ტომ არაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომ არაია
Slayer - Tom Araya.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტომას ენრიკე „ტომ“ არაია დიასი
დაიბადა 6 ივნისი, 1961, ვინია-დელ-მარი, ჩილე
ჟანრ(ებ)ი თრეშ მეტალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას გიტარა
ვოკალი
აქტიური 1981–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი American, Def Jam, Metal Blade, Nuclear Blast
ასოციაციები სლეიერი, Alice in Chains, Soulfly

ტომას ენრიკე „ტომ“ არაია დიასი (ინგლ. Tom Araya; დ. 6 ივნისი, 1961, ვინია-დელ-მარი, ჩილე) — ჩილელ-ამერიკელი მუსიკოსი, ცნობილი გახდა როგორც თრეშ მეტალ ჯგუფ სლეიერის ვოკალისტი. არაიას პირველი მუსიკალური ნაშრომი არის ჯგუფ სლეიერის სადებიუტო ალბომი Show No Mercy (1983). მისი მუსიკა გამოირჩევა ხმაურიანი და მაღალი ტონალობით, ძირითადად მისი ტექსტები დაწერილია სერიულ მკვლელებზე და ძალადობაზე. არაიამ სლეიერთან ერთად 11 ალბომი ჩაწერა და მეთორმეტეზე მუშაობს რომლის გამოშვებაც დაგეგმილია 2015 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაიას ოჯახი კალიფორნიაში საცხოვრებლად 1966 წელს გადავიდა, როდესაც ტომი 5 წლის იყო, ტომს სამეზობლო ახასიათებდა როგორც „ცუდი მეზობელი რომელსაც მიდრეკილება ჰქონდა კრიმინალური ბანდებისაკენ“, მისი უფროსი ძმა ჩისკო გიტარაზე უკრავდა რამაც შთააგონა ტომი და 8 წლიდან მან ბას გიტარაზე დაკვრა დაიწყო.ძმები დუეტში The Beatles-ის და როლინგ სტოუნზის სიმღერებს უკრავდნენ ხოლმე,რამაც ტომს მუსიკისადმი სიყვარული გაუჩინა.

1980-იანი წლების დასაწყისში არაიამ 2 წლიანი რესპირატორიის თერაპევტის კურსი გაიარა, სწორედ 1981 წელს შეხვდა არაია მის მომავალ პარტნიორ კერი კინგს, რომელმაც შესთავაზა მის ჯგუფ სლეიერში დაკვრა.

არაია კინგთან და სლეიერის იმ დროინდელ წევრებთან ერთად უკრავდა, მას აღარ რჩებოდა საკმარისი დრო კურსისთვის და ჰოსპიტალში ხშირად აგვიანდებოდა ხოლმე, რის შემდეგადაც მისმა თანამშრომლებმა ჩივილი დაიწყეს, არაიამ კი უპასუხა: „როგორც ჩანს დათხოვნილი ვარ“. ამის შემდეგ არაია სრულად გადაერთო მუსიკაზე და სულ მალე 1983 წელს სადებიუტო ალბომი Show No Mercy ჩაწერეს.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია ისიც, რომ არაიას ტექსტები ხშირად უარყოფს ქრისტიანობას და სხვა რელიგიებს, თუმცა როგორც არაია ინტერვიუებში აცხადებს მას „ძლიერი რწმენის სისტემა“ აქვს და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა „ადამიანის რელიგია და მრწამსი არ შეიძლება გადაწყვიტო წიგნით, რამე ისტორიით რომელიც ვიღაცამ დაწერა ან სლეიერის სიმღერით, მე მჯერა ღმერთის რომელმაც ადამიანების სიყვარული იქადაგა“.

არაიამ ასევე ინტერვიუში ისაუბრა სატანიზმზეც, ვინაიდან სლეიერის წევრებს სატანიზმში დებდნენ ბრალს მან განაცხადა : „ჩემი აზრით ეს ყველაზე დიდი შეცდომაა რაც კი ჯგუფის შესახებ უთქვიათ, როდესაც (კერი) კინგი დაწერს რაიმე კარგ მუსიკას, არაიას რწმენა და მრწამსი გვერდზე უნდა გადაიდოს, მე თუ დავიწყებ ჩივილს რომ ეს ჩემს რელიგიას შეურაწყოფას აყენებს, მე განვანაწყენებ ხალხს და გულს დავწყვეტ მათ“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაიას ჰყავს ძმა ჯონი არაია, რომელიც უკრავს ბას გიტარაზე ჯგუფ „Thine Eyes Bleed“-ში.

არაია ამჟამად ცხოვრობს ცოლ სანდრა არაიასთან და ორ შვილ, არიელ ასა არაიასთან (1996) და ტომ არაია უმცროსთან (1999) ერთად ტეხასის შტატში, სადაც აქვს რანჩო.

ტომი როგორც ამბობს მოსწონს ქანთრი ჟანრის მუსიკა რომელსაც ხშირად გასართობად უკრავს ხოლმე, ასევე მის ჰობის სფეროში შედის საშინელებათა ფილმების ყურება ოჯახთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: