Black Sabbath
Black Sabbath | |
---|---|
![]() ჯგუფი 1970 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ესტონი, ბირმინგემი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი |
აქტიური | 1968–2006, 2011–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Vertigo, Warner Bros., I.R.S. |
ასოციაციები |
Heaven & Hell GZR დიო |
წევრები |
ოზი ოსბორნი ტონი აიომი გიზერ ბატლერი |
ყოფილი წევრები | იხილეთ შემადგენლობა |
ჯილდოები | როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი, გრემის ჯილდო, გრემის ჯილდო და გრემის ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის[1] |
საიტი | www.blacksabbath.com |
Black Sabbath ვიკისაწყობში |
Black Sabbath — პირველი ინგლისური მძიმე-მეტალ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბირმინგემში, 1968 წელს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ოზი ოსბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (გიტარა) და გიზერ ბატლერი (ბას გიტარა). წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობის ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად Black Sabbath არსებობდა ჯგუფის „Earth“ სახით, რომელიც ბლუზ-როკს უკრავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში კოლექტივის ტექსტებს ოკულტური ტექსტების გავლენა დაეტყო, ხოლო გიტარებმა შესამჩნევი უხეში ჟღერადობა შეიძინეს. Black Sabbath-ად გარდაქმნილი შემადგენლობა 1970-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეისათვის იგი ითვლება მძიმე მეტალის ერთ-ერთ დამაარსებლად.
1979 წლიდან ოზი ოსბორნი წასული იყო Black Sabbath-ის შემადგენლობიდან. იგი შეცვალა რონი ჯეიმზ დიომ, ჯგუფ „რეინბოუს“ ვოკალისტმა. წლების განმავლობაში მთავარ ვოკალებს ასევე ასრულებდნენ იენ გილანი, გლენ ჰიუზი და ტონი მარტინი. 1997 წელს კვლავ შეიკრიბა ორიგინალური შემადგენლობა (ოსბორნთან ერთად) და ტურნეს შემდეგ გამოსცა საკონცერტო ალბომი Reunion, ხოლო მასში შეტანილი „Iron Man“, რომელიც პირველად ალბომზე Paranoid გამოჩნდა, გახდა „გრემის“ მფლობელი.
უკანასკნელ პერიოდში, დიოს გარდაცვალებამდე, ჯგუფის წევრები ბატლერი და დიო დაკავებულები იყვნენ პროექტით Heaven & Hell. 2011 წლის 11 ნოემბერს, ჰოლივუდში, კლუბში Whisky a Go Go შედგა ჯგუფის ორიგინალურ წევრთა პრეს-კონფერენცია. Black Sabbath-მა გააჟღერა ოფიციალური ინფორმაცია გაერთიანების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტონი აიომი მკურნალობდა ლიმფომას, ხოლო ბილ უორდმა (დასარტყმელი საკრავები) უარი თქვა ტურნეში მონაწილეობაზე არახელსაყრელი კონტრაქტის გამო. Black Sabbath-ის მე-19 სტუდიური ალბომი 13, ჩაწერილი სამი წევრის მიერ, გამოვიდა 2013 წლის ივნისში.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- Black Sabbath (1970)
- Paranoid (1970)
- Master of Reality (1971)
- Vol. 4 (1972)
- Sabbath Bloody Sabbath (1973)
- Sabotage (1975)
- Technical Ecstasy (1976)
- Never Say Die! (1978)
- Heaven and Hell (1980)
- Mob Rules (1981)
- Born Again (1983)
- Seventh Star (1986)
- The Eternal Idol (1987)
- Headless Cross (1989)
- Tyr (1990)
- Dehumanizer (1992)
- Cross Purposes (1994)
- Forbidden (1995)
- 13 (2013)
შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკანასკნელი
- ტონი აიომი – წამყვანი გიტარა (1969–2006, 2011–2017)
- ოზი ოსბორნი – წამყვანი ვოკალი (1969–1977, 1978–1979, 1985, 1997–2006, 2011–2017)
- გიზერ ბატლერი – ბას-გიტარა (1969–1985, 1987, 1990–1994, 1997–2006, 2011–2017)
- საკონცერტო პერსონალი
- ადამ უეიკმენი – კლავიშებიანი საკრავები, დამატებითი გიტარები (2004–2006, 2012–2017)
- ტომი კლაფეტოსი – დასარტყმელი საკრავები (2012–2017)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
- გრემის ჯილდოს მფლობელები
- Grammy Lifetime Achievement Award-ის მფლობელები
- ინგლისური როკ-ჯგუფები
- ინგლისური მძიმე მეტალ ჯგუფები
- Black Sabbath
- 1968 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფები
- Kerrang!-ის ჯილდოს მფლობელები
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლები
- 1970-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1980-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1990-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2010-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2011 წელს აღდგენილი ჯგუფები