შინაარსზე გადასვლა

ჩინეთის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფოები, რომლებთანაც ჩინეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

ჩინეთს, ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სრული დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 სახელმწიფოდან 178 ქვეყანასთან, კუკის კუნძულებთან, ნიუესა და პალესტინის სახელმწიფოსთან აქვს. 2019 წელს ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი დიპლომატიური მისია ჰყავდა.[1][2] როგორც ძლიერი სახელმწიფო და პოტენციური სუპერსახელმწიფო,[3][4] ჩინეთი აღნიშნავს, რომ იგი „პირდაპირ მიჰყვება მშვიდობის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას“.[5] ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მიზნები მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრირებისკენ, რაც ქვეყნის რეფორმისა და ღია პოლიტიკის დანერგვის, ასევე მოდერნიზაციისა და მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის სათანადო საერთაშორისო გარემოს შექმნისკენაა მიმართული. საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პრინციპი „სუვერენიტეტი და ტერიტორიული ინტეგრირება“ არ არის ჩართული იმ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებში, რომლებიც ტაივანს ცნობენ. ამ უკანასკნელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცალკე ერად არ მიიჩნევს.[6]

ჩინეთი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და მნიშვნელოვანი ადგილები უკავია, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა. ჩინეთი ბირთვულ იარაღს ფლობს და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. დღეისთვის ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ხასიათდება მეზობელ ქვეყნებთან და მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობით, რაც ჩინეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისია და კონკურენტულ მსოფლიოში გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის შიდა განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.[7]

ორმხრივი ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთსა და ირანს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1937 წელს დაიწყო. 2001 წლის მარტში ირანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერს 25 წლიან თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს და „პოლიტიკურ, სტრატეგიულ და ეკონომიკურ“ კომოპონენტებსაც მოიცავს.[8] ირანსა და ჩინეთს შორის ურთიერთოების ერთ-ერთი მთავარი სვეტი ნავთობი და ბუნებრივი აირია. 2011 წელს ჩინეთში იმპორტირებული ნავთობის დაახლოებით 10% ირანზე მოდიოდა.[9] ჩინეთში ირანიდან იმპორტირებული საქონლის 80%-ს ნავთობი შეადგენს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მირენარელბსა და ქიმიურ პროდუქტებზე მოდის.

თურქეთის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთსა და თურქეთს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1934 წელს დაიწყო. თურქეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1971 წლის 5 აგვისტოს აღიარა.

თურქეთი ადასტურებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აღიარებს ჩინეთის ერთადერთ ლეგალურ წარმომადგენლად. ჩინეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები სამბოლსა და იზმირშია განთავსებული. თურქეთის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჰონგ-კონგში, გუანჯოუსა და შანხაიშია. ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანზიაციის დამფუძნებელი და წამყვანი წევრია, ხოლო თურქეთის დიალოგის პარტნიორი სახელმწიფოა.[10]

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე (მარცხნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი (მარჯვნივ) აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე და-ნანგში, ვიეტნამში

იაპონიის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთსა და იაპონიას ორჯერ ჰქონდათო ომი: 1894-1895 და 1937-1945 წლებში. პერიოდულად ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობებში წინა პლანზე ინაცვლებს იაპონიის სამხედრო ძალის საკითხები და კრიტიკა იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების სახელმძღანელოებში არშეტანის გამო. ჩინეთსა და იაპონიას ურთიერთობები დაიძაბა იაპონიის მიერ მისი სამხედრო წარსული უარყოფით ჩინეთის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო. განსაკუთრებული კამათის საგანია იაპონელი სახელმწიფოს მოხელეების მიერ რევიზიონისტული კომენტარები და იაპონიის ზოგიერთ ისტორიულ სახელმძღვანელოში 1937 წლის ნანკინის ხოცვა-ჟლეტის ინტერპრეტაცია. 2006 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრად შინზო აბეს დანიშვნისა და 2010 წელს ჩინეთისა და იაპონიის მიერ ერთობლივად ჩატარებული ისტორიული კვლევისას გამოშვებული მოხსენების შემდეგ, რომელშიც იაპონიის სამხედრო დანაშაულების შესახებ ახალ კონსენსუსს მიაღწიეს, სინო-იაპონური ურთიერთობები საგრძნობლად დათბა.[11] 2010-იან წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდა, როცა იაპონიამ ჩინეთი იშვიათა მიწა-ლითონების რეზერვების შეკავებაში დასდო ბრალი.[12]

