დართლოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დართლოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დართლოში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა ნაჭაურიძეებს.

კოშკი ხუთსართულიანია, გეგმით კვადრატული (ფუძესთან 4,2 X 4,2 მ), ნაგებია ფიქლით. სართულშუა გადახურვა ბრტყელი, კოჭოვანი ყოფილა. შესასვლელი I სართულზეა, აღმოსავლეთიდან, მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე. სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი სარდაფია, რომლის ხის გადახურვა II სართულის კედლების გათხელებით შექმნილ საფეხურს ეყრდნობოდა. I სართული გადახურულია ბრტყელი კამარით, რომლის ჩრდილო-დასვლეთ კუთხეში მოწყობილია II სართულზე ასასვლელი სწორკუთხა საძრომი. II სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - თითო სათოფური. III სართულზე ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარი კოშკზე მიშენებულ საცხოვრებელ სახლში გადიოდა. IV სართული მეორის მსგავსია. V სართულის ოთხივე კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. ეს სართული შემაღლებული კამარითაა გადახურული. სამხრეთის ფასადზე, III და IV სართულების სარკმლების ზემოთ, ჭადრაკულად განლაგებულია პატარა კვადრატული ნიშები. V სართულის სარკმლებზე სალოდეებია მიდგმული. კოშკი გადახურულია საფეხუროვანი პირამიდისებრი სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]