ვიტამინი A

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიტამინი A
Vitamin-A-Synthese.png

ვიტამინი A — ცხიმში ხსნადი , რომელიც საკვებიდან მიიღება. ვიტამინი A განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდა განვითარებისთვის და მხედველობისთვის.

დადებითი თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტამინი A დიდი ხანია ექიმებისთვის ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ამით ონკოდაავადებებისგან გვიცავენ. ამის მიუხედავათ ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ A ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა. ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინი გარდაიქმნება ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ბეტა-კაროტინად. ბუნებრივი სახით ის გვხვდება ფოთლოვან ბოსტნეულში და სტაფილოში. ამის გარდა ეს ვიტამინი შედის პრაქტიკულად ყველა ვიტამინურ კომპლექსში. პრეპარატებიდან წარმოებული ბეტა-კაროტინი, როგორც აქამდე ითვლებოდა ძალიან სასარგებლოა მწეველებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მწეველი იღებს საკვებიდან ბევრ ბეტა-კაროტინს მისი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა კიბოს უჯრედების მიმართ მატულობს.

  • მხედველობისათვის და ძვლების რეგენერაციისათვის.
  • იცავს ქათმის სიბრმავისაგან.
  • ხელს უწყობს როდოპსინის სინთეზს თვალში.
  • ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ.
  • გარე კანის საფარველს ინახავს ჯანმრთელ მდგომარეობაში.
  • ხელს უწყობს ძვლების ზრდას და გამაგრებას, კანის, თმების, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას.
  • გარე გამოყენების დროს გამონაყარის, ფურუნკულების, კარბუნკულების მკურნალობას შველის.
  • ხელს უწყობს ემფიზემას და ჰიპერთირეოზის მკურნალობას.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტამინი A ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება.

მცენარეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A ვიტამინიზე მოთხოვნილება შესაძლოა დაკმაყოფილებული იყოს იმ მცენარეული საკვებითაც, რომლებიც პიგმენტ კაროტინს შეიცავს. ადამიანის ორგანიმში კაროიტინი A ვიტამინად გარდაიქმნება

სტაფილო

ცხოველური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Goat family.jpg
Water buffaloes Sri Lanka grazing.jpg

ვიტამინი A განსაკუთრებით ბევრია ზღვის ცხოველებსა და თევზის ღვიძლში.

ნაკლებობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A ვიტამინის დეფიციტი არღვევს მხედველობის რეცეფტორებს – ჩხირების მუშაობას, რადგან ვიტამინი შედის მის შემადგენლობაში. ვითარდება ე.წ „ქათმის სიბრმავე“, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ცუდი განათების პირობებში. ამ ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობა იწვევს სიბრმავეს. განვითარებად ქვეყნებში 10 წლამდე ბავშვების 3 მილიონი ბავშვი ბრმაა ამ მიზეზით. A ვიტამინით გამოწვეული ავიტამინოზი ბავშვებში ზრდის შეფერხებას იწვევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ვიტამინი A სტაფილოდან მიიღეს და მისი ჯგუფის წარმომადგენლებს, კაროტინოიდებს, სტაფილოს ინგლისური შესატყვისი - carrot უწოდეს. კაროტინოიდები მცენარეებში, ზოგიერთ სოკოსა და ზღვის წყალმცენარეებში არსებობენ, ხოლო ორგანიზმში ჟანგვითი პროსის შედეგად A ვიტამინად გადაიქცევა. სულ ხუთასამდე რიგის კაროტინოიდია ცნობილი. მათ შორის ყველაზე ცნობილ კაროტინოიდს განეკუთვნება b - კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პროვიტამინს წარმოადგენს.

სინთეზი ორგანიზმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესის შედეგად.

А ვიტამინის საუკეთესო წყარო ჯერ თევზის ქონი და ღვიძლია, ხოლო შემდეგ - კარაქი, კვერცხის გული, ნაღები და მოუხდელი რძე. მარცვლეული პროდუქტები და ადუღებული რძე (ვიტამინიზირებულიც) А ვიტამინს აღარ შეიცავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]