სენკაკუს კუნძულების დავა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის მარტის ბოლოს იაპონიის სანაპირო დაცვის გემებმა მათ სანაპირო წყლებში ჩინეთის მთავრობის სათევზაო გემები შეამჩნიეს. იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 2021 წლისთვის ჩინური გემების მიერ იაპონურ წყლებში თევზაობის მე-11 შემთხვევა იყო. 2021 წლის აპრილში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-სამხედრო ძალების ექვსი საომარი ხომალდი კუნძულების მახლობლად შენიშნეს. იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების განცხადებით, ფლოტილიაში ცნობილი ავიამზიდი, „ლიაონინგიც“ შედიოდა.[13]

ჩრდილოეთ კორეის დროშაჩინეთის დროშა ზოგადად ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ქვეყნებს შორის კავშირები ბოლო წლებში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გამო ზოგჯერ იძაბება. ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას სპეციალური ურთიერთობა აქვს.[14] ხშირად ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ.[15][16][17]

ჩინეთის საელჩო ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო – ჩონგჟინში.[18] ჩრდილოეთ კორეის საელჩო ჩინეთში პეკინშია განთავსებული, ხოლო გენერალური საკონსულო შენიანში მდებარეობს.

სამხრეთ კორეის საელჩო პეკინში, ჩინეთში

სამხრეთ კორეის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფორმალურად 1992 წლის 23 აგვისტოს დამყარდა. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხოლოდ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთი კორეა) ცნობდა, ხოლო სამხრეთი კორეა მხოლოდ ტაივანს აღიარებდა. სამხრეთი კორეა აზიის ბოლო სახელმწიფო იყო, რომელმაც ჩინეთთან ურთიერთობები დაამყარა. ბოლო წლებში სხვადასხვა სექტორში ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის სტრატეგიული და ორმხრივი პარტნიორობა გაუმჯობესდა.

ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ვაჭრობა, ტურიზმი და მულტიკულტურალიზმია. მიუხედავად ამისა, ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული განხეთქილებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში.[19]

ბანგლადეშის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთსა და ბანგლადეშს შორის ადრეული ურთიერთობები საკმაოდ ცივი იყო, რაც ჩინეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში გაეროში ბანგლადეშის გაწევრიანებაზე ვეტოს დადებით იყო განპირობებული. მოგვიანებით ჩინეთმა დიდი ძალისხმევით ბევრ მეზობელ სახელმწიფოსთან გააუმჯობესა ურთიერთობები. 2006 წელს აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ჩინეთთან ვაჭრობის დონემ რეკორდულ დონეს მიაღწია. ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ბალანსი ჩინეთის მხარესაა. ჩინეთი ოფიციალურად დათანხმდა ბანგლადეშს ბირთვული ელექტროსადგურის განვითარებაში დახმარებას. ბანგლადეშმა ხელი მოაწერა Apsco-ს შეთანხმებას სხვა 6 სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც ჩინეთთან ერთად კოსმოსის გამოკვლევის შესახებ პაქტის ფორმირებას გულისხმობს.[20]

ჩინური კონტეინერების ხომალდი ჯავაჰარლალ ნერუს პორტში. 2010 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და ჩინეთი ინდოეთის ერთეული უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.[21]

ინდოეთის დროშაჩინეთის დროშა 1962 წლის ჩინეთ-ინდოეთის ომის, 1967 წლის ნათუ-ლისა და ჩო-ლის შეტაკებებისა და ლადახის, აქსაი-ჩინისა და არუნაჩალ-პრადეშის გამო დღემდე მიმდინარე სასაზღვრო კონფლიქტის მიუხედავად, სინო-ინდური ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა 1988 წლის შემდეგ. ორივე ქვეყანა საზღვრებთან დაძაბულობის განმუხტვას, ვაჭრობისა და კულტურული კავშირების გაფართოებასა და ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.[22]

