ჯოყოლოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოყოლოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯოყოლოს განაპირას, 1,5 კმ-ზე. ბალთაგორად წოდებულ გორაკზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი სამსართულიანია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა მოპირკეთებაში შირიმის ქვაცაა გამოყენებული. კედლები შიგნიდან შელესილია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: პირველი სართული სანახეეროდ ქეებითაა ამოვსებული; ჩამოშლილია სახურავის საფარის უმეტესი ნაწილი; ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია საპირე ქვები.

კოშკი სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისაგან შედგება. ქვედა ნაწილი, რომელიც ორ სართულს შეიცავს, გეგმით თითქმის კეადრატულია (5 X 4,8 მ) და აღმოსავლეთის ორივე კუთხე მომრგეალებული აქვს, ხოლო დანარნენი ორი (მოგვიანებითაა განახლებული) - სწორი. ზედა ნაწილი წრიულია. ზემოთკენ თანდათან შევიწროვებული. ქვედა ნაწილის კუთხეები ტლანქად ნაწყობი ორფერდა სახურავებითაა გადახურული.

კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა, სამხრეთიდან, მიწიდან 3,5 მეტრის სიმარლეზე. შიგნიდან სწორკუთხა კარს გარედან შეისრული გადახურვა აქვს. ამ სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ერთი მცირე ნიშია, რომელიც კარის საურდულე ხვრელს უერთდება. არაწესიერი ფორმის სხმული კამარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მესამე სართულზე ასასვლელი სამკუთხა ფორმის ხვრელია. მესამე სართული წრიულია, გადახურულია არაწესიერი ფორმის გუმბათოვანი კამარით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი (გვიანდელი შეკეთება) სხმულია. ამ სართულზე, სამხრეთით იატაკის დონეზე, სამკუთხა თაღით გადახურული განიერი სარკმელია. ერთი გაცილებით ვიწრო სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთ კედელშია.

ფასადები სადაა, კოშკის ქვედა ნაწილის საპირე წყობა უპირატესად ტლანქად დამუშავებული შირიმის ქვითაა შესრულებული, აქა-იქ უმთავრესად დასავლეთ ფასადზე (გვიანდელია) სწორხაზოვანი რიგების გამოყვანით. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის თაღის მარცხნივ, წყობაში ჩასმული ყოფილა თიხის თეფშისმაგვარი ჭურჭელი, რომლის ანაბეჭდიღაა შემორჩენილი.

კოშკი ნახევარსფერული გუმბათითაა გადახურული (გუმბათის წვერზე დაშენებული ფიქლის გადახურვა გვიანდელია), რომელსაც საფუძვლის დონეზე შემოვლებული აქვს შირიმის მარტივი სამსაფეხურიანი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]