გია გეგუჩაძე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გია რობერტის ძე გეგუჩაძე | ||
დაბადების თარიღი | 20 ივნისი, 1965 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1984–1986 | ლოკომოტივი | ||
1988 | შევარდენი | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1999 | დინამო თბილისი | ||
2004–2005 | დინამო თბილისი | ||
2009–2011 | ზესტაფონი | ||
2011–2013 | ტორპედო ქუთაისი | ||
2013–2014 | ზესტაფონი | ||
2015–2016 | დინამო თბილისი | ||
2016–2018 | საქართველო 21 წლ. | ||
2018– | დინამო ბათუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გია გეგუჩაძე (დ. 20 ივნისი, 1965, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა წლების განმავლობაში წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზესტაფონს“. ამ უკანასკნელთან ერთად 2010–11 წლების სეზონში გახდა უმაღლესი ლიგის გამარჯვებული. 2011 წლიდან წვრთნიდა „ტორპედოს“. 2013 წლის ნოემბრიდან რატკო დოსტანიჩის წარუმატებლობის გამო გია „ზესტაფონის“ მწვრთნელის პოზიციას დაუბრუნდა,[1] მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. 2014 წლის დეკემბერში გეგუჩაძემ „ზესტაფონი“ დატოვა, 2015 წლის მაისიდან თბილისის „დინამო“ ჩაიბარა.[2] 2016 წლის იანვარში იგი იურაი იარაბეკმა ჩაანაცვლა, ხოლო თვითონ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გახდა.[3][4] 2018 წლის იანვრიდან ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელია.[5]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ჩემპიონი: 2010/2011
- უმაღლესი ლიგა, მეორე ადგილი: 2013/2014
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2014/2015
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება [მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „sportall.ambebi.ge“, 24 ნოემბერი, 2013.
- ↑ დინამომ გია გეგუჩაძე წარადგინა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 20 მაისი, 2015.
- ↑ გია გეგუჩაძემ დინამო დატოვა, თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 26 იანვარი, 2016.
- ↑ ოფიციალურად: ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის, საინფორმაციო სააგენტო „http://www.sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 26იანვარი, 2016.
- ↑ „გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ ახალი მწვრთნელია“. AjaraTV. 15 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
|
|