2004 წლიდან ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. 2007 წელს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის დონე 36 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა და ჩინეთი ინდოეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.[23] ეკონომიკური ურთიერთკავშირის ზრდამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დაახლოებასაც შეუწყო ხელი და სახელმწიფოები საზღვრებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას ესწრაფვიან.[24] ბირთვული ენერგიის შესახებ ინდოეთ-აშშ-ის შეთანხმების მსგავსად, ინდოეთი და ჩინეთიც შეთანხმდნენ სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.[25] თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები ხშირად ინდოეთისას არ ემთხვევა. ორივე ქვეყანა უდიდესი ინვესტორია აფრიკაში[26] და კონტინენტის უხვ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლისთვის კონკურენციაში არიან.[27]

სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაიძაბა 2017 წლის დოკლამის სასაზღვრო დავისა და 2020-2021 წლებში შეტაკებების დროს. ურთიერთობები დაიძაბა COVID-19-ის პანდემიის დროსაც.

პაკისტანის დროშაჩინეთის დროშა პაკისტანსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთოებია 1960-იანი წლებიდან მოყოლებული სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში. ბრიტანელი მკვლევარი ნასერ ამინი მიიჩნევს, რომ ჩინეთისა და პაკისტანის კავშირი სპეციალური სახის ურთიერთობაა გლობალურ სისტემაში, რამდენადაც ისლამაბადსა და პეკინს შორის კულტურული, რელიგიური ან იდეოლოგიური ბუნებრივი კავშირები არ არსებობს. ანტანტის შექმნის შემდეგ პაკისტანი ჩინეთის უახლოესი მოკავშირეა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ნეორეალისტური სკოლის ერთ-ერთი მოსაზრების აშკარა გამოხატულებაა: სახელმწიფოებს შორის კავშირის გაღრმავებას საერთო ქვეყნისადმი, ინდოეთისადმი მტრული და კონკურენტული დამოკიდებულებაა.

ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი ინფრასტრუქტურული პროექტების კოლექციაა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პაკისტანში.[28][29] დერეფნის შექმნის მიზანია პაკისტანის ინფრასტრუქტურის სწრაფი მოდერნიზება და მისი ეკონომიკის გაძლიერება თანამედროვე სატრანსპორტო ქსელების მშენებლობით, სხვადასხვა ენერგოპროექტის განხორციელებითა და სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნით.[29][30][31]ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი პაკისტანს, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს მაგისტრალით აკავშირებს, რომელიც ქაშგარს ხუნჯერაბთან და გვადართან აერთიანებს.[32] ჩინეთს პაკისტანთან არაერთი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს დადებული, ისევე, როგორც ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები, როგორებიცაა ადრეული მოსავლის შეთანხმება. სახელმწიფოები გილგიტ-ბალტისტანში გადასახადებისგან თავისუფალი საექსპორტო ზონის დაარსებაზეც შეთანხმდნენ. ჩინეთი პაკისტანში დიდი ინვესტიციების ჩადებას განაგრძობს და ეხმარება გვადარის პორტის განვითარებაში, რომელიც ქვეყნის მესამე მთავარი პორტია.[33]

შრი-ლანკის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთის საელჩო კოლომბოში მდებარეობს, ხოლო შრი-ლანკის საელჩო პეკინშია განლაგებული. ორ სახელმწიფოს შორის ისტორიული და კულტურული კავშირები ასეულობით წლის წინ ჩამოყალიბდა.[34]

