახელმწიფო პრემია (1981). დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, ხალხთა მეგობრობის ორდენით, აგრეთვე მედლებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 671.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — 1974. — ტ. 4. — გვ. 127.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Armenian Concise Encyclopedia — 1990. — ტ. 3.
- ↑ Тахтаджян Армен Леонович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://web.archive.org/web/20091217043258/http://www.portal.binran.ru:80/index.php
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ https://bionomia.net/Q348006
- ↑ https://onlinelibrary.wiley.com/doi/pdf/10.1002/tax.613031
- დაბადებული 10 ივნისი
- დაბადებული 1910
- გარდაცვლილი 13 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2009
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწეები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- სტატიები Botanist იდენტიფიკატორით
- სომეხი ბოტანიკოსები