Welcome Home (Sanitarium)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Welcome Home (Sanitarium)“
სინგლი  – მეტალიკა
ალბომიდან Master of Puppets
გამოსვლის თარიღი 1986
ჩაიწერა 1985 წლის სექტემბერ-დეკემბერში, სტუდიაში Sweet Silence Studios კოპენჰაგენი, დანია
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 6:28
ლეიბლი Elektra
სიმღერის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი
მეტალიკა – სინგლების ქრონოლოგია

Battery
(1986)
Welcome Home (Sanitarium)
(1986)
Eye of the Beholder
(1988)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

Welcome Home (Sanitarium)ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მესამე სინგლი და მეოთხე სიმღერა 1986 წლის ალბომიდან Master of Puppets. იგი ბოლო სინგლია რომელშიც ბას-გიტარაზე კლიფ ბარტონი უკრავს.

დემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი დემო ვერსია შეიცავდა გახანგრძლივებულ დასასრულს, რომელშიც გამოყენებულია ბასისა და გიტარის სოლოები მათივე ინსტრუმენტალიდან Orion. მისი ტექსტი ძლიერ განსხვავდებოდა ალბომის ვერსიისგან, ხოლო მისამღერი საერთოდ არ ჰქონდა.[1]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის ავტორები არიან ჰეტფილდი, ულრიხი და ჰემეტი.[2][3] ჯეიმზმა ინტერვიუში ჟურნალთან Guitar World აღნიშნა, რომ სიმღერა იყო „ნელი, სუფთა, ასარჩევი ტიპის“ სტილის მქონე სიმღერის შექმნის მცდელობა, სიმღერის Fade to Black მსგავსი, მაგრამ „ამჯერად მისამღერის თანხლებით“, და იქვე დაამატა:

ვიკიციტატა
„სიმღერის რიფი ნასესხებია სხვა ჯგუფისგან, რომელიც ანონიმად უნდა დარჩეს.[4]

მიუხედავად იმისა, რომ ჰეტფილდს, არ დაუკონკრეტებია, რომელი ჯგუფის რომელი სიმღერიდან იყო ნასესხები მთავარი რიფი, არსებობს ვარაუდი, რომ ეს ჯგუფია Bleak House, ხოლო სიმღერა — Rainbow Warrior, რადგან მეტალიკის სიმღერა ძალიან ჰგავს მას.[5]

სიმღერის სექცია, რომელიც იწყება 4:06-ის შემდეგ, ძლიერ წააგავს ჯგუფ რაშის სიმღერის Tom Sawyer მთავარ რიფს, რისთვისაც მეტალიკა მადლობას უხდის რაშს Master of Puppets-ის ბუკლეტში.

სიმღერის უკანასკნელი საგიტარო სოლო კლიფ ბარტონის დაწერილია.[6]

ჰეტფილდს სურდა, მისამღერი უფრო მაღალ ტონალობაში ემღერა, რაც, საბოლოოდ, ვერ შეძლო.[1][3][4]

სიმღერა იწყება ნელა, ჰარმონიულად, რაც გადაიზრდება სიმღერის ძირითად რიფში, რომელსაც მოყვება ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები და სოლოები. მსგავსად სიმღერებისა Fade to Black, One და The Day That Never Comes, სიმღერის ჟღერადობა დასაწყისში ნელი და სუფთაა, შემდგომ კი მძიმე და სწრაფი ხდება.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრძელებს რა Master of Puppets-ის უძლურების თემას, სიმღერის ტექსტი ასახავს უგუნურების ხაფანგში გაბმულ ადამიანს, ან შესაძლოა, ფსიქიატრიულ თავშესაფარში გამოკეტილს. ჯეიმზმა ინტერვიუში ჟურნალთან Guitar World აღნიშნა, რომ სიმღერა ეძღვნებოდა ფილმს ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა.[1][3][4]

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ცოცხლად სიმღერა შესრულდა 1986 წლის 27 მარტს უიჩიტაში, კანზასი.[2][6] მოგვიანებით, 1990-იან წლებში, მეტალიკა ხშირად ასრულებდა ამ სიმღერას სიმღერასთან Master of Puppets ერთად, კომბინირებულს, და უწოდებდა მას Mastertarium-ს.

ქავერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაუერ მეტალ ჯგუფმა Blind Guardian სტრიქონები ამ სიმღერიდან - Welcome to where time stands still / No one leaves and no one (ever) will გაიმეორა სიმღერაში Blood Tears ალბომიდან Nightfall in Middle-Earth.

რაპსოდიულმა მეტალ ჯგუფმა Cynical Paradise გამოიყენა ნოტების მსგავსი პროგრესია მათ სიმღერაში Worth it to Me.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Welcome Home (Sanitarium). Songfacts.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-14.
  2. 2.0 2.1 სიმღერა Welcome Home (Sanitarium). Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-14.
  3. 3.0 3.1 3.2 Welcome Home (Sanitarium). Encyclopedia Metallica. წაკითხვის თარიღი: 2011-08-14.
  4. 4.0 4.1 4.2 რიჩარდ ბიენსტოკი (დეკემბერი, 2008). "Metallica: Talkin' Thrash". Guitar World. http://www.guitarworld.com/metallica-talkin-thrash?page=0,4. წაკითხვის თარიღი: 2011-08-12.
  5. როჰან რამაკრიშნანი. (2010-05-06) The 5 Most Famous Musicians Who Are Thieving Bastards. Cracked. წაკითხვის თარიღი: 2011-08-14.
  6. 6.0 6.1 Welcome Home (Sanitarium). Metlists.com. წაკითხვის თარიღი: 2011-08-14.