ჩინეთსა და შრი-ლანკას შორის ძალიან ახლო დიპლომატიური კავშირები ჰქონდათ შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ჩინეთსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1957 წლის 7 თებერვალს დამყარდა.[35] 1996 წელს ჩინეთის მიწვევით შრი-ლანკის პრეზიდენტი ჩანდრიკა ბანდარანაიკე კუმარატუნგა სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. მხარეებმა ორ შეთანხმებას მოაწერეს ხელის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. მაჰინდა რაჯაპაკსას მმართველობის დროს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა პრეზიდენტის ჩინეთსადმი დადებითი დამოკიდებულების გამო და სახელმწიფოებს შორის რამდენიმე შეთანხმება დაიდო.[36] პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენას მმართველობის დროს ჩინეთსა და შრი-ლანაკს შორის ურთიერთობები კვლავ შენარჩუნდა, რამდენადაც სირისენა ქვეყანაში ჩინეთისა და ინდოეთის გავლენის ბალანსის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.[37][38] მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი მოვლენები შრი-ლანკის ჩინეთისაკენ გადახრაზე მიუთითებს, რის გამოც ჩინეთი შრი-ლანკაში ინვესტიციების დაბანდებას აგრძელებს, ხოლო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დავებში შრი-ლანკა ჩინეთს უჭერს მხარს.[39][40][41]

ინდონეზიის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობეი 1950 წელს დაარსდა. მანამდე ორ სახელმწიფოს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახის ურთიერთობება ჰქონდა, განსაკუთრებით, სავაჭრო სფეროში. 1945-1967 წლებში სუკარნოს პრეზიდენტობის დროს ინდონეზიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდა. 1960-იან წლებში სუკარნოს მიერ წამოწყებულმა აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ, დასავლეთის მიმართ წინააღმდეგობა გააძლიერა და ინდონეზია ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან დააახლოვა.

ჩინეთის საელჩო ჯაკარტაში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები სურაბაიასა და მედანშია განლაგებული. ინდონეზიის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები გუანჯოუში, შანხაისა და ჰონგ-კონგში მდებარეობს.

ჩინეთის კვლევების მერკატორის ინსტიტუტი ჩინეთ-ინდონეზიის ურთიერთობებში ოთხ ძირითად ფაზას გამოყოფს: ახლო მოკავშირეობიდან (1950-1965) მტრობამდე (1966-1990), შორეულ თანამოაზრეობამდე (1990-2014), დღევანდელ ახლო პარტნიორობამდე (2014-დღემდე).[42]

მალაიზიის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთის საელჩი კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჯორჯ-თაუნში, კოტა-კინაბალუსა და კუჩინგშია განლაგებული.[43] მალაიზიის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები კუნმინგში, გუანჯოუში, შანხაიში, სიანსა და ჰონგ-კონგში.[44] ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს ხელს უწყობს მალაიზიაში მყოფი ჩინური დიასპორა, რომელიც დღეისთვის მეორე უდიდესი ჩინური დიასპორაა მსოფლიოში.[45]

აღმოსავლეთი ტიმორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დამყარდა,[46] თუმცა ჩინეთის წარმომადგენელი ოფისი დილიში ჯერ კიდევ 2000 წელს გაიხსნა.[47]

კვიპროსსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1971 წლის 14 დეკემბერს დამყარდა. ჩინეთის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს, ხოლო კვიპროსის საელჩო პეკინშია განთავსებული.

ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მის ჩრდილოეთ მეზობელთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ბჰუტანი ასევე ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ორი ჩინეთიდან არცეთთან აქვთ ურთიერთობები. ბჰუტანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვარი 1950 წელს ტიბეტში შეჭრის შემდეგ დაიკეტა, რასაც ლტოლვილთა შემოდინება მოჰყვა. საზღვარი ბოლომდე ზუსტად დადგენილიც არ ყოფილა. 1961 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც ტრადიციული საზღვარი შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი. 1998 წელს საზღვრებზე მშვიდობისა და სიმშვიდის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შემცირდა. აღნიშნული შეთანხმება პირველი ორმხრივი შეთანხმება იყო ჩინეთსა და ბჰუტანს შორის. ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობისა, ბჰუტანის საპატიო საკონსულო მაკაოში 2000 წლიდან და ჰონგ-კონგში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.

