მოქალაქეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოქალაქეები
მოქალაქეები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი
ისტორია
დაფუძნდა 4 აგვისტო, 2020
წინამორბედი საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა
პოზიციები
იდეოლოგია პოპულიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
2 / 150
ფერები     
https://citizens.ge/index.php/ka

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებიპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2020 წლის 4 აგვისტოს. პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერია ალეკო ელისაშვილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დააფუძნა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“. მოძრაობის თანადამფუძნებლები იყვნენ: ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძე. მაშინ ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავდა, რომ მოგვიანებით მოძრაობის პარტიად ფორმირება მომხდარიყო.[1] 2020 წლის 4 აგვისტოს ელისაშილმა პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა და ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.[2]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 25 508 ხმა მოიპოვა და მოახერხა პარლამენტში შესვლა. პარტიიდან პარლამენტის წევრებად პარტიული სიით არჩეულნი იქნენ: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.[3] პარტიას ჰყავდა საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები, მათ შორის იყო პარტიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი რომელიც კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა, სადაც პირველ ტურში ხმების 19,38% (14 181 ხმა) მიიღო. მეორე ტურს ელისაშვილმა, მთლიან ოპოზიციასთან ერთად გაყალბებული არჩევნების მოტივით გამოუცხადა ბოიკოტი, მიუხედავად ამისა მისი სახელი და გვარი დატანილი იყო ბიულეტენზე, მეორე ტურში მიიღო ხმების 10,08% (2770 ხმა).[4] გარდა ამისა პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავდა #22 (ინდიკო ბერძენაძე, 469 ხმა, 0,57%), #24 (ოთარ ქერქაძე, 625 ხმა, 0,99%), #28 (გენრი დოლიძე, 1038 ხმა, 1,34%), #30 (გიორგი გაბაიძე, 349 ხმა, 0,59%) და #21 (დავით გიორგაძე, 541 ხმა, 0,7%) მაჟორიტარულ ოლქებში.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 25 508 1,33
2 / 150
ახალი ოპოზიცია

ადგილობრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 14 669 0,83
1 / 2 068
ახალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალეკო ელისაშვილმა პარტია „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ დააფუძნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-21. ციტირების თარიღი: 2021-03-03.
  2. ალეკო ელისაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა
  3. results.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-12-19.
  4. მეორე ტური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-12-19.