მერისი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მერისი | |
---|---|
![]() მერისისა და აჭარისწყლის (წინ) შესართავი | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | დაბა ქედა |
სათავე | შავშეთის ქედი |
სიგრძე | 19 კმ |
აუზის ფართობი | 134 კმ² |
![]() |
მერისი[1], აკავრეთა[2] — მდინარე აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2236 მ. ერთვის მდინარე აჭარისწყალს დაბა ქედის მახლობლად. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 134 კმ2, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 6,86 მ3/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 588.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 68, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 14, თბ., 1987.