რიტმი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|რიტმი}} |
რიტმი (ბერძნ. rhythmos - თანაზომადობა, სიმწყობრე), თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (ბგერების, მოძრაობების და სხვ.) რიტმს დინამიური ხელოვნების დარგებში (მუსიკა, ცეკვა, ლექსი, პროზა) ერთიანი შინაგანი კანონები აქვს (თანაზომადობა დროში), განსხვავებულია რიტმის შემქმნელი მატერია. მხატვრული დროს თვალსაზრისით რიტმი ერთ-ერთი ესთეტიკური მახასიათებელია ხელოვნების ნაწარმოებისა.
რიტმი მხატვრულ ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოეზიაში რიტმი იქმნება თანაზომადი ენობრივი ერთეულების პერიოდული და კანონიზირებული მონაცვლეობით. თანაზომიერა, ჩვეულებრივ მარცვლები, სიტყვები ან სინტაგმები. ლექსში რიტმის ძირითადი კომპონენტია მეტრი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ტემპი, ინტონაცია, რითმა და ა.შ.
პროზაში რიტმს ესთეტიკური როლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პროზა არ ხასიათდება პოეზიის მსგავსად ლექსის საზომით ორგანიზებული რიტმულ-ინტონაციური განმეორებით, რიტმული ქარგა მხატვრული პროზაული ნაწარმოებისა მისი მხატვრულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია და ხასიათდება ცვლადი რიტმით ყველა დონეზე. პროზაული ნაწარმოების მხატვრული ენა თავისი რიტმითაც განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისა თუ საყოფაცხოვრებო-საქმიანი ტექსტებისგან. პროზაული და ლექსითი რიტმების ურთიერთმოქმედებით შეიქმნა საშუალო ფორმები, როგორიცაა რიტმული პროზა, ლექსი პროზად და ვერლიბრი.