The Big Four: Live from Sofia, Bulgaria

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან The Big 4 Live From Sofia, Bulgaria)
The Big Four: Live from Sofia, Bulgaria
ვიდეო
გამოცემის თარიღი 29 ოქტომბერი, 2010 (ევროპა)
1 ნოემბერი, 2010 (საერთაშორისო)
2 ნოემბერი, 2010 (ჩრდილოეთი ამერიკა)
ჩაიწერა 22 ივნისი, 2010, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი, სოფია, ბულგარეთი
ჟანრი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, სპიდ მეტალი
ხანგრძლივობა 317:22
ლეიბლი Warner Brothers
მეტალიკა, Megadeth, სლეიერი და ანთრაქსი — ქრონოლოგია
Orgullo, Pasión, y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México
(2009)
The Big Four: Live from Sofia, Bulgaria
(2010)
Quebec Magnetic
(2012)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars [1]
About.comდადებითი
Blogcritics4/5 stars [2]

The Big Four: Live from Sofia, Bulgaria[3] — DVD/Blu-ray დისკები, რომელიც ასახავს Megadeth-ის, მეტალიკის, სლეიერისა და ანთრაქსის, „თრეშ მეტალის დიდი ოთხეულის“, ერთობლივ კონცერტს, რომელიც ჩაიწერა 2010 წლის 22 ივნისს სოფიაში, ბულგარეთი, სონისფიარ ფესტივალის ფარგლებში. შოუ ჯერ ჩაიწერა და დარედაქტირდა, ხოლო შემდეგ გადაიცა ეთერის საშუალებით რვაასზე მეტ კინოთეატრში მსოფლიოს მასშტაბით ფესტივალის ჩატარების დღესვე.

იგი გამოცემულ იქნა ორი დისკის შეკვრის სახით, ჩანაწერებით სცენის მიღმა და ინტერვიუებით, DVD მოიცავს ასევე შეზღუდული რაოდენობის სუპერ-დელუქს სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც შედის ორი DVD, ხუთი CD, ოცდაოთხფურცლიანი ბუკლეტი, პოსტერი, ოთხივე ჯგუფის ფოტოები და „დიდი ოთხეულის“ გიტარის მედიატორი.[4]

ფესტივალის დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მეტალიკა, Megadeth, სლეიერი და ანთრაქსი ჩაატარებდნენ ერთობლივ ტურნეს პოლონეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, რუმინეთსა და თურქეთში სონისფიარ ფესტივალის ფარგლებში. კონცერტზე ბულგარეთში პირველად ისტორიაში სცენაზე ერთდროულად იყვენ მეტალიკის, Megadeth-ის და ანთრაქსის ყველა წევრი სლეიერის დეივ ლომბარდოსთან ერთად დაიმონდ ჰედის სიმღერის Am I Evil? შესრულებისას. აღსანიშნავია, რომ ესევე პირველად დაუკრეს ერთად ჯეიმზ ჰეტფილდმა და ლარს ულრიხმა დეივ მასტეინთან ერთად 1983 წლის შემდეგ, როცა მასტეინი დაითხოვეს მეტალიკიდან. მრავალი ქვეყნის კინოთეატრებში უჩვენეს ეს შოუ, სადაც ლარს ულრიხი პირობას იძლეოდა, რომ გამოვიდოდა ამ კონცერტის DVD ვერსიაც. ამ ფესტივალის პრომოუტერის განცხადებით, შოუს უყურა 100 000-ზე მეტმა ფანმა მსოფლიოს მასშტაბით.[5] კონცერტი, წარმოადგენდა რა „დიდი ოთხეულის“ ოცაათწლიანი მოღვაწეობის ერთგვარ აღსანიშნავ წვეულებას, გამოყენებულ იქნა რონი ჯეიმზ დიოს წვლილის დასაფასებლადაც. ბლექ საბათის, დიოს, რეინბოუსა და Heaven & Hell-ის წამყვანი ვოკალისტის, რონი ჯეიმზ დიოს ხსოვნისადმი პატივის მისაგებლად, რომელიც თვეზე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა კონცერტამდე, ანთრაქსმა შეასრულა სიმღერა Heaven and Hell.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • DVD-ის შინაარსი აღებულია AllMusic-ის და DVD-ის ანოტაციების თანახმად.[6][7]

ანთრაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD 1/BD 1/CD 1

#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Caught in a Mosh“ჯოუი ბელადონა, ფრენკ ბელო, ჩარლი ბენანტი, სკოტ იენი, დენ სპიცი6:04
2.„Got the Time“ჯო ჯექსონი3:42
3.„Madhouse“ბელადონა, ბელო, ბენანტი, იენი, სპიცი4:24
4.„Be All, End All“ბელადონა, ბელო, ბენანტი, იენი, სპიცი8:00
5.„Antisocial“ბერნი ბონვუასენი, ნორბერტ კრიფი6:37
6.„Indians/Heaven and Hell (რონი ჯეიმზ დიოსადმი მიძღვნა)“ბელადონა, ბელო, ბენანტი, იენი, სპიცი/
რონი ჯეიმზ დიო, ტონი აიომი, ბილ უორდი, გიზერ ბატლერი
10:10
7.„Medusa“ბელადონა, ბელო, ბენანტი, იენი, სპიცი, ჯონ ზაზულა5:53
8.„Only“ბელო, ბენანტი, ჯონ ბუში, იენი6:46
9.„Metal Thrashing Mad“ბენანტი, იენი, დელ ლილკერი, სპიცი, ნილ ტურბინი3:27
10.„I Am the Law“ბელადონა, ბელო, ბენანტი, იენი, ლილკერი, სპიცი8:14

