ბოჭორმის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოჭორმის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ბოჭორმის განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

იგი ოთხსართულიანია, გეგმით კვადრატული (5,2 X 5,2 მ); ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდან, II სართულის დონეზეა. კარი თაღოვანია. I სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, დასავლეთ კედელში - ერთი სათოფურია. III სართულის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, დანარჩენ ორში - სამი. მეოთხე სართულის ოთხივე კედელში თითო მაშიკული ყოფილა მოწყობილი, რომელთაგანაც მხოლოდ მცირე ნაწილები შემორჩა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]