ბულბული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბულბული (მრავალმნიშვნელოვანი).
ბულბული
Luscinia svecica volgae.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: მემატლიასებრნი
გვარი: ბულბული
ლათინური სახელი
Luscinia

ბულბული, იადონი (Luscinia) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. საქართველოშო გვხვდება 2 სახეობა; ჩვეულებრივი ბულბულის სხეული 160-190 მმ სიგრძისაა, იწონის 25 გრამამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) გვხვდება. სამხრეთული ბულბული მობუდარი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოშია აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რ. ჟორდანია, ქსე, ტ. 2, გვ. 559, თბ., 1977