ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი
ინგლ. John Burdon Sanderson Haldane
Haldane.jpg
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი 1892(1892-11-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ოქსფორდი[9]
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი 1964(1964-12-01)[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] (72 წლის)
გარდ. ადგილი ბჰუბანეშვარი[9]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ინდოეთი
British Raj Red Ensign.svg ბრიტანეთის ინდოეთი
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ალმა-მატერი იტონის კოლეჯი, დრეგონ-სკული და ოქსფორდის უნივერსიტეტი
მეუღლე შარლოტ ჰოლდეინი და ელენ სპარუეი
მამა ჯონ სკოტ ჰოლდეინი
ჯილდოები დარვინის მედალი[10] , კიმბერის პრემია გენეტიკაში, დარვინ-უოლესის მედალი[11] , გრონინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კრუნის სახელობის პრემია, ლინეს მედალი და Baly Medal

ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი (ინგლ. John Burdon Sanderson Haldane; დ. 5 ნოემბერი, 1892, ოქსფორდი, ინგლისი — გ. 1 დეკემბერი, 1964, ბჰუბანეშვარი, ორისის შტატი, ინდოეთი) — ინგლისელი ბიოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1932), დიდი ბრიტანეთის კომპარტიის წევრი (1937) და პოლიტბიუროს წევრი (1942-1943), აღმასკომის პოლიტკომიტეტის წევრი (1943-1945). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი (1942). ცნობილი ინგლისელი ფიზიოლოგის ჯონ სკოტ ჰოლდეინის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. ჰოლდეინის ძირითადი შრომები ეხება გენეტიკის, ბიოქიმიის, ბიომეტრიისა და მათემატიკური სტატისტიკის, აგრეთვე წყალქვეშა ფიზიოლოგიის საკითხებს. დაამუშავა გენის მოდელირებისა და მემკვიდრული ფაქტორების შეჭიდულობის მათემატიკური თეორია, მონაწილეობდა მათემატიკური, მოლეკულური და ბიოქიმიური გენეტიკის ჩამოყალიბებაში. მათემატიკურად დაასაბუთა ფერმენტული კატალიზის კინეტიკის თეორია („ენზიმები“, 1930). გამოიკვლია ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის რაოდენობრივი მხარე (ტემპი) და დაამტკიცა, რომ ევოლუციური ელემენტარული ერთეულია არა ინდივიდი, არამედ პოპულაცია („ევოლუციის ფაქტორები“, 1932). განსაზღვრა ადამიანის გენების მუტირების სიხშირე (1935), შემოიღო გენეტიკური ტვირთის ცნება (1937), გამოითვალა ატომური ბომბის აფეთქების შემთხვევაში ადამიანთა პოპულაციებში მუტაციების წარმოშობის ალბათობა (1947).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 The Peerage — 717826 ეგზ.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Who Named It?
  7. NooSFere
  8. Schellenberg W., შუცშტაფელი Sonderfahndungsliste G.B.შუცშტაფელი, 1940.
  9. 9.0 9.1 9.2 Холдейн Джон Бёрдон Сандерсон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. https://docs.google.com/spreadsheets/d/1dsunM9ukGLgaW3HdG9cvJ_QKd7pWjGI0qi_fCb1ROD4/pubhtml?gid=216486814&single=true
  11. https://www.linnean.org/the-society/medals-awards-prizes-grants/the-darwin-wallace-medal