შინაარსზე გადასვლა

ბჰუტანის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 ქვეყნიდან 62 სახელმწიფოსთან და ევროპის კავშირთან აქვს.[1][2] ბჰუტანის შეზღუდული საგარეო ურთიერთობები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ფორმალური ურთიერთოების არქონა, ქვეყნის განსაზღვრული იზოლაციონისტური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოზე უცხოური გავლენის შესუსტებას ისახავს მზნად.[3] აღნიშნულ პოზიციას ინდოეთთან ახლო ურთიერთობები ამყარებს, რომლის პროტექტორატიც იყო.[3][4]

1971 წელს ინდოეთის მხარდაჭერით ბურტანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრინებით საგარეო ურთიერთობების განვითარება დაიწყო. 1981 წელს ბუტანი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს შეუერთდა, ხოლო მომდევნო წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და იუნესკოში გაწევრიანდა. იგი სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის აქტიური წევრია. ბჰუტანი ამჟამად 45 საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.[5]

ბჰუტანის კონსტიტუტციის მე-20 მუხლის თანახმად, ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ბჰუტანის მეფის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა მინისტრების მიერ განისაზღვრება.[6]

დიპლომატიური ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰუტანის საელჩოები მდებარეობს ბანგლადეშში, ბელგიაში, ინდოეთში, ავსტრალიასა და ტაილანდში.[1] თავის მხრივ, თიმფუში ბანგლადეშის, ინდოეთისა და ქუვეითის საელჩოები მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქში წარმომადგენელი ოფისი აქვს დანიასაც.[7] ქვემოთ მოცემულ ცხრილში ის სახელმწიფოებია წარმოდგენილი, რომლებთანაც ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.