2005 წლის ბოლოს ბჰუტანმა განაცხადა, რომ ჩინელი სამხედროები ბჰუტანის ტერიტორიაზე გზებსა და ხიდებს აგებდნენ. ბჰუტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხანდუ ვანგჩუკმა, ბჰუტანის პარლამენტში საკითხის წინ წამოწევის შემდეგ საზღვრების თემა ჩინეთის წარმომადგენლებთან განიხილა. საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ცინ განგმა, აღნიშნა, რომ საზღვარი კვლავ სადაო რჩება და ორივე მხარე მშვიდობიან მოლაპარაკებებს განაგრძობს.[48] ბჰუტანური გაზეთი Kuensel აღნიშნავდა, რომ ჩინეთმა გზები შეიძლება საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების მისაკუთრებისთვის გამოიყენოს.[49]

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Alden, Christopher. China Returns to Africa: A Superpower and a Continent Embrace (2008)
  • Amin, Nasser. "The dynamics of the Sino-Pakistani strategic partnership from its formation in the 1960s to the present" Journal of Contemporary Development & Management Studies 7 (2019): 51-66 online დაარქივებული 2020-07-16 საიტზე Wayback Machine.
  • Bajpai, Kanti, Selina Ho, and Manjari Chatterjee Miller, eds. Routledge Handbook of China–India Relations (Routledge, 2020). excerpt
  • Cohen, Warren I. America's Response to China: A History of Sino-American Relations (2010) excerpt and text search
  • Fenby, Jonathan. The Penguin History of Modern China: The Fall and Rise of a Great Power 1850 to the Present (3rd ed. 2019) popular history.
  • Ferdinand, Peter. "Westward ho—the China dream and 'one belt, one road': Chinese foreign policy under Xi Jinping." International Affairs 92.4 (2016): 941-957. online
  • Fogel, Joshua. Articulating the Sino-sphere: Sino-Japanese relations in space and time (2009)
  • Fravel, M. Taylor. Active Defense: China’s Military Strategy since 1949 (Princeton University Press, 2019) online reviews
  • Garver, John W. China's Quest: The History of the Foreign Relations of the People's Republic (2nd ed. 2018) comprehensive scholarly history. excerpt
  • Garver, John W. Protracted Contest: Sino-Indian Rivalry in the Twentieth Century' (2001), post 1950
  • Hu, Weixing (2019). „Xi Jinping's 'Major Country Diplomacy': The Role of Leadership in Foreign Policy Transformation“. Journal of Contemporary China. 28 (115): 1–14. doi:10.1080/10670564.2018.1497904. S2CID 158345991.
  • Lampton, David M. Following the Leader: Ruling China, from Deng Xiaoping to Xi Jinping (U of California Press, 2014).
  • Lanuzo, Steve L. "The Impact of Political Liberalization on Sino Myanmar Cooperation" (Naval Postgraduate School, 2018) online დაარქივებული 28 July 2020 საიტზე Wayback Machine. .
  • Liu, Guoli, ed., Chinese Foreign Policy in Transition. (Transaction, 2004). ISBN 0202307522
  • Lu, Ning. The dynamics of foreign-policy decisionmaking in China (Routledge, 2018).
  • Quested, Rosemary K.I. Sino-Russian relations: a short history (Routledge, 2014) online
  • Ryan, Keegan D. "The Extent of Chinese Influence in Latin America" (Naval Postgraduate School, 2018) online დაარქივებული 14 July 2019 საიტზე Wayback Machine. .
  • Sutter, Robert G. Historical Dictionary of Chinese Foreign Policy (2011) excerpt and text search
  • Sutter, Robert G. Foreign Relations of the PRC: The Legacies and Constraints of China's International Politics Since 1949 (Rowman & Littlefield; 2013) 355 pages excerpt and text search
  • Swaine, Michael D. "Chinese views of foreign policy in the 19th party congress." China Leadership Monitor 55 (2018). online re 2017 Congress
  • Westad, Odd Arne. Restless Empire: China and the World Since 1750 (Basic Books; 2012) 515 pages; comprehensive scholarly history
  • Woo, Hunje. "Increased Chinese Economic Influence and its Impact on the Changing Security Environment on the Korean Peninsula" (Naval Postgraduate School, 2018) online დაარქივებული 28 June 2020 საიტზე Wayback Machine.
  • Yahuda, Michael. End of Isolationism: China's Foreign Policy After Mao (Macmillan International Higher Education, 2016)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Global Diplomacy Index – Country Rank en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-01. ციტირების თარიღი: 2021-08-09
