ოპერაცია წარმოუდგენელი
ოპერაცია „წარმოუდგენელი“ (ინგლ. Operation Unthinkable) — თავდასხმითი და თავდაცვითი გეგმის კოდური დასახელება იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო კონფლიქტი დაიწყებოდა ერთი მხრივ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს და მეორე მხრივ სსრკ-ს შორის. შემუშავდა 1945 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ორივე გეგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის დავალებით ძალიან გასაიდუმლოებულ პირობებში შეიმუშავა დიდი ბრიტანეთის ომის კაბინეტის დაგეგმვის გაერთიანებულმა შტაბმა. ამჟამად, დოკუმენტები ინახება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივში[1]. თავდასხმითი გეგმის უშუალო მიზანი იყო საბჭოთა ჯარების პოლონეთიდან ძალით განდევნა, ხოლო თავდაცვითისა — ბრიტანეთის კუნძულების თავდაცვის ორგანიზება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა ძალები შეიჭრებოდა დასავლეთ ევროპაში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით აღნიშნული გეგმა განიხილება, როგორც მესამე მსოფლიო ომის გეგმა[2][3]. გეგმის პროექტის წარდგენისას ჩერჩილმა განაცხადა „ეს არის წინასწარი ესკიზი და იმედი მაქვს ყველაფერი ჯერ კიდევ ჰიპოტეზური შესაძლებლობაა“[4].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jonathan Walker (2013). Operation Unthinkable: The Third World War. The History Press, გვ. 192. ISBN 9780752487182. (ინგლისური)
- David Reynolds (2006). From World War to Cold War: Churchill, Roosevelt, and the International History of the 1940s. Oxford: Oxford University Press, გვ. 376. ISBN 978-0-19-928411-5. (ინგლისური)
- Joel Clarke Gibbons (2009). The Empire Strikes a Match in a World Full of Oil. Bloomington, IN: Xlibris Corporation, გვ. 352. ISBN 9781450008693. (ინგლისური)
- Frank Costigliola (2011). Roosevelt's Lost Alliances: How Personal Politics Helped Start the Cold War. Princeton University Press, გვ. 544. ISBN 9780691121291. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The National Archives | The Catalogue | Full Details | CAB 120/691
- ↑ Операция «Немыслимое». Выстрел в спину от союзников. დაარქივებული 2008-06-21 საიტზე Wayback Machine. Краснов П.
- ↑ Как Вторая мировая война переросла в Третью. Интервью с Валентином Фалиным. დაარქივებული 2011-05-06 საიტზე Wayback Machine. «РФ сегодня». Черняк А. № 9, 2005.
- ↑ Operation Unthinkable report — page 26, comments by Winston Churchill. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-26. ციტირების თარიღი: 2016-07-30.