#ქვეყანა[1]თარიღი
1ინდოეთის დროშა ინდოეთი14 იანვარი, 1968
2ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში12 აპრილი, 1973[8]
3ქუვეითის დროშა ქუვეითი23 მაისი, 1983
4ნეპალის დროშა ნეპალი3 ივნისი, 1983[9]
5მალდივის დროშა მალდივები20 ივლისი, 1984
6ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები10 ივნისი, 1985
–ევროპის დროშა ევროპის კავშირი9 აგვისტო, 1985
7დანიის დროშა დანია13 აგვისტო, 1985
8შვედეთის დროშა შვედეთი27 აგვისტო, 1985
9შვეიცარიის დროშა შვეიცარია16 სექტემბერი, 1985
10ნორვეგიის დროშა ნორვეგია5 ნოემბერი, 1985
11იაპონიის დროშა იაპონია28 მარტი, 1986
12ფინეთის დროშა ფინეთი1 მაისი, 1986
13შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა13 მაისი, 1987
14სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა24 სექტემბერი, 1987
15პაკისტანის დროშა პაკისტანი15 დეკემბერი, 1988[9]
16ავსტრიის დროშა ავსტრია8 მაისი, 1989
17ტაილანდის დროშა ტაილანდი14 ნოემბერი, 1989
18ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი6 იანვარი, 1992
19ავსტრალიის დროშა ავსტრალია14 სექტემბერი, 2002
20სინგაპურის დროშა სინგაპური20 სექტემბერი, 2002
21კანადის დროშა კანადა25 ივნისი, 2003
22ბელგიის დროშა ბელგია21 იანვარი, 2009
23ბრაზილიის დროშა ბრაზილია21 სექტემბერი, 2009
24ავღანეთის დროშა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა20 აპრილი, 2010
25ესპანეთის დროშა ესპანეთი11 თებერვალი, 2011
26კუბის დროშა კუბა26 სექტემბერი, 2011
27ფიჯის დროშა ფიჯი18 ნოემბერი, 2011
28მაროკოს დროშა მაროკო21 ნოემბერი, 2011
29ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი1 დეკემბერი, 2011
30ჩეხეთის დროშა ჩეხეთის რესპუბლიკა2 დეკემბერი, 2011
31სერბეთის დროშა სერბეთი9 დეკემბერი, 2011
32ინდონეზიის დროშა ინდონეზია15 დეკემბერი, 2011
33მონღოლეთის დროშა მონღოლეთი18 იანვარი, 2012
34ვიეტნამის დროშა ვიეტნამი19 იანვარი, 2012
35მიანმარის დროშა მიანმარი1 თებერვალი, 2012
36არგენტინის დროშა არგენტინა14 მარტი, 2012
37კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა21 მარტი, 2012
38ანდორის დროშა ანდორა23 მარტი, 2012
39მავრიკის დროშა მავრიკი2 ივლისი, 2012
40ესვატინის დროშა სვაზილენდი21 აგვისტო, 2012
41[10]სლოვენიის დროშა სლოვენია13 სექტემბერი, 2012
42[11]არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები13 სექტემბერი, 2012
43სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი26 სექტემბერი, 2012
44თურქეთის დროშა თურქეთი26 სექტემბერი, 2012
45[12]სომხეთის დროშა სომხეთი26 სექტემბერი, 2012
46ეგვიპტის დროშა ეგვიპტე14 ნოემბერი, 2012
47ყაზახეთის დროშა ყაზახეთი20 ნოემბერი, 2012
48პოლონეთის დროშა პოლონეთი29 ნოემბერი, 2012
49კოლომბიის დროშა კოლუმბია21 დეკემბერი, 2012
50ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი24 იანვარი, 2013
51აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი7 თებერვალი, 2013
52ომანის დროშა ომანი15 მარტი, 2013
53გერმანიის დროშა გერმანია25 ნოემბერი, 2020
54ისრაელის დროშა ისრაელი12 დეკემბერი, 2020
55საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი18 სექტემბერი, 2024
56ლესოთოს დროშა ლესოთო29 ოქტომბერი, 2024
57ფილიპინების დროშა ფილიპინები6 ოქტომბერი, 2025
58კატარის დროშა კატარი16 ოქტომბერი, 2025
59ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტეინი2 ივნისი, 2026
60მონაკოს დროშა მონაკო8 ივნისი, 2026
61ბრუნეის დროშა ბრუნეი13 ივლისი, 2026
62იორდანიის დროშა იორდანია3 აგვისტო, 2026
ბანგლადეშისა და ბჰუტანის პრემიერ-მინისტრები სამხრეთ აზიის სხვა ლიდერებთან ერთად სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის სამიტზე თხიმფხუში

ბანგლადეში ერთ-ერთია იმ სამ სახელმწიფოს შორის, რომელთაც თიმფუში საელჩოები აქვთ. ბჰუტანი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობა აღიარა. ორი სახელმწიფო ჰიმალაის მთებში ჰიდროენერგიის განვითარებაზე შეთანხმდა, ისევე, როგორც თავისუფალ ვაჭრობასა და ბანგლადეშის პორტების მეშვეობით გადაზიდვებზე.[13] სახელმწიფოები თანამშრომლობენ წყლის რესურსების მენეჯმენტის მხრივაც. ბჰუტანიც და ბანგლადეშიც სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციისა და ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის წევრია.

ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მის ჩრდილოეთ მეზობელთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ბჰუტანი ასევე ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ორი ჩინეთიდან არცეთთან აქვთ ურთიერთობები. ბჰუტანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვარი 1950 წელს ტიბეტში შეჭრის შემდეგ დაიკეტა, რასაც ლტოლვილთა შემოდინება მოჰყვა. საზღვარი ბოლომდე ზუსტად დადგენილიც არ ყოფილა. 1961 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც ტრადიციული საზღვარი შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი. 1998 წელს საზღვრებზე მშვიდობისა და სიმშვიდის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შემცირდა. აღნიშნული შეთანხმება პირველი ორმხრივი შეთანხმება იყო ჩინეთსა და ბჰუტანს შორის. ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობისა, ბჰუტანის საპატიო საკონსულო მაკაოში 2000 წლიდან და ჰონგ-კონგში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.

