ხისოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხისოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, სოფელ ხისოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. ხისო-ომალოს გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

კოშკი გეგმით ოთხკუთხა (4,9 X 4,1 მ) ზემოთკენ შევიწროვებული. ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. მონგრეულია IV სართულის კედლების ზედა ნაწილი.

პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. სამხრეთ კედელში ირიბად გაჭრილი ორი სათოფურია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია.

კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე მიყრდნობილია კედელი (სიგრძე 7 მ, სიმაღლე 2,5 მ), რომელშიც მოწყობილია სწორკუთხა კარი და სხვადასხვა დონეზე განლაგებული ხუთი სათოფური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13954