შინაარსზე გადასვლა

ცხრაკარას სასახლის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან მეფის სასახლის ნანგრევები
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ცხრაკარას სასახლის კომპლექსილევან მეფის (1520–1574 წწ.) სასახლის კომპლექსის ნაშთები კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანსა და ქვემო ალვანს შორის, ალაზნის ველის ზემოთ, კავკასიონის მთისწინეთზე. მის მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი.

ლევან კახთა მეფის სასახლე ძლიერ დანგრეულია. კედლების ზემო ნაწილი და გადახურვა აღარ არსებობს, იატაკი აყრილია, სარკმლების ალათების ან სხვა რაიმე მოწყობილობის კვალიც არ არის დარჩენილი.

ცხრაკარას სასახლის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

  • ზაქარაია პ., XVI-XVIII საუკუნეების სასახლეები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, XXIV.B, 1963
  • ციცხვაია ხ., ლევან მეფის სასახლე, გაზ. ბახტრიონი (ახმეტა), 1966 წლის 22 დეკემბერი.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, 1983
  • Чубинашвили Г., Архитектура Кахетии, Тб., 1959