ქვედა მახუნცეთი
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვედა მახუნცეთი | |
|
თამარ მეფის ხიდი მახუნცეთთან | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი |
| თემი | მახუნცეთი |
| კოორდინატები | 41°33′57″ ჩ. გ. 41°49′57″ ა. გ. / 41.56583° ჩ. გ. 41.83250° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 220 მ |
| მოსახლეობა | 439[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქვედა მახუნცეთი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემში (სოფლები: ზედა ბზუბზუ, ზედა მახუნცეთი, ზუნდაგი, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, ქოსოფელი).[2]
მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 439 კაცი[1]. სოფლის მახლობლად შემონახულია შუა საუკუნეების ქვის ხიდი, რომლის აგებაც თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. ხიდს აქვს ძლიერ დამრეცი კამარა. კამარის მალი 15,5 მ-ია. ნაგებია კირის დუღაბით გამაგრებული კირქვის დიდი კვადრებით. ბურჯები ამოყვანილია კლდეზე. ამ ხიდით მოსახლეობა დღესაც სარგებლობს. მდინარე აჭარისწყალზე აგებულია ჰესი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002 | 401[3][4] |
| 2014 | 439[1] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 509.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
| ||||||||||