  2. Meredith, Sam. (2019-11-27) China has overtaken the US to have the world's largest diplomatic network, think tank says en. ციტირების თარიღი: 2021-08-09
  3. Lemahieu, Herve. Five big takeaways from the 2019 Asia Power Index en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-24. ციტატა: „China, the emerging superpower, netted the highest gains in overall power in 2019, ranking first in half of the eight Index measures. For the first time, China narrowly edged out the United States in the Index’s assessment of economic resources. In absolute terms China’s economy grew by more than the total size of Australia’s economy in 2018. The world’s largest trading nation has also paradoxically seen its GDP become less dependent on exports. This makes China less vulnerable to an escalating trade war than most other Asian economies.“ ციტირების თარიღი: 2020-05-06
  4. Huhua, Cao; Jeremy, Paltiel (2016) Facing China as a New Global Superpower. Singapore: Springer, გვ. XI, 279. DOI:10.1007/978-981-287-823-6. ISBN 978-981-287-823-6. 
  5. Independent Foreign Policy of Peace. ციტირების თარიღი: 2021-08-09
  6. Williams, David (8 January 2008). „China-Taiwan tussle in Bim politics“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 13 July 2010. ციტატა: „Beijing and Taipei often trade insults over which is using "dollar diplomacy" in the form of offers of aid or cheap loans to curry influence around the world. The 'One-China' policy ensures that nations cannot have official relations with both China and Taiwan.“
  7. China's strategic partnership diplomacy: engaging with a changing world (27 June 2014).
  8. Iran-China to sign 25-year cooperation pact: Tehran en (2021-03-27). ციტირების თარიღი: 2021-03-27
  9. China, U.S. Energy Information Administration, http://www.eia.gov/countries/cab.cfm?fips=CH
  10. SCO accepts Afghanistan as observer, Turkey dialogue partner - People's Daily Online (7 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 2019-10-05
  11. Nanjing by the Numbers დაარქივებული 24 October 2014 საიტზე Wayback Machine. . Foreign Policy. 9 February 2010.
  12. "Backlash over the alleged China curb on metal exports" დაარქივებული 15 April 2018 საიტზე Wayback Machine. . The Daily Telegraph, London, 29 August 2010. Retrieved 30 August 2010.
  13. Two Chinese ships enter Japan's territorial waters off Senkaku Islands.
  14. 'Special relationship' in focus as China's Xi visits North Korea. ციტირების თარიღი: 2019-07-25
  15. Nanto, Dick K.; Manyin, Mark E. (2011). „China-North Korea Relations“. North Korean Review. 7 (2): 94–101. doi:10.3172/NKR.7.2.94. ISSN 1551-2789. JSTOR 43908855. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2019. ციტირების თარიღი: 31 July 2019.
  16. Shih, Gerry; Denyer, Simon. „China's Xi to visit North Korea as both countries lock horns with United States“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 July 2019. ციტირების თარიღი: 25 July 2019.
  17. „N Korea hails 'invincible' relationship with China“ (ინგლისური). 2019-06-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2019. ციტირების თარიღი: 2019-07-25.
  18. 中华人民共和国驻朝鲜民主主义人民共和国大使馆. ციტირების თარიღი: 3 September 2013
  19. Jung, H. Pak (July 2020). „Trying to loosen the linchpin: China's approach to South Korea“ (PDF). Global China. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2020-10-30 – წარმოდგენილია Brookings.edu-ის მიერ.
  20. Bangladesh, Pakistan Team Up With China on Space Cooperation. ციტირების თარიღი: 19 February 2015
  21. „Indo-China trade to surpass $60 bn before 2010“. Business Standard. 2008-06-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2012. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
  22. John W. Garver, Protracted Contest: Sino-Indian Rivalry in the Twentieth Century (2001), post 1950
  23. Saibal Dasgupta (2008-01-17). „China is India's largest trade ally – International Business – Biz“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 October 2012. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
