შინაარსზე გადასვლა

ეფესოს ბრძოლა (1147)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფესოს ბრძოლა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
თარიღი 24 დეკემბერი, 1147
მდებარეობა ეფესო (თურქეთი)
შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთი რუმის სასულთნო
მეთაურები
ლუი VII უცნობია
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ეფესოს ბრძოლა — ბრძოლა ჯვაროსანთა არმიასა და სელჩუკებს შორის. ჯვაროსნებს მეთაურობდა საფრანგეთის მეფე ლუი VII. საფრანგეთის არმიამ წარმატებით მოიგერია სელჩუკთა თავდასხმა ქალაქ ეფესოს მახლობლად.

მეფე ლუი VII ხელმძღვანელობდა საფრანგეთის არმიას, ევროპიდან მცირე აზიის გავლით იერუსალიმამდე. მან გადაწყვიტა წასულიყო სანაპიროს გასწვრივ მცირე აზიაში, რადგან იმპერატორ კონრად III დამარცხების შემდეგ დორილეის ბრძოლაში, ანატოლიის შიდა რაიონებში გადაადგილება ძალიან საშიში იყო. 1147 წლის დეკემბრის დასაწყისში, საფრანგეთის არმია დასასვენებლად შეჩერდა უძველეს ქალაქ ეფესოსთან ახლოს, სანამ გააგრძელებდნენ გზას მდინარე მენდერესის ხეობაში და მივიდოდა ადალიის პორტთან. ეფესში ჩასვლის შემდეგ ლუი VII ბიზანტიის იმპერიის შიკრიკებმა გააფრთხილეს, რომ ქალაქის შემოგარენი დაკავებული ჰქონდათ თურქ-სელჩუკებს და ჯობდა, რომ არმია დაეტოვათ ციტადელში, რადგან ჯვაროსნები ვერ მიიღებდნენ დახმარებას ადგილობრივი ბერძენი მოსახლეობისაგან. მეფე ლუიმ არ მიიღო ეს რჩევა და დეკემბრის ბოლოს თავისი ძალები გამოიყვანა საბრძოლველად[1].

სელჩუკები ჩასაფრებულიები იყვნენ ეფესოსთან, ხეობაში. არ არის საკმარისი ინფორმაცია ბრძოლის შესახებ, მაგრამ მისი მონაწილის ოდო დეილელის მიხედვით, ჯვაროსნების გამბედაობამ ხელი შეუშალა თურქების წარმატებას[1].

ეფესოს ბრძოლა, როგორც ჩანს, არ იყო მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის მნიშვნელოვანი ბრძოლა. უილიამ ტირელი აღწერს, თუ როგორ ისვენებდნენ ეფოსში ჯვარსნები, მაგრამ არაფერია ნათქვამი სელჩუკებთან ბრძოლაზე. თურქებმა განაგრძეს თავდასხმა და შეძლეს მიეყენებინათ გამანადგურებელი დამარცხება ჯვაროსნების არმიაზე, კადმუსის ბრძოლაში 1148 წლის იანვარში.

  • Odo of Deuil, De profectione Ludovici VII in Orientem, trans. V.G. Berry (New York: W.W. Norton and Co., 1948).
  • William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E.A. Babcock and A.C. Krey (Columbia University Press, 1943).
  • Jonathan Phillips, The Second Crusade: Extending the frontiers of Christendom, (Yale University Press, 2007).
  • Christopher Tyerman, God's War: A New History of the Crusades, (Penguin, 2006).
  1. 1.0 1.1 Odo of Deuil, De profectione Ludovici VII in Orientem, tr. V.G. Berry (New York: W.W. Norton and Co., 1948), p. 109.