ჭეშოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭეშოს კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჭეშოს სამხრეთ-დასავლეთით 600 მეტრში, მდინარე პირიქითი ალაზნის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი გეგმით კვადრატულია (4 X 4 მ). ოთხსართულიანი, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. კედლები გარედან შელესილი ყოფილა. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, IV სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხის სართულშუა გადახურვა. შესასვლელი I სართულზეა, სამხრეთიდან, მიწიდან 1,8 მეტრის სიმაღლეზე. კარი თაღოვანია. II სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. III სართულს სამხრეთიდან სამი სათოფური აქვს. ჩრდილოეთით – ერთი. IV სართულს ოთხივე თითო მაშიკული ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]