Megadeth[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD 1/BD 1/CD 2

#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Holy Wars... The Punishment Due“დეივ მასტეინი6:33
2.„Hangar 18“მასტეინი5:04
3.„Wake Up Dead“მასტეინი3:44
4.„Head Crusher“მასტეინი, შონ დროვერი3:18
5.„In My Darkest Hour“მასტეინი, დეივ ელეფსონი5:26
6.„Skin o' My Teeth“მასტეინი3:14
7.„À Tout le Monde“მასტეინი4:28
8.„Hook in Mouth“მასტეინი, ელეფსონი4:39
9.„Trust“მასტეინი, მარტი ფრიდმენი5:04
10.„Sweating Bullets“მასტეინი4:50
11.„Symphony of Destruction“მასტეინი4:15
12.„Peace Sells/Holy Wars Reprise“მასტეინი10:22

სლეიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD 1/BD 1/CD 3

#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„World Painted Blood“ჯეფ ჰანემანი, ტომ არაია6:26
2.„Jihad“ჰანემანი, არაია4:31
3.„War Ensemble“ჰანემანი, არაია5:09
4.„Hate Worldwide“კერი კინგი3:11
5.„Seasons in the Abyss“ჰანემანი, არაია6:24
6.„Angel of Death“ჰანემანი5:34
7.„Beauty Through Order“ჰანემანი, არაია5:11
8.„Disciple“ჰანემანი, კინგი5:07
9.„Mandatory Suicide“ჰანემანი, არაია4:14
10.„Chemical Warfare“ჰანემანი, კინგი5:50
11.„South of Heaven“ჰანემანი, არაია4:30
12.„Raining Blood“ჰანემანი, კინგი5:30

მეტალიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD 2/BD 2/CD 4 & 5

#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Creeping Death“ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კლიფ ბარტონი, კირკ ჰემეტი8:11
2.„For Whom the Bell Tolls“ჰეტფილდი, ულრიხი, ბარტონი4:29
3.„Fuel“ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი4:15
4.„Harvester of Sorrow“ჰეტფილდი, ულრიხი6:18
5.„Fade to Black“ჰეტფილდი, ულრიხი, ბარტონი, ჰემეტი7:31
6.„That Was Just Your Life“ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, რობერტ ტრუჰილო6:53
7.„Cyanide“ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო7:16
8.„Sad but True“ჰეტფილდი, ულრიხი6:33
9.„Welcome Home (Sanitarium)“ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი6:14
10.„All Nightmare Long“ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო7:50
11.„One“ჰეტფილდი, ულრიხი8:34
12.„Master of Puppets“ჰეტფილდი, ულრიხი, ბარტონი, ჰემეტი8:06
13.„Blackened“ჰეტფილდი, ულრიხი, ჯეისონ ნიუსტედი7:58
14.„Nothing Else Matters“ჰეტფილდი, ულრიხი5:56
15.„Enter Sandman“ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი11:08
16.„Am I Evil?“ (ანთრაქსის და Megadeth-ის წევრებთან ერთად)შონ ჰარისი, ბრაიან ტეტლერი6:05
17.„Hit the Lights“ჰეტფილდი, ულრიხი5:25
18.„Seek & Destroy“ჰეტფილდი, ულრიხი12:40

DVD-ის დამატება DVD 2/ BD 2

კულისებში გადაღებული დოკუმენტური ვიდეო Sonisphere-იდან, აგრეთვე ინტერვიუები და Am I Evil?-ის რეპეტიცია.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები (2010) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[8] 71
ევროპის საუკეთესო ასი ალბომი[9] 11
გერმანიის ალბომების ჩარტი[10][11] 4
გერმანიის მუსიკალური DVD-ების საუკეთესო ოცეული[12] 2
შვეიცარიის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[11] 3
ავსტრიის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[11] 1
ბრიტანეთის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[11] 1
კანადის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[11] 1
ბილბორდის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[11] 1

სერტიფიცირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა სერტიფიცირება
გერმანია (DVD) ოქრო [13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თომ იურეკი. The Big Four: Live from Sofia, Bulgaria ალბომის მიმოხილვა. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-12-30.
  2. Music Video Review: The Big Four - Live from Sofia, Bulgaria - Blogcritics Music. Blogcritics.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-30. ციტირების თარიღი: 2011-01-01.
  3. დიდი ოთხეულის პრეს-რელიზი. Metallica.com (21 სექტემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 2010-12-30.
  4. „დიდი ოთხეულის“ სასაჩუქრე ყუთი. Metal CallOut. ციტირების თარიღი: 2010-09-20.
  5. ანდრე პეინი. (25 ივნისი, 2010) მეტალიკის სონისფიარ ფესტივალის ბულგარეთის კონცერტი 100 000-ზე მეტმა ფანმა იხილა. billboard.com. ციტატა: „The Sonisphere cinecast from the Sofia, Bulgaria leg of the touring rock festival was seen by more than 100,000 fans, according to promoter Stuart Galbraith.“ ციტირების თარიღი: 2010-09-20.
  6. Jurek, Thom. "The Big Four: Live from Sofia, Bulgaria". AllMusic. Rovi Corporation. Retrieved 2010-01-01.
  7. The Big Four: Live from Sofia, Bulgaria (DVD). Megadeth, Metallica, Slayer, and Anthrax. Warner Bros. 2010.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  8. Chartifacts - კვირის დასაწყისი: 15 ნოემბერი, 2010. ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (15 ნოემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-16. ციტირების თარიღი: 2010-16-10.
  9. http://www.billboard.com/#/charts/european-albums?tag=relcharts
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-17. ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-14. ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  13. ოქრო/პლატინის გერმანიის მონაცემთა ბაზა. Bundesverband Musikindustrie.