სამხრეთ კორეის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც სამხრეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

სამხრეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობები 191 სახელმწიფოსთან აქვს. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1991 წელს გაწევრიანდა. სამხრეთ კორეამ არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის: 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს (იაპონიასთან ერთად). 2018 წლის 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა ფიონგჩანგში.

სამხრეთ კორეა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ასეან +3-ის, აღმოსავლეთ აზიის სამიტისა და დიდი ოცეულის წევრი. იგი ასევე არის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტის დამფუძნებელი წევრი.

2007 წლის 1-ელ იანვარს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პან გი მუნი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა და პოსტი 2016 წლის 31 დეკემბრამდე ეკავა.

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის საელჩო სეულში

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფორმალურად 1992 წლის 23 აგვისტოს დამყარდა. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხოლოდ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთი კორეა) ცნობდა, ხოლო სამხრეთი კორეა მხოლოდ ტაივანს აღიარებდა. სამხრეთი კორეა აზიის ბოლო სახელმწიფო იყო, რომელმაც ჩინეთთან ურთიერთობები დაამყარა. ბოლო წლებში სხვადასხვა სექტორში ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის სტრატეგიული და ორმხრივი პარტნიორობა გაუმჯობესდა.

ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ვაჭრობა, ტურიზმი და მულტიკულტურალიზმია. მიუხედავად ამისა, ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული განხეთქილებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში.[1]

ლაოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1974 წლის 22 ივლისს დაიწყო[2] და მომდევნო წლის 24 ივლისამდე გაგრძელდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 25 ოქტომბერს აღდგა.

ნეპალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1974 წლის 15 მაისს დამყარდა.[3] ნეპალის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო ― კატმანდუში.

ფილიპინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინებსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1949 წლის 3 მარტს დამყარდა.[4] სამხრეთ კორეის საელჩო მანილაში მდებარეობს, ხოლო ფილიპინების ― სეულში.

სინგაპური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 2010 წლის 5 ივნისს

სინგაპურსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.[5] სინგაპურის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო ― სინგაპურში.

შრი-ლანკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი-ლანკასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები 1977 წლის 14 ნოემბერს დაიწყო.[6] სამხრეთ კორეის საელჩო კოლომბოში მდებარეობს, ხოლო შრი-ლანკის ― სეულში.

ტაილანდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეასა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1958 წლის ოქტომბერში დამყარდა.[7] კორეის ომის დროს ტაილანდი მეორე სახელმწიფო იყო (აშშ-ის შემდეგ), რომელმაც სამხრეთ კორეის მხარდასაჭერად ჯარები გაგზავნა. 2003 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი როჰ მო-ჰიუნი ტაილანდს ეწვია, ხოლო პრემიერ-მინისტრი თჰაქსინ შინავატრა სეულში 2005 წლის ნოემბერში ჩავიდა. სამხრეთი კორეა ტაილანდისთვის მე-10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

ვიეტნამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.[8] ვიეტნამის საელჩო სეულში მდებრეობს, ხოლო სამხრეთ კორეის ― ჰანოიში.

აღმოსავლეთი ტიმორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინიციატივის „სარტყელი და გზა“ მონაწილე სახელმწიფოები

აღმოსავლეთ ტიმორსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დაიწყო. აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო დილიში.

კვიპროსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 28 დეკემბერს დამყარდა. კვიპროსი სამხრეთ კორეაში აკრედიტებულია კანბერაში მდებარე არარეზიდენტი ელჩის ოფისით, ხოლო სამხრეთ კორეას არარეზიდენტი ელჩი ათენში ჰყავს, საპატიო საკონსულო კი - ნიქოზიაში.

უზბეკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან სამხრეთი კორეა პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც უზბეკეთის დამოუკიდებლობა აღიარა 1991 წლის დეკემბერში. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის იანვარში დამყარდა და მყარად იზრდება. ორ ქვეყანას შორის თანამშრომობა იზრდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.[9]

ისრაელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1962 წლის 10 აპრილს დაარსდა. ისრაელის საელჩო სეულში 1968 წლის აპრილში გაიხსნა, თუმცა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით 1978 წელს დაიხურა. საელჩო ხელახლა გაიხსნა 1992 წლის იანვარში, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო თელ-ავივში 1993 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ყაზახეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეასა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1992 წლის 28 იანვარს დამყარდა.[10] ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ამყარებს ყაზახეთში მცხოვრები 100 000-ზე მეტი სამხრეთკორეელის დიასპორაც, რომლებსაც კორიო-სარამის ეთნიკურ ჯგუფს მიაკუთვნებენ.[11]

სამხრეთ კორეის საელჩო ასტანაში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო სეულშია განლაგებული. 2013 წელს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა 1.323 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.

ქუვეითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითსა და სამხრეთ კორეას შორის ოფიციალური ურთიერთობები 1979 წლის ივნისში დაიწყო. 2015 წლის 2 მარტს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას სავიზო მოთხოვნილებების გამარტივებასთან დაკვშირებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, ოფიციალურ და სპეციალურ პასპორტებს ფლობენ.[12]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ahn, B.J. "Korea: A Rising Middle Power in World Politics", Korea and World Affairs 1987. 11#1 pp 7–17.
  • Choi, Young Jong. "South Korea's regional strategy and middle power activism." Journal of East Asian Affairs(2009): 47–67. online
  • Hwang, Balbina Y. "The US Pivot to Asia and South Korea's Rise." Asian Perspective 41.1 (2017): 71–97.
  • John, Jojin V. "Globalization, National Identity and Foreign Policy: Understanding'Global Korea'." Copenhagen Journal of Asian Studies 33.2 (2016): 38–57. online
  • Kim Jinwung. "Recent Anti-Americanism in South Korea: The Causes" Asian Survey, 1989 29#8 749–63
  • Kim, Min‐hyung. "South Korea's China Policy, Evolving Sino–ROK Relations, and Their Implications for East Asian Security." Pacific Focus 31.1 (2016): 56–78.
  • Kim, Samuel S. ed. International Relations of Northeast Asia (Rowman and Littlefield,) esp pp 251–80
  • Lee, Sook Jong, ed. Transforming Global Governance with Middle Power Diplomacy: South Korea's Role in the 21st Century (Springer, 2016) online.
  • Milani, Marco, Antonio Fiori, and Matteo Dian, eds. The Korean Paradox: Domestic Political Divide and Foreign Policy in South Korea (Routledge, 2019).
  • Nam, Sung-Wook, et al. eds. South Korea's 70-Year Endeavor for Foreign Policy, National Defense, and Unification (Springer, 2018).
  • Rozman, Gilbert. "South Korea and Sino-Japanese rivalry: A middle power's options within the East Asian core triangle: Pacific Review 2007. 20#2 pp 197–220.
  • Saxer, Carl J. "Capabilities and aspirations: South Korea's rise as a middle power," Asia Europe Journal 2013. 11#4 pp 397–413.
  • Tayal, Skand R. India & the Republic of Korea: Engaged Democracies (2013)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jung, H. Pak (July 2020). „Trying to loosen the linchpin: China's approach to South Korea“ (PDF). Global China. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2020-10-30 – წარმოდგენილია Brookings.edu-ის მიერ.
  2. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  3. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  4. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  5. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  6. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  7. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  8. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  9. Rakhimov, Mirzokhid; Dong Ki, Sung (2016-10-06). „Uzbekistan and South Korea: towards a special relationship“. The Central Asia-Caucasus Institute Analyst. ციტირების თარიღი: 2020-09-28.
  10. Kazakhstan Korean Ministry of Foreign Affairs
  11. South Korea is becoming a real alternative to Russia and China in Central Asia (2021-01-22). ციტირების თარიღი: 2021-01-22
  12. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Press Releases. ციტირების თარიღი: 2016-03-04