მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |||
---|---|---|---|
მერისი | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | მერისი | ||
კოორდინატები | 41°34′54″ ჩ. გ. 42°00′18″ ა. გ. / 41.58167° ჩ. გ. 42.00500° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 700 მ | ||
მოსახლეობა | 300[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
მერისი (1948 წლამდე ქეშიოღლები, ორთამელა[2]) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში. მერისის თემის ცენტრი (სოფლები: გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური, სიხალიძეები).
მდებარეობს მდინარე მერისის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. დაბა ქედიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 300 კაცი[1]. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 337[3][4] |
2014 | 300[1] ![]() |
მევენახეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საბჭოთა პერიოდში მერისი აჭარის მევენახეობა–მეღვინეობის ერთ–ერთი ძლიერი ცენტრი იყო. საკოლმეურნეო ზვრებში გამოიყენებოდა სამი ძირითადი ჯიში: ჩხავერი, ცოლიკოური და ალიგოტე. ამჟამად ყოფილი საკოლმეურნეო ვენახები თითქმის მთლიანად განადგურებულია. მათ ნაცვლად ითესება სიმინდი და ბოსტნეული, მოსახლეობაში შემორჩენილია აგრეთვე ჩხავერი და ცოლიკოური.[5]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 588.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 35, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
- ↑ [1]
|