შინაარსზე გადასვლა

დანდალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დანდალო

დანდალოს ხიდი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
თემი დანდალო
კოორდინატები 41°38′38″ ჩ. გ. 42°06′05″ ა. გ. / 41.64389° ჩ. გ. 42.10139° ა. გ. / 41.64389; 42.10139
დაარსდა XVI საუკუნე
მოსახლეობა 347[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დანდალო — საქართველო
დანდალო
დანდალო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
დანდალო

დანდალოსოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ბალაძეები, გოგიაშვილები, დანდალო, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები).

მდებარეობს აჭარის ქვაბულში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს ტაფობში, რომელიც საკმაოდ ვრცელ ველს წარმოადგენს. დანდალო ერთმანეთისგან ჰყოფს ზემო აჭარასა და ქვემო აჭარას. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 347 კაცი.[1]

დანდალო პირველად მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სამრევლოების აღწერილობათა წიგნში (XVI საუკუნე). სოფლის მახლობლად, მდ. აჭარისწყალზე, შემონახულია შუა საუკუნეების ქვის თაღოვანი ხიდი. წარსულში დანდალოზე გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან ახალციხეში მიმავალი დიდი მაგისტრალი მდებარეობდა. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ აქ ბათუმი– ახალციხის გზატკეცილი გაიყვანა და ძველი ხიდის გვერდით ააშენა დიდი რკინის ხიდი (ამჟამად გაუქმებულია და მის ქვემოთ, 300 მ-ში, აგებულია ახალი ხიდი).

სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, მაღალ კლდეზე დგას გვიან ფეოდალური ხანის კავიანის ციხე. გადმოცემით კავიანი ციხეს იმიტომ ჰქვია, რომ მხოლოდ კავით შეიძლება მასზე ასვლა. სხვა ვერსიით კი ქავი გალავანს ნიშნავს და აქედან მოდის ციხის ნამდვილი სახელი ქავიანი.[2]

აღწერის წელი მოსახლეობა
1886 677[3]
2002 485[4][5]
2014 347[1]
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 52, ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987.
  3. "Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г..
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-31.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.