ოქტომბერი (ქედის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქტომბერი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ოქტომბერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
თემი ოქტომბერი
კოორდინატები 41°34′20″ ჩ. გ. 41°57′45″ ა. გ. / 41.57222° ჩ. გ. 41.96250° ა. გ. / 41.57222; 41.96250
ადრეული სახელები ალიქოღლები (1940-მდე)
ცენტრის სიმაღლე 560
მოსახლეობა 247[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოქტომბერი (ქედის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ოქტომბერი (ქედის მუნიციპალიტეტი)
ოქტომბერი (ქედის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ოქტომბერი (ქედის მუნიციპალიტეტი)

ოქტომბერი (ყოფ. ალიქოღლები) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში. ოქტომბრის თემის ცენტრი (სოფლები: აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა, ოქტომბერი).[2] მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე მერისის (აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 247 კაცი[1].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 311[3][4]
2014 247[1]

საწნახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, დაფერდებულ ადგილას, ბუნებრივი კლდის მცირე წარმონაქმზე ამოკვეთილია ერთგანყოფილებიანი საწნახელი. მისი ზომებია: სიგრძე 2 მ, სიგანე 90 სმ. სიმაღლე 80 სმ. გრძივ კედელში დატანებული აქვს წრიული 10 სმ. დიამეტრის ხვრელი, საიდანაც დამუშავებული ყურძნის წვენი გაედინებოდა.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  5. საქართველოს კლტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-06. ციტირების თარიღი: 2019-10-06.