2005 წლის ბოლოს ბჰუტანმა განაცხადა, რომ ჩინელი სამხედროები ბჰუტანის ტერიტორიაზე გზებსა და ხიდებს აგებდნენ. ბჰუტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხანდუ ვანგჩუკმა, ბჰუტანის პარლამენტში საკითხის წინ წამოწევის შემდეგ საზღვრების თემა ჩინეთის წარმომადგენლებთან განიხილა. საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ცინ განგმა, აღნიშნა, რომ საზღვარი კვლავ სადაო რჩება და ორივე მხარე მშვიდობიან მოლაპარაკებებს განაგრძობს.[14] ბჰუტანური გაზეთი Kuensel აღნიშნავდა, რომ ჩინეთმა გზები შეიძლება საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების მისაკუთრებისთვის გამოიყენოს.[15]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ბჰუტანის პრემიერ მინისტრ ცერინგ ტობგაისთან შეხვედრისას

ისტორიულად ინდოეთსა და ბჰუტანს შორის ახლო კავშირები იყო დამყარებული. სახელმწიფოებმა მეგობრობის ხელშეკრულებას 1949 წელს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ინდოეთი ბჰუტანს საგარეო ურთიერთობებში მხარს უჭერს. სამეფო ბჰუტანური საელჩო ნიუ-დელში მდებარეობს, ხოლო ინდოეთის საელჩო თხიმფხუშია განთავსებული. დღემდე ინდოეთს ბჰუტანის საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვაზა და კომერციაზე დიდი გავლენა აქვს.

ბჰუტანსა და ისრაელს შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები 2020 წელს დამყარდა. ურთიერთთანამშრომლობის მთავარი მიმართულებებია ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სასოფლო-სამეურნეო განვითარება.[16]

ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები 1983 წელს ჩამოყალიბდა. 1992 წლიდან ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები დაიძაბა ბჰუტანელების რეპატრიაციის შემდეგ.[17]

სხვა სახელმწიფოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰუტანსა და აშშ-ს მეგობრული ურთიერთობები აქვთ. ინდოეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაცხოველებას აშშ-სა და ბჰუტანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაც მოჰყვა. ბჰუტანი აშშ-ში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი, ხოლო აშშ ბჰუტანს ნიუ-დელში მდებარე საელჩოთი ფარავს.[18] ბჰუტანია აზიის იმ ორი ქვეყნიდან (ჩრდილოეთ კორეასთან ერთად), რომელშიც აშშ-ის საელჩო არ მდებარეობს.

თურქეთსა და ბჰუტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს დამყარდა.[19] თურქეთი ბჰუტანთან ნიუ-დელში მდებარე საელჩოთი თანამშრომლობს.[20] 2018 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის დონემ 1.58 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა (ბჰუტანის ექსპორტი/იმპორტი:1.48/0.1 ამერიკული დოლარი).[19]

