შინაარსზე გადასვლა

ზუნდაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზუნდაგი)
სოფელი
ზუნდაგი

ტრადიციული სახლი ზუნდაგაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
თემი მახუნცეთი
კოორდინატები 41°34′42″ ჩ. გ. 41°49′32″ ა. გ. / 41.578444° ჩ. გ. 41.825806° ა. გ. / 41.578444; 41.825806
ცენტრის სიმაღლე 450
მოსახლეობა 299[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზუნდაგა — საქართველო
ზუნდაგა
ზუნდაგა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ზუნდაგა
ზუნდაგა — ქედის მუნიციპალიტეტი
ზუნდაგა

ზუნდაგა — სოფელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 450 მ-ზე, დაბა ქედიდან 16 კმ-ის დაშორებით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 299 მცხოვრებია.[1]

ოსმალეთის ბატონობის პერიოდში, სულთან სელიმ II-ის (ზეობდა 1566-1574 წწ.) დროს შედგენილი “ზემო და ქვემო აჭარის ლივის დიდი დავთრის“ მიხედვით ზუნდაგაში იყო 3 კომლი, რომელიც იხდიდა გადასახადს 3 000 ახჩის ოდენობით. სოფელი შედიოდა ქვემო აჭარის ნაჰიეში.[2]

ზუნდაგის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანბრინჯაოს ხანის ნივთების განძი. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: XIX საუკუნის II ნახევრის ხის მეჩეთი,[3][4] ტრადიციული სასტუმრო სახლი „მეიდან ოდა“ (XIX ს.),[5] ქვაში ნაკვეთი მონოლითური საწნახელი.[6] სოფლის მახლობლად მდებარეობს ზუნდაგის (ბზანის) ჩანჩქერი (სიმაღლე 30 მ).[7]

აღწერის წელიმოსახლეობა
2002345[8][9]
2014299[1]
  1. 1 2 3 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები, ოსმალური ტექსტი, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და ფოტოასლები გამოსაცემად მოამზადეს: ზაზა შაშიკაძემ და მირიან მახარაძემ, თბ., 2011. — გვ. 19, 54, 95.
  3. ბარამიძე რ., მუსლიმური საკულტო ძეგლები, ბათუმი, 2010. — გვ. 29.
  4. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13724
  5. კობრავა რ., სასტუმრო სახლის კულტურა აჭარაში სოფელ ზუნდაგას ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, „მუზეუმი და გლობალიზაცია (სამეცნიერო ჟურნალი)“, II, 2025. — გვ. 168–176.
  6. კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016. — გვ. 117.
  7. ზუნდაგას ჩანჩქერი — აჭარის ოფიციალური გზამკვლევი.
  8. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
  9. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.