კერი კინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერი კინგი
Kerry King Kiev 04.JPG
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კერი რეი კინგი
დაიბადა 3 ივნისი, 1964, კალიფორნია აშშ-ის დროშა აშშ
ჟანრ(ებ)ი თრეშ მეტალი
საქმიანობა კომპოზიტორი
მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1981–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი American, Def Jam, Metal Blade, Nuclear Blast
ასოციაციები სლეიერი, Megadeth, Witchery Sum 41 მერლინ მენსონი

კერი რეი კინგი (ინგლ. Kerry King; დ. 3 ივნისი 1964) — ამერიკელი მუსიკოსი. სახელი გაითქვა როგორც თრეშ მეტალ ჯგუფ სლეიერის გიტარისტი. კინგმა ჯგუფი ჯეფ ჰანემანთან ერთად შექმნა და 1981 წლიდან მისი წევრია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინგი ავიაინჟინერის და ტელეფონის კომპანიის თანამშრომლის ოჯახში დაიბადა, მან დაასრულა უორენის სკოლა კალიფორნიაში და კალვანოს მუსიკალურ ცენტრში დაიწყო გიტარის სწავლა. სწორედ ამ წლებში ერთ-ერთ მოსმენაზე გაიცნო ჯეფ ჰანემანი რომელთანაც ერთად ჯგუფში მოხვდა, ისინი Iron Maiden-ის და Judas Priest-ის სიმღერებს უკრავდნენ და რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ საკუთარი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს.

დაკვრის სტილი და გავლენის სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინგს პირველი შეხება გიტარასთნ ბავშვობაში ჰქონდა, კინგის ადრინდელ ნაშრომებს სლეიერთან ერთად, როგორებიცაა Reign In Blood და Hell Awaits კრიტიკოსები ახასიათებდნენ როგორც „გიჟურ რიფებს რომლებიც ზუსტად გადმოსცემენ იმ ძალადობის მსხვერპლთა ტირილის ხმებს რომლებზეც სლეიერი წერს“, Allmusic-ის ჟურნალისტი სთივ ჰიუი კი კინგის და ჰანემანის სოლოებს აღწერს როგორც „გიჟურად ქაოტური“.

კინგის ახალგაზრდობის ინტერვიუებში იგი მის საყვარელ ჯგუფებად ვენომს-ს, Black Sabbath-ს, Judas Priest-ს, Iron Maiden-ს და Deep Purple-ს ასახელებს, ამ ხუთეულში კი როგორც თვითონ აცხადებს ყველაზე დიდი გავლენა Judas Priestმა იქონია, ხოლო მის საყვარელ გიტარისტებად რომლებმაც მასზე გავლენა მოახდინეს რიჩი ბლექმორს, ედი ვან ჰალენს და თედ ნაგენტს ასახელებს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერი ამჟამად არის დაქორწინებული აიეშა კინგზე,მას ჰყავდა პირველი ცოლიც რომლისგანაც შეეძინა გოგონა შაიან კიმბერლი კინგი.

2006 წლის ინტერვიუში კინგმა თავისი ანტი-რელიგიური მოსაზრებები დააფიქსირა : „არ ვცხოვრობ რამე ფილოსოფიით, ჩემი მთავარი წესი კი ისაა, რომ ავუნჯანყდე ამ ერთ აზრს რომელიც ხალხს ამონებს და რელიგია ჰქვია, მე არ მჯერა იმის რასაც ვერ ვხედავ და ვერც ვერავინ მაჩვენებს“.

აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 atera, Joe. (August 4, 2006) Slayer's Kerry King: The Art Of Writing Songs That Nobody Else Can Write. UltimateGuitar.com. წაკითხვის თარიღი: 2007-02-22.
  2. 2.0 2.1 "World Painted Blood" (Compact Disc). Slayer. American, Sony Music. 2009. 
  3. Mangum, Eric (1995). DOD Presents 100 Superstar Guitar Sounds on a Stompbox Budget. Cherry Lane Music, გვ. 40. ISBN 1-57560-342-X.