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Marian Gallenkamp. (2010) Between China, India and the Refugees: Understanding Bhutan's National Security Scenario. Institute of Peace and Conflict Studies (IPCS). ციტირების თარიღი: 2013-02-05
  • Matteo Miele, Chinese Shadows on Bhutanese Independence after the Treaty of Punakha. The Tibetan Buddhist Connection and the British Diplomatic Action, in Seiji Kumagai (ed.), Buddhism, Culture and Society in Bhutan, Vajra Publications, Kathmandu, 2018, pp. 215–239
  • Nayak, Nihar R. (September 2021) Political Changes in Nepal and Bhutan Emerging Trends in Foreign Policy in Post 2008 Period. Manohar Parrikar Institute for Defence Studies and Analyses. ISBN 978-81-953957-1-2. 
  • Thierry, Mathou (2004). „Bhutan-China Relations: Towards a new Step in Himalayan Politics“ (PDF). The Spider and the Piglet: Proceedings of the First Seminar on Bhutan Studies. Centre for Bhutan Studies: 388–411. doi:10.11588/XAREP.00002625. ISBN 99936-14-19-X. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2023-01-05. ციტირების თარიღი: 2022-11-05.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Bilateral relations. ციტირების თარიღი: 4 May 2021
  2. ↑ Israel normalizes ties with Bhutan en-US. ციტირების თარიღი: 2020-12-12
  3. 1 2 Chaudhury, Dipanjan Roy. „Bhutan doesn't have diplomatic ties with any of the 5 UNSC permanent members“. The Economic Times. ციტირების თარიღი: 2021-10-19.
  4. ↑ Bedjaoui, Mohammed (1991), International Law: Achievements and Prospects, Martinus Nijhoff Publishers, pp. 51–, ISBN 92-3-102716-6, https://books.google.com/books?id=jrTsNTzcY7EC&pg=PA51: "The Treaty of Friendship of 8 August 1949 between Bhutan and India is an example of the creation of a protected State, Bhutan, with a quite loose relationship to the protecting State, India. By the terms of this Treaty of Friendship, Bhutan agreed to follow the guidance given by India in so far as external relations were concerned. India was not granted the power to exercise diplomatic rights on behalf of Bhutan and this way Bhutan remained in charge of its foreign policy."
  5. ↑ Foreign Relation and Trade. Bhutan Portal online. Government of Bhutan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-16. ციტირების თარიღი: 2011-03-29
  6. ↑ Constitution of the Kingdom of Bhutan (English). Government of Bhutan (2008-07-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2010-10-13
  7. ↑ Foreign Missions. ციტირების თარიღი: 16 December 2020
  8. ↑ History of Bangladesh-Bhutan Relations. ციტირების თარიღი: 17 July 2026
  9. 1 2 Bilateral Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2017. ციტირების თარიღი: 7 November 2023
  10. ↑ „Establishment of diplomatic relations between the Kingdom of Bhutan and the Republic of Slovenia“. Ministry of Foreign Affairs of Bhutan. 14 September 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2024. ციტატა: „Slovenia is the 41st country with which Bhutan has established diplomatic relations.“
  11. ↑ „Establishment of diplomatic relations between the Kingdom of Bhutan and the United Arab Emirates“. Ministry of Foreign Affairs of Bhutan. 14 September 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2024. ციტატა: „The United Arab Emirates is the 42nd country with which Bhutan has established diplomatic relations.“
  12. ↑ „Establishment of diplomatic relations between the Kingdom of Bhutan and the Republic of Armenia“. Ministry of Foreign Affairs of Bhutan. 3 October 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2024. ციტატა: „Republic of Armenia is the 45th country with which Bhutan has established diplomatic relations.“
  13. ↑ Savada, Andrea Matles; Harris, George Lawrence (1993) Nepal and Bhutan: country studies. Federal Research Division, გვ. 332. „The specter of renewed Chinese claims to Bhutan, Sikkim, and Nepal was raised after China published a map in 1961 that showed alterations of traditional Sino-Bhutanese and other Himalayan borders in Beijing's favor“ 
  14. ↑ 中国不丹同意平等友好协商早日解决边界问题. China.com News (2005-12-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2011-03-29
  15. ↑ Hindustan times article დაარქივებული December 29, 2007, საიტზე Wayback Machine.
  16. ↑ France-Presse, Agence. (2020-12-12) Israel establishes 'formal diplomatic relations' with Bhutan en. ციტირების თარიღი: 2020-12-15
  17. ↑ Country Profile: Nepal. Federal Research Division, Library of Congress (November 2005). ციტირების თარიღი: November 5, 2020
  18. ↑ U.S. Relations With Bhutan. United States Department of State (July 29, 2020). ციტირების თარიღი: January 8, 2021
  19. 1 2 Economic Relations between Turkey and Bhutan. Ministry of Foreign Affairs of Turkey.
  20. ↑ "Economic Development and Social Changes in Bhutan." pp. 82-99 in Urmila Phadnis, S.D. Muni, and Kalim Bahadur (eds.), Domestic Conflicts in South Asia. New Delhi: South Asian Publishers, 1986.