წინუბნის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინუბნის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინუბნის განაპირას, 400 მ-ზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

შენობა ორსართულიანია, გეგმით თითქმის კვადრატულია (3,2 X 3 მ) და ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ნაშენია ნატეხი ქვით. კედლები გარედან კარგად გათლილი და თარაზულ რიგებად დაწყობილი შირიმის კვადრებით არის შემოსილი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: პირველი სართული მთლიანად მიწით არის ამოვსებული, სახურავზე აყრილია საფარი და ზედ მცენარეებია ამოსული, მორღვეულია სამხრეთ-დასავლეთ კუთხე და კედლების ზედა ნაწილები, ფასადებს საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლიათ. კოშკს შესასვლელი მეორე სართულიდან ჰქონია. აღმოსავლეთ ფასადზე კვადრატული ფორმის ღრმა ნიშია, რომლის ზემოთ, მეორე სართულის კედლის შემორჩენილ ნაწილში, ვიწრო სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელი ამავე სართულის დასავლეთ კედელშიცაა. მეორე სართული ორფერდა ჭერით არის გადახურული. ორფერდაა სახურავიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]