ბირკიანის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბირკიანის ციხე — ციხე-კომპლექსი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში, ადგილ ცქვიტაძისხევში, მთაზე. შემორჩენილია კომპლექსის ნანგრევები. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის კოშკი, წმინდა გიორგის ეკლესია და გალავანი. კოშკი და გალავანი ნაგებია ნატეხი ქვით, ეკლესია - რიყის ქვით. აქა-იქ ქვიშაქვაცაა გამოყენებული. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული: შემორჩენილია კოშკის, გალავნისა და დარბაზული ეკლესიის უმნიშვნელო ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]