ტაილანდის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ტაილანდს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ტაილანდის საგარეო ურთიერთობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. ტაილანდი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების სრული წევრია. მჭიდრო ურთიერთობები აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმწიფოებთან: ინდონეზიასთან, მალაიზიასთან, ფილიპინებთან, სინგაპურთან, ბრუნეისთან, ლაოსთან, კამბოჯასთან, მიანმართან და ვიეტნამთან. რეგიონული თანამშრომლობა იზრდება ეკონომიკის, ვაჭრობის, საბანკო, პოლიტიკურ და კულტურის სფეროებში. 2005 წელს ტაილანდი აღმოსავლეთ აზიის პირველ სამიტს დაესწრო.

დავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდის საელჩო ჰელსინკიში

ტაილანდსა და ლაოსს შორის საზღვრის ნაწილი არ არის ბოლომდე გარკვეული. ვიეტნამთან საზღვაო საზღვრის დავა 1997 წლის აგვისტოში მოგვარდა. კამბოჯასთან საზღვაო საზღვრის ნაწილიც სადავოა.[1] ზოგჯერ საზღვართან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვება ტაილანდსა და მიანმარს შორისაც.[2]

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წლის 5 მაისს დამყარდა. კვიპროსი ტაილანდში ნიუ-დელიში მდებარე უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი, ხოლო ტაილანდი კვიპროსში რომში მდებარე საელჩოთი.

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 1-ელ ივლისს დამყარდა.[3] ტაილანდი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული მოკავშირეა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო და უფრო იზრდება.[4][5][6][7][8]

მიანმარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, ხოლო ტაილანდის საელჩო იანგონშია განლაგებული. მიანმარსა და ტაილანდს შორის ურთიერთობები მეტწილად ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე ფოკუსირდება.[9][10]

სადავო ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაილანდისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ტოკიოში 2009 წლის 8 ნოემბერს

სამ სადავო კუნძულთან დაკავშირებით ზოგჯერ ტაილანდსა და მიანმარს შორის კონფლიქტი წარმოიშობა.[11] სადავო ტერიტორიები ანდამანის ზღვაში მდებარეოობს. მოლაპარაკებები 1982 წლს თებერვალში დაიწყო და კუნძულ გინგის (კო-ლამი), კო-ქჰამისა და კო-კი-ნოკის სტატუსი განუსაზღვრელი დარჩა. შემდგომი მოლაპარაკებები 1985, 1989 და 1990 წლებში გაიმართა. მხარეებმა კუნძულები „არავის მიწად“ გამოაცხადეს. 1998, 2003 და 2013 წლებში ვითარების დაძაბვას მცირე შეტაკებები მოჰყვა.[11]

ლაოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსი და ტაილანდი მეზობელი სახელმწიფოები არიან და ლინგვისტური და კულტურული მსგავსებები აქვთ. ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს, ისანს, მძლავრი ლაოსური ფესვები აქვს.[12] ისანის მოსახლეობა ტაილანდის მოსახლეობის შეადგენს და ისანის ენაზე საუბრობს, რომელიც ლაოსური ენის დიალექტია.[12] ქვეყნებს შორის დიპლომატია მდინარე მეკონგზეა კონცენტრირებული, რომელიც „ნამდვილი მშვიდობისა და მეგობრობის“ საზღვარს წარმოადგენს.[13]

ტაილანდის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― სავანაქეტში. ლაოსის საელჩო ბანგკოკში, ხოლო გენერალური საკონსულო ქჰონ-კენში მდებარეობს.

სამხრეთი კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ პუტინი ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე 2003 წელს

სამხრეთ კორეასა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1958 წლის ოქტომბერში დამყარდა.[14] კორეის ომის დროს ტაილანდი მეორე სახელმწიფო იყო (აშშ-ის შემდეგ), რომელმაც სამხრეთ კორეის მხარდასაჭერად ჯარები გაგზავნა. 2003 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი როჰ მო-ჰიუნი ტაილანდს ეწვია, ხოლო პრემიერ-მინისტრი თჰაქსინ შინავატრა სეულში 2005 წლის ნოემბერში ჩავიდა. სამხრეთი კორეა ტაილანდისთვის მე-10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

საუდის არაბეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუდის არაბეთის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, ხოლო ტაილანდის საელჩო ერ-რიადში. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1957 წელს დამყარდა და ასეულობით ათასი ტაილანდელი საუდის არაბეთში გაემართა სამუშაოდ. ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა დაიძაბა ლურჯი ალმასის საქმის შემდეგ, თუმცა ურთიერთობის სტატუსის მიუხედავად, საუდის არაბეთსა და ტაილანდს შორის ვაჭრობის დონე მაღალია. ბოლო წლებში ორი სამეფო ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.[15] 2022 წლის 26 იანვარს ორივე სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სრულად აღადგინეს და მალე ელჩებსაც დანიშნავენ.[16]

ტაილანდს საუდის არაბეთიდან მეტწილად ნედლი ნავთობი, ნავთობქიმიკატები და სასუქი შეაქვს, ხოლო საუდის არაბეთში ექსპორტზე ავტომობილების ნაწილები და აქსესუარები, კონდიციონერები, მაცივრები, თევზი, შალის ნაწარმი, სარეცხი მანქანები, დანადგარები, ტანსაცმელი, ბრინჯი და ა.შ. გააქვს.[17]

ვიეტნამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიის მანძილზე ტაილანდი და ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინტენსიური მეტოქეები იყვნენ. 1986 წლიდან ვიეტნამის საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრირების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი ტაილანდი ორგანიზაციაში ვიეტნამის გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რაც 1995 წელს მოხდა. შედეგად ერთ დროს დაძაბული ურთიერთობები სტრატეგიულ თანამშრომლობად და ალიანსად გარდაიქმნა.[18] 2015 წელს ტაილანდი ვიეტნამში მე-10 უმსხვილესი ინვესტორი იყო. ინვესტიციების ღირებულება 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა. ტაილანდი ვიეტნამის მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.[19] ტაილანდის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ― ბანგკოკში.[20]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Busbarat, Pongphisoot. "Thailand's foreign policy towards neighbouring countries and ASEAN." in Routledge Handbook of Contemporary Thailand (Routledge, 2019) pp. 431–446.
  • Chachavalpongpun, Pavin. Reinventing Thailand: Thaksin and his foreign policy (Institute of Southeast Asian Studies, 2010).
  • Chambers, Paul, and Poowin Bunyavejchewin. "Thailand's foreign economic policy toward mainland Southeast Asia." (2019). online დაარქივებული 2022-11-10 საიტზე Wayback Machine.
  • Guan, Ang Cheng. Southeast Asia's cold war: An interpretive history (U of Hawaii Press, 2018).
  • Klein, Ira. "Salisbury, Rosebery, and the Survival of Siam." Journal of British Studies 8.1 (1968): 119-139. in 1890s
  • Phuangkasem, Corrine. Thailand's Foreign Relations: 1964-80 (Brookfield Publishing Company, 1984).
  • Bhawan Ruangsilp (2007). Dutch East India Company Merchants at the Court of Ayutthaya: Dutch Perceptions of the Thai Kingdom, Ca. 1604-1765. BRILL. ISBN 978-90-04-15600-5. 
  • Suwannathat-Pian, Kobkua. Thai-Malay relations: traditional intra-regional relations from the seventeenth to the early twentieth centuries (Oxford University Press, USA, 1988).
  • Theeravit, Khien. "Thailand: An Overview of Politics and Foreign Relations." Southeast Asian Affairs (1979): 299-311. online
  • Theeravit, Khien. "Thai-Kampuchean Relations: Problems and Prospects." Asian Survey, 22#6 1982, pp. 561–576. online for Cambodia
  • Zawacki, Benjamin. Thailand: Shifting ground between the U.S. and a rising China (2nd ed. . Bloomsbury, 2021).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Thai-Cambodia maritime dispute likely to ease in 2017“. Emerald Expert Briefings. oxan-db (oxan–db). 2016-01-01. doi:10.1108/OXAN-DB213623. ISSN 2633-304X.
  2. (2013) Myanmar Country Study Guide Volume 1 Strategic Information and Developments. International Business Publications, USA, გვ. 21. ISBN 978-1-4387-7511-1. 
  3. Bilateral Relations. Ministry of Foreign Affairs, the People's Republic of China (23 October 2003). ციტირების თარიღი: 2010-06-12
  4. Policy, LKY School of Public. ASEAN and geopolitical rivalries.
  5. Corben, Ron. „Thailand Expanding Relations with China Amid Pivot to Other Nations“. VOA.
  6. Ehrlich, Richard S. „China-Thailand joint military exercise shows longtime U.S. ally Bangkok hedging its bets“. The Washington Times.
  7. „Thailand and Cambodia strengthen ties with China“. The Straits Times (ინგლისური). 5 April 2017.
  8. Zawacki, Benjamin. „America's Biggest Southeast Asian Ally Is Drifting Toward China“. Foreign Policy (ინგლისური).
  9. Burmese embassy in Bangkok დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine.
  10. Thai embassy in Burma დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine.
  11. 11.0 11.1 Sophal, Sek (13 January 2020). „New subs sign of troubles to come?“ (Opinion). Bangkok Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2020. ციტირების თარიღი: 13 January 2020.
  12. 12.0 12.1 Ward, Oliver (2016-12-03). "They're so Lao": Explaining the Thai sense of superiority“. ASEAN Today. ციტირების თარიღი: 21 January 2017.
  13. Brown, MacAlister, and Joseph J. Zasloff. "Relations with Thailand". Laos: a country study (Andrea Matles Savada, ed). Library of Congress Federal Research Division (July 1994).
  14. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  15. „Bangkok Post article“. Bangkok Post.
  16. Saudi Arabia and Thailand restore relations after three decades of tensions (26 January 2022).
  17. สถานเอกอัครราชทูต ณ กรุงริยาด.
  18. Vietnam, Thailand's relations thrives. http://vietnamnews.vn/politics-laws/273500/vn-thailands-relationship-thrives.html დაარქივებული 2018-01-09 საიტზე Wayback Machine.
  19. VN, Thailand's relationship thrives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-09. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  20. Thai-Vietnamese relations. http://www.nationmultimedia.com/news/opinion/kavi/30264322 დაარქივებული 2022-11-10 საიტზე Wayback Machine.