  24. news.outlookindia.com. Outlookindia.com. ციტირების თარიღი: 2009-11-21
  25. „Front Page : India, China to promote cooperation in civil nuclear energy“. The Hindu. Chennai, India. 2008-01-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2012. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
  26. „Article: India, China top Asian FDI list in Africa. | AccessMyLibrary – Promoting library advocacy“. AccessMyLibrary. 2007-03-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 December 2008. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
  27. Africa: China's Africa Overture Needs Common Touch AllAfrica დაარქივებული 10 October 2012 საიტზე Wayback Machine. , 16 November 2007
  28. China Pakistan Economic Corridor. დაარქივებული 3 June 2018 საიტზე Wayback Machine. Hussain, Tom (19 April 2015). „China's Xi in Pakistan to cement huge infrastructure projects, submarine sales“. McClatchy News. Islamabad: mcclatchydc.
  29. 29.0 29.1 Kiani, Khaleeq (30 September 2016). „With a new Chinese loan, CPEC is now worth $62bn“. Dawn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2016. ციტირების თარიღი: 19 November 2016.
  30. CPEC: The devil is not in the details (2016-11-23). ციტირების თარიღი: 23 September 2018
  31. Economic corridor: Chinese official sets record straight (2 March 2015). ციტირების თარიღი: 23 September 2018
  32. Boosting trade: Pak-China economic corridor plan gets premier's go-ahead (2013-08-16). ციტირების თარიღი: 23 September 2018
  33. [https://web.archive.org/web/20070929133910/http://www.asianews.it/index.php?l=en&art=8801&geo=2&theme=6&size=A დაარქივებული 29 September 2007 საიტზე Wayback Machine. PAKISTAN – CHINA Chinese-funded port in Baluchistan, Pakistan to give Beijing direct access to the Middle East
  34. Info. ar.unesco.org. ციტირების თარიღი: 2019-12-26
  35. inner.gif.
  36. Goh, Evelyn (April 22, 2016). Rising China's Influence in Developing Asia. Oxford University Press. ISBN 9780191076145. 
  37. Indian Ocean: China, Sri Lanka keen to push Colombo port project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21. ციტირების თარიღი: 2016-10-21
  38. Sri Lanka attempts tricky maritime balancing act. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-05. ციტირების თარიღი: 2022-11-05.
  39. President Sirisena’s second visit to Beijing to boost China-Sri Lanka ties. [1]
  40. Sri Lanka to support China over South China Sea issue with Philippines (June 23, 2016).
  41. U.S. should stop intervention in South China Sea issue: Sri Lankan official - China Military Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-17. ციტირების თარიღი: 2022-11-05.
  42. Indonesia's wary embrace of China | Merics.
  43. Embassy of the People's Republic of China in Malaysia. Embassy of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consulate-General of the People's Republic of China in Penang. Consulate of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consulate-General of the People's Republic of China in Kota Kinabalu. Consulate of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consulate-General of the People's Republic of China in Kuching. Consulate of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  44. Official Website of Embassy of Malaysia, Beijing. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Kunming. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Guangzhou. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Shanghai. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Xi'an. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Hong Kong. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  45. Chee-Beng, Tan (1997). „Chinese Identities in Malaysia“. Southeast Asian Journal of Social Science. 25 (2): 103–116. doi:10.1163/030382497X00194. JSTOR 24492399.
  46. China, East Timor Establish Diplomatic Relations, Xinhua News Agency, 19 May 2002
  47. ASEAN and the Rise of China, Ian Storey, Routledge, 2013, page 277
  48. 中国不丹同意平等友好协商早日解决边界问题. China.com News (2005-12-01). ციტირების თარიღი: 2011-03-29
  49. Hindustan times article დაარქივებული December 29, 2007, საიტზე Wayback Machine.