ტყემალი
ტყემალი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Prúnus cerasiféra Prúnus divaricata | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 172162 | |||||||||||||||||
|
ტყემალი (ლათ. Prúnus cerasiféra) — მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. ხის სიმაღლე 3-10 მ აღწევს, ზოგჯერ ხისმაგვარი ბუჩქია, ძლიერ დატოტვილი, ეკლიანი ან უეკლო. ნაყოფი მომრგვალო, მობრტყო-მომრგვალო ან უკუკვერცხისებრი აქვს. ფერად ყვითელი, წითელი და იისფერია, ზოგჯერ თითქმის შავი. ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნი, დაავადებებისადმი მედეგი, გვალვა- და ყინვაგამძლეა. მოსავლიანობა ზრდასრული ხიდან 300 კგ-მდეა.
მეხილეობაში იყენებენ ქლიავის, ატმისა და გარგარის საძირედ. ველურად და კულტურაში გავრცელებულია ბალკანეთში. შუა და მცირე აზიაში, ირანში, ამიერკავკასიაში და სხვა.
საქართველოში უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მ-მდე. ამჟამად დარაიონებული ჯიშებია გულდედავა, გაზაფხულის მერცხალი, წითელი დროშა, ქუთაისი, რიონი, ხვავიანი და სხვა.
ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპოტი, მურაბა, სანელებელი, ტყლაპი და სახელგანთქმული საწებელი, რომელიც ქართული სუფრის ერთ-ერთი უნიკალური ატრიბუტია.
კულტურული ტყემლის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): შაქრებს 4-10, მჟავებს 1,5-4, პექტინს 0,3-1,5, C ვიტამინსა და A პროვიტამინს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